"იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებ ა:
1. მე-10 მუხლის მე-2და 21პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ერთი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ერთი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა ან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრს, ხოლო ერთი – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საბჭოს საქმიანობაში წევრის სახით მონაწილეობს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
21. საბჭოს სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ დირექტორი და იურიდიული დახმარების ბიუროს 2 წარმომადგენელი, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები და უშუალოდ არ მონაწილეობენ კენჭისყრასა და გადაწყვეტილების მიღებაში.“.
2. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ეს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევებში ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 25 თებერვალი.
№4254–Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2011.
- როდის იქნა მიღებული "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4254-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 160020020.05.001.016167.
- რამდენი მუხლისგან შედგება "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №4254-Iს, 25.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 160020020.05.001.016167 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1223759/