ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.02.2011
ძალის დაკარგვა 02.02.2012
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.127.016029
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110301042, 15/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.02.2010
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 28.3pt 26.95pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის –3 (სამი) ლარი;
გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა) ერთ სულ მოსახლეზე – 0,5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არა უმეტეს – 1,5 ლარისა;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, – 25 (ოცდახუთი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე;
გ) იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, გადაიხდიან ერთ კუბურ მეტრზე 15 (თხუთმეტ) ლარს.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;
ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 2🔗.
ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდევინება განისაზღვროს №1 და №2 დანართების მიხედვით დამტკიცებული ინსტრუქციით.
მუხლი 3🔗.
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 4🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №9 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“
მუხლი 5🔗.
დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
დანართი №1
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადახდის ვადა
მოსაკრებლის გადახდის ვადაა გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი
მოსაკრებლის ამოღებას უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
დანართი №2
ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადახდის ვადა
მოსაკრებლის გადახდა ხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი
მოსაკრებლის ამოღებას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.