შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.02.2011
ძალის დაკარგვა 11.04.2018
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.135.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110301059, 15/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 3 | ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 4 | კინოთეატრები და თეატრები |
| 5 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 6 | სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება) |
| 7 | საავადმყოფოები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 8 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 9 | სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) |
| 10 | სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) |
| 11 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი) |
| 12 | აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები |
| 13 | შერეული საქონლის ბაზრობები |
| 14 | ავტოსადგომები |
| 15 | საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.11.2010
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Century Gothic"; panose-1:2 11 5 2 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:26.95pt 55.3pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2011 წლის 23 თებერვალი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტების, 121 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შემოღებული იქნეს შუახევის მუნიციპალიტეტში:
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი და მისი ოდენობა განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს – 0,50 ლარით;
ბ) დამტკიცდეს მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია თანახმად დანართი 1-ისა;
გ) ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის და მისი ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე – 0.20 ლარით თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართი 2-ისა.
2. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი 3-ისა.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტების მშენებლობა.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქათამაძე
დანართი 1
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის
ინსტრუქცია
ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს მშენებლობის ობიექტის მესაკუთრე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს განახორციელოს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესაბამისად შედგენილი პროექტით განსაზღვრული ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემის ან მათი შემაერთებელი კვანძების მშენებლობის, მონტაჟის ან სხვა სპეციალური სამუშაოები, ნებართვაში მითითებული თარიღიდან არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიღების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
მუხლი 2🔗. ნებართვის გაცემის (მიღების) ობიექტი
მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) ობიექტები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესი
1. მშენებლობის მოსაკრებლის განაკვეთი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება განაშენიანების ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეადგენს ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ-ზე 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით.
2. მოსაკრებლის გადახდა ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
1. მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
2. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება
მოსაკრებლისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.
მუხლი 6🔗. მშენებლობის ნებართვის გამცემი
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტსა და მშენებლობის სანებაართვო მოწმობას ხელს აწერს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 7🔗. ნებართვის გამცემის პასუხისმგებლობა
მოსაკრებლის თანხების ბიუჯეტში სწორად და დროულად გადახდაზე და ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს.
მუხლი 8🔗. ნებართვის მიმღებთა პასუხისმგებლობა
1. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ნებართვის მიმღებნი ვალდებულნი არიან დაიცვან კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება:
ა) მშენებლობის დაწყება ნებართვის გარეშე;
ბ) მშენებლობის ნებართვაში მითითებულ თარიღზე ადრე სამუშაოების დაწყება.
3. ნებართვის პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 9🔗. ნებართვის დამადასტურებელი საბუთის რეკვიზიტები და ფორმა
1. სანებართვო მოწმობის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში;
ბ) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი;
გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი;
დ) მშენებლობის ნებართვის ნომერი;
ე) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა;
ვ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი;
ზ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;
თ) მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები;
ი) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
კ) შენობა-ნაგებობის კლასი;
ლ) შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები;
მ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.
დანართი 2
გამოანგარიშების ცხრილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის
N
საქმიანობის სფერო
ზომის ერთეული
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა 1მ3 (N)
1 კბმ ნარჩენების გატანის მოსაკრებელი (ჩ) (ლარი)
1მ3 ნარჩენების გატანის მოსაკრებელი ახალი ტარიფით(ლარი) (M)
1
2
3
4
5
6
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 მ2
0.04
4.00
0.01
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 მ2
0.37
4.00
0.12
3
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 მ2
0.60
4.00
0.20
4
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.40
4.00
0.13
5
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი სული
0.20
4.00
0.07
6
სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება)
მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)
0.85
4.00
0.28
7
საავადმყოფოები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი საწოლი
0.55
4.00
0.18
8
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 მ2
0.30
4.00
0.10
9
სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)
ღია ფართის 1 მ2
0.02
4.00
0.01
დახურული ფართის 1 მ2
0.20
4.00
0.07
10
სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)
სავაჭრო ფართის 1 მ2
0.65
4.00
0.22
არასავაჭრო ფართის 1 მ2
0.65
4.00
0.22
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი)
საერთო ფართის 1 მ2
0.55
4.00
0.18
12
აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
ერთი ადგილი
0.94
4.00
0.31
13
შერეული საქონლის ბაზრობები
ერთი ადგილი
0.76
4.00
0.25
14
ავტოსადგომები
ღია ფართის 1 მ2
0.02
4.00
0.01
დახურული ფართის 1 მ2
0.37
4.00
0.12
15
საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)
ღია ფართის 1 მ2
0.02
4.00
0.01
16
ავტოგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1 მ2
0.30
4.00
0.10
17
მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები
ღია საერთო ფართის 1 მ2
0.08
4.00
0.03
დახურული საერთო ფართის 1 მ2
0.16
4.00
0.05
18
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები
ღია საერთო ფართის 1 მ2
0.05
4.00
0.02
დახურული საერთო ფართის 1 მ2
0.20
4.00
0.07
19
აბანოები, საუნები
საერთო ფართის 1 მ2
0.55
4.00
0.18
20
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1 მ2
0.55
4.00
0.18
21
მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1 მ2
0.14
4.00
0.05
22
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.95
4.00
0.32
23
საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.55
4.00
0.18
24
საცხობები
საერთო ფართის 1 მ2
0.60
4.00
0.20
25
დისკოთეკები, ღამის კლუბები
საერთო ფართის 1 მ2
0.50
4.00
0.17
26
კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
საერთო ფართის 1 მ2
0.95
4.00
0.32
27
ვაგზლები, აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურები
ღია ფართის 1 მ2
0.02
4.00
0.01
დახურული ფართის 1 მ2
0.20
4.00
0.07
28
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართის 1 მ2
0.02
4.00
0.01
29
სამხედრო ნაწილები და პენეტენციალური სისტემები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი ადგილი
0.79
4.00
0.26
31
სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)
საერთო ფართის 1 მ2
0.80
4.00
0.27
32
შერეული საქონლის მაღაზიები
საერთო ფართის 1 მ2
0.76
4.00
0.25
მოსაკრებლის რაოდენობა თვეში (M) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = N X C X K : 12
N – ნაჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში
С – მოსაკრებელი 1 კბმ ნარჩენის გატანაზე, C= 4 (ლარი)
K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა)
დანართი 3.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. ეს წესი აწესრიგებს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებამოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასური.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:
ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე – 0.20 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = (N X C X K)/12;
M- მოსაკრებლის განაკვეთი თვეში;
N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;
С – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C =4 ლარი;
K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი).
3. შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებელის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის . პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის შესახებ შეტყობინება ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გაიგზავნება იმ ორგანიზაციის დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმინობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
9. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
10. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
11. თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება.
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების დაწესებულებებისა და იურიდილი პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადხდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთამიერ შუახევის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
5. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) შუახევის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტყობინების ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებია.
ა) მესაკუთრის მოწმობა;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი;
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.