,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ~' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.127.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301043, 15/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. ზესტაფონი

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის 28 ოქტომბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №51 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ V, №46) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, ხოლო მოძრავ ნივთზე არანაკლებ 5 დღით ადრე ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოსა და ინტერნეტსაიტის www.eauction.ge-ს მეშვეობით კომისია აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გამყიდველის დასახელებას;

ბ) აუქციონის პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას და საწყის გასაყიდ ფასს;

დ) დაინტერესებული პირებისაგან განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო ვაჭრობის გამართვის თარიღს;

ე) ბე-ს ან საბანკო გარანტიის ოდენობას. ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობა განისა­ზღვრება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით;

 ვ) ბიჯის ოდენობა;

ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

თ) აუქციონში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;

ი) საპრივატიზებო ქონების უფლებრივ და ფაქტობრივ მდებარეობას;

კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.“.

2. მე-8 მუხლის 1 და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების პრივატიზება, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლილი საწყისი ფასით ან შეცვლილ საწყის ფასთან ერთად, შეცვლილი სააუქციონო პირობებით ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონის გამოცხადების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი.

5. თუ საპრივატიზებო ქონება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საწყის გასაყიდ ფასადაც არ გაიყიდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო შემცირებული საწყისი გასაყიდი ფასით ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონის გამოცხადების შესახებ.“

3. მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირობის გარეშე აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში სრულად გადაიხადოს საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხა.“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი