ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საკონკურენტო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 17.07.2002
ძალაში შესვლა 06.10.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.002.000449
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 04/12/2003
matsne.gov.ge 1,260 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.07.2002 მიღება
06.10.2003 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საკონკურენტო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საკონკურენტო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა (აღმასრულებელი ხელისუფლება) და უკრაინის მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი), შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა საქართველოსა და უკრაინას შორის 1999 წლის 16 აპრილს ხელშეკრულებით 1999-2008 წლებში ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, აცნობიერებენ რა, რომ სამეურნეო სუბიექტებისა და/ან სახელმწიფო ორგანოების ქმედებამ ერთი სახელმწიფოს სასაქონლო ბაზრებზე შესაძლებელია ნეგატიური გავლენა იქონიოს მეორე სახელმწიფოს სასაქონლო ბაზრების კონკურენციაზე, თვლიან რა აუცილებლად მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარებას სამეურნეო სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოების მიერ საქართველოსა და/ან უკრაინის ბაზრებზე კონკურენციის მიმართ ნეგატიური გავლენის დაუშვებლობასა და აღკვეთაში, სურთ რა განავითარონ თანამშრომლობა საკონკურენტო პოლიტიკის სფეროში კონკურენციის შეზღუდვის დაძლევის მიზნით, რომელიც ეხება საქართველოსა და/ან უკრაინის ეკონომიკურ ინტერესებს და ნეგატიურად მოქმედებს მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, თვლიან რა, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით საწყისებსა და სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობის პრინციპებზე. ითვალისწინებენ რა სამეურნეო სუბიექტების კომერციული და სხვა საიდუმლოს დაცვის კანონიერ ინტერესებს, რომელიც დაცულია საქართველოსა და/ან უკრაინის ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებენ რა კონკურენციის სფეროში ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხარეთა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ხელშეკრულების მიზნები ხელშეკრულების მიზნად ითვლება მხარეთა თანამშრომლობა კონკურენციის განვითარებისა და დახმარების სფეროში, რომელიც მიმართულია:  საქართველოს და/ან უკრაინის სასაქონლო ბაზრების ეფექტური ფუნქციონირებისათვის პირობების უზრუნველსაყოფად;  ქმედებების დაუშვებლობისა და აღკვეთისათვის მიმართული ურთიერთქმედების მექანიზმის შექმნა, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოსა და/ან უკრაინის სასაქონლო ბაზრების კონკურენციაზე; კონკურენციის სფეროში საქართველოსა და/ან უკრაინის კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის საკითხთა გადასაწყვეტად; ქმედებების ერთობლივი განხილვისათვის, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოსა და/ან უკრაინის სასაქონლო ბაზრების კონკურენციაზე. მუხლი 2🔗 გამოყენების სფერო 1. ხელშეკრულების დებულებები გამოიყენება სამეურნეო სუბიექტების ქმედებათა განხილვისას, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოსა და/ან უკრაინის სასაქონლო ბაზრების კონკურენციაზე, იმ შემთხვევაში, თუ: ამ ქმედებებში მონაწილეობს ერთი ან რამდენიმე სამეურნეო სუბიექტი, რომელიც საქართველოსა და/ან უკრაინის სასაქონლო ბაზრებში ანხორციელებს თავის სამეწარმეო საქმიანობას; ეს ქმედებები ჩადენილია ერთი სახელმწიფოს სასაქონლო ბაზრებში და შეუძლიათ ნეგატიური გავლენა იქონიოს მეორე სახელმწიფოს სასაქონლო ბაზრების კონკურენციაზე. 2. ხელშეკრულების დებულებები გამოიყენება ერთი სახელმწიფოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ქმედებების განხილვისას, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ მეორე სახელმწიფოს სასაქონლო ბაზრების კონკურენციაზე. 3. ქმედებათა შეფასებისას. რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს კონკურენციაზე, გათვალისწინებულია ტექნიკურ ან ეკონომიკურ პროცესებში მათი მხარდაჭერის ფაქტის სასაქონლო ბაზრების გაჯერების, საქონლის სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესების, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. მუხლი 3🔗 ცნებები და მათი განმარტებები 1. ცნებები და მათი განმარტებები განისაზღვრება თითოეული სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობათა შესაბამისად. 2. ხელშეკრულების მიზნებისათვის ცნებაში „ქმედებები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს კონკურენციაზე” იგულისხმება: დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; სამეურნეო სუბიექტების შეთანხმება და სხვა შეთანხმებული ქმედებები, რომლებიც იწვევენ ან შეუძლიათ გამოიწვიონ კონკურენციის შეზღუდვა. 3. სახელმწიფო ორგანოთა ქმედებები (უმოქმედობა). რომლებიც იწვევენ ან შეუძლიათ გამოიწვიონ კონკურენციის შეზღუდვა, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. 4. ეკონომიკური კონცენტრაცია (შექმნა, რეორგანიზაცია. ლიკვიდაცია სამეურნეო სუბიექტების საქმიანობის პირდაპირი ან ირიბი კონტროლი), რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ერთი და/ან მეორე სახელმწიფოს სასაქონლო ბაზრების კონკურენციაზე. მუხლი 4🔗 თანამშრომლობის პრინციპები და ფორმები 1. მხარეთა თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით: ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღება; შეთანხმებული პროცედურების გამოყენების გზით გადაწყვეტილებების მიღებისას უთანხმოების დარეგულირება;  მხარეთა დაინტერესების გათვალისწინებით საინიციატივო ინფორმაციის გაცვლის დროული განხორციელება. 2. თანამშრომლობა განხორციელდება იმ ფორმებით, რომლებიც კონკურენციის სფეროში მხარეთა ინტერესების დროულად და მაქსიმალურად გათვალისწინების საშუალებას იძლევა, მათ შორის: შეტყობინების გაგზავნა; ინფორმაციის მოთხოვნა; კონსულტაციები; გამოცდილების გაზიარება; ერთობლივი გამოკვლევების ჩატარება. მუხლი 5🔗 შეტყობინება 1. თუ ერთ-ერთი მხარე დაადგენს, რომ სამეურნეო სუბიექტების ან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ქმედებებს თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეუძლიათ ნეგატიური გავლენა იქონიონ მეორე სახელმწიფოს სასაქონლო ბაზრების კონკურენციაზე, მაშინ იგი უგზავნის მეორე მხარეს შეტყობინებას ამის თაობაზე. 2. თუ ერთ-ერთი მხარე დაადგენს, რომ მისი სახელმწიფოს სასაქონლო ბაზრების კონკურენციაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს სამეურნეო სუბიექტების ან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ქმედებებმა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაშინ იგი უგზავნის მეორე მხარეს შეტყობინებას ამის თაობაზე. 3. შეტყობინება იგზავნება წერილობითი ფორმით იმ ვადაში, რომელიც საშუალებას იძლევა მეორე მხარის პოზიციის გათვალისწინებას, და უნდა შეიცავდეს საქმის არსის მოკლე დახასიათებას, აუცილებლობისას ეროვნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, ასევე, სხვა მონაცემები, რომლებსაც ჩათვლის შესაძლებლად შეტყობინების მომწოდებელი მხარე. 4. შეტყობინების მიმღები მხარე განიხილავს შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად და შედეგების შესახებ ატყობინებს მეორე მხარეს. მუხლი 6🔗 ინფორმაციის მოთხოვნა 1. ქმედებათა განხილვისას, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ კონკურენციაზე, ერთ მხარეს უფლება აქვს გაუგზავნოს მეორე მხარეს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელიც ეხება სამეურნეო სუბიექტების სამეწარმეო საქმიანობას. მეორე მხარეს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაში, თუ ასეთი ინფორმაცია უკვე იქნა მიწოდებული, ან შეიძლება მიეწოდოს სამეურნეო სუბიექტის მიერ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან აღიარებულია კონფიდენციალურად. 2. თავის მოთხოვნაში მხარემ უნდა განსაზღვროს მისი მიზეზი, ასევე გადმოსცეს საქმის ძირითადი გარემოება უფრო ზუსტი ცნებების შესაძლო გამოყენებით. 3. მოთხოვნილი ინფორმაცია მიეწოდება მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადებში, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს სამი თვისა. მუხლი 7🔗 კონსულტაციები 1. მხარეები, შეთანხმებულ გადაწყვეტილებათა მიღების მიზნით, ატარებენ კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც მიეკუთვნება ხელშეკრულების გამოყენების სფეროს. 2. კონსულტაციების ჩატარების მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მისი აუცილებლობის დასაბუთებას და წინადადებებს მისი ჩატარების პირობების შესახებ. 3. მხარეები კონსულტაციებს ატარებენ მოთხოვნის მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ან ცალკე დათქმულ ვადებში. მუხლი 8🔗 ინფორმაციის გაცვლა 1. მხარეები აღმოუჩენენ დახმარებას ერთმანეთს აუცილებელი ინფორმაციის მიღებაში, რომელიც წარმოადგენს ორმხრივ ინტერესს, ან ნებისმიერი მხარის ინტერესს, რომელმაც:  შესაძლებელია ხელი შეუწყოს საქართველოსა და/ან უკრაინის საკონკურენტო კანონმდებლობის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებას, შესაძლებელია შეიცავდეს საკონკურენტო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებულ მონაცემებს. 2. მხარეებს შეუძლიათ მიაწოდონ ერთმანეთს განკარგულებაში მქონე ნებისმიერი ინფორმაცია იმ ქმედებების მიმართ, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ კონკურენციაზე, თუ იგი გამოყენებულ იქნება ზემოქმედების ზომების მისაღებად. მუხლი 9🔗 გამოცდილების გაზიარება ხელშეკრულების ეფექტურად გამოყენებისათვის მხარეები გამოცდილების გაზიარებას განახორციელებენ შემდეგ ფორმებში: ხელშეკრულების მიზნებისათვის აუცილებელი სამართლებრივი, მეთოდური, სამეცნიერო და საინფორმაციო მასალების გაცვლა; კადრების მომზადებისა და გადამზადების ორგანიზაცია სტაჟირებების, სასწავლო სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მეშვეობით. მუხლი 10🔗 ერთობლივი გამოკვლევების ჩატარება დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მიმართოს წინადადებით ეკონომიკის განსაზღვრულ დარგში ერთობლივი გამოკვლევების ჩატარების შესახებ, თუ მასში არ იქნება აღმოჩენილი ქმედებების ნიშნები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს კონკურენციაზე. გამოკვლევების ჩატარების შედეგების შესახებ მხარეები ცვლიან შესაბამის ინფორმაციას. მუხლი 11🔗 ინფორმაციის დაცვა ხელშეკრულების გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, თუ მხარეები არ თანხმდებიან სხვაგვარად. მხარეები, ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის განხორციელებისას, ითვალისწინებენ თავიანთი სახელმწიფოების ინტერესებს კომერციული და სხვა საიდუმლოების დაცვას, რომელიც დაცულია საქართველოსა და/ან უკრაინის ეროვნული კანონმდებლობით. მუხლი 12🔗 კომპეტენტური ორგანოები 1. ხელშეკრულების რეალიზაციის კომპეტენტურ ორგანოებად ითვლება: საქართველოს მხარისაგან _ სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური; უკრაინის მხრიდან _ უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტი. 2. აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები მიიღებენ შესაბამის ზომებს მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კოორდინირებული ქმედებების უზრუნველსაყოფად, რომლებიც შეიძლება მოწვეულ იქნან ხელშეკრულების მიზნების სარეალიზაციოდ. მუხლი 13🔗 დავათა რეგულირება დავები, რომლებიც ეხება ხელშეკრულების დებულებათა გამოყენებასა და განმარტებას, ექვემდებარება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას. მუხლი 14🔗 დასკვნითი დებულებები 1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან. 2. ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ოქმები ძალაში შედის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით. 3. ხელშეკრულება იდება ხუთი წლის ვადით და მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი მხარე არ შეატყობინებს წერილობითი ფორმით მეორე მხარეს არაუგვიანეს 60 დღისა შესაბამისი პერიოდის დასრულებამდე თავისი განზრახვის თაობაზე, შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება. 4. ხელშეკრულების დებულებათა რეალიზაცია არ ეხება უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს მხარეთა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან. შესრულებულია ქ. თბილისში, 2002 წლის  ივლისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენაზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად იდენტურად ითვლება და გააჩნია თანაბარი ძალა. ხელშეკრულების დებულებათა გამოყენებისა და განმარტებისას აზრთა სხვადასხვაობის წამოჭრის შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით                       უკრაინის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)                                                                                (ხელმოწერილია)