შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2010
ძალაში შესვლა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110302004, 10/03/2011
matsne.gov.ge 905 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2010 მიღება
22.02.2011 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით   ხელმოწერილია პერუს რესპუბლიკის მთავრობის სახელით   ხელმოწერილია

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Geo_Times","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობა და პერუს რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი, ითვალისწინებენ რა თავიანთი შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამართულ საუბრებს, მიმართულს ორ მთავრობას შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციული კავშირების გაძლიერებისკენ, სურთ რა განავითარონ თანამშრომლობა თავიანთ ქვეყნებს შორის, თავიანთი მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არიან მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები, უფლება აქვთ მრავალჯერ შევიდნენ პერუს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და დარჩნენ იქ ვიზის მიღების გარეშე იმ პერიოდით, რომელიც არ აღემატება ოთხმოცდაათ (90) დღეს, მთლიანობაში ნახევარი წლის განმავლობაში. 2) პერუს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც არიან მოქმედი დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მფლობელები, უფლება აქვთ მრავალჯერ შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დარჩნენ იქ ვიზის მიღების გარეშე იმ პერიოდით, რომელიც არ აღემატება 90 (ოთხმოცდაათ) დღეს, მთლიანობაში ნახევარი წლის განმავლობაში.     მუხლი 2🔗 წინამდებარე შეთანხმების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული პასპორტების მფლობელები, რომლებსაც სურთ გააგრძელონ თავიანთი ყოფნის დრო ზემოაღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ, ვალდებულნი არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლებისგან მიიღონ შესაბამისი ნებართვა ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდის გაგრძელების თაობაზე, მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.     მუხლი 3🔗 წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პასპორტების მფლობელებს უფლება აქვთ შევიდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის მიღების გარეშე და აწარმოონ ოფიციალური საქმიანობა ან გავიდნენ მესამე ქვეყანაში.     მუხლი 4🔗 წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პასპორტების მფლობელებს უფლება აქვთ შევიდნენ და დატოვონ საქართველო და პერუს რესპუბლიკა ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან შეზღუდვების გარეშე, გარდა იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა, რომლებიც გათვალისწინებულია უსაფრთხოების, მიგრაციის, საბაჟო და სანიტარიული ნორმებით, ასევე დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის კანონით ნებადართული სხვა სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან.     მუხლი 5🔗 პერსონალი, რომელიც არის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი და რომელიც მუშაობს პერუს რესპუბლიკაში განლაგებულ საქართველოს საელჩოში ან რომელიმე საკონსულოში ან საქართველოში განლაგებულ პერუს რესპუბლიკის საელჩოში ან რომელიმე საკონსულოში, გათავისუფლდება შესაბამისი ვიზის მიღების ვალდებულებისგან მათი ქვეყანაში შესვლის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ უნდა მოიპოვონ ნებართვა, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მისიის პერსონალისთვის, თავიანთი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შეთანხმების დებულებები ასევე ვრცელდება მოცემულ მუხლში მითითებულ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პასპორტების მფლობელ პირთა უშუალო ოჯახსა და ოჯახის წევრებზე, იმ პირობით, რომ უშუალო ოჯახის წევრები ასევე არიან დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.     მუხლი 6🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე მოქალაქეებს, რომელთაც იგი მიიჩნევს არასასურველად ან რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდნენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, მოსახლეობის ჯანმრთელობას ან სახელმწიფო უსაფრთხოებას, ასევე ინარჩუნებს უფლებას შეამციროს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკვე მყოფი ასეთი მოქალაქეების ყოფნის ვადა.     მუხლი 7🔗 თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება წერილობითი ფორმით მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით, აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ოცდაათი (30) დღით ადრე.     მუხლი 8🔗 ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან მოქმედი დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მოქმედი დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების შეცვლის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მიაწვდიან ერთმანეთს ამ პასპორტების ნიმუშებს, რომლებსაც თან უნდა ახლდეს ინფორმაცია დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების ძალაში შესვლის შესახებ, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე.     მუხლი 9🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.     მუხლი 11🔗 ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი თანხმობით ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 12🔗 თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მსგავსი შეტყობინების მიღებიდან მეექვსე თვის პირველ დღეს.     მუხლი 13🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს. ხელმოწერილია ქ. ლიმაში, 2010 წლის 29 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია პერუს რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელმოწერილია