საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო ხელშეკრულება
მიღების თარიღი 11.12.1998
ძალაში შესვლა 20.11.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480040050.02.002.000450
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 24/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო ხელშეკრულება
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით
სახელმძღვანელო ხელშეკრულება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების 23-ე მუხლის შესაბამისად ორივე მხარის პასუხისმგებელი ორგანოები შეთანხმდნენ შემდგეზე:
ნაწილი I
ძირითადი დებულებები
მუხლი 1🔗. განსაზღვრებები
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში ძირითადი ხელშეკრულება) პირველ მუხლში გათვალისწინებული ტერმინები, ამ ხელშეკრულებაში იგივე მნიშვნელობით გამოიყენება.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების განხორციელების საკონტრაქტო ორგანო
1. ხელშეკრულების განხორციელების საკონტაქტო ორგანო
a) საქართველოს მხრიდან:
ძირითადი ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, სამსახურებრივი ტრამვის, პროფესიული დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის და გარდაცვალების დროს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილი საკონტაქტო ორგანო:
a.1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი-თბილისი, რომელიც განიხილავს მოსახლეობის მოხუცებულობით, ინვალიდობით და გარდაცვალების გამო პენსიების დანიშვნა-გაცემის საკითხებს.
a.2. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი-თბილისი, რომელიც განიხილავს უმუშევართა დახმარების დანიშვნა-გაცემის საკითხებს.
a.3. საქართველოს შრომის დაცვის სახელმწიფო ინსპექცია-თბილისი, რომელიც განიხილავს სამსახურებრივი ტრავმით და პროფესიულ დაავადებულთა ზიანის ანაზღაურების საკითხებს.
a.4. საქართველოს ინვალიდობის საქმეთა დეპარტამენტი-თბილისი, რომელიც განიხილავს პროტეზებისა და ინვალიდთა რეაბილიტაციის საკითხებს.
a.5. საქართველოს სოციალური დაცვის შრომისა და დასაქმების სამინისტრო-თბილისი, რომელიც განიხილავს ოჯახური დახმარების დანიშვნა-გაცემის საკითხებს.
b) თურქეთის მრიდან:
ძირითადი ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, სამსახურებრივი ტრავმის, პროფესიული დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის და გარდაცვალების დროს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების საკონტრაქტო ორგანოები:
b.1. სოციალური დაზღვევის საზოგადოების მთავარი სამმართველო-ანკარა, რომელიც განიხილაცს მუშების (აგრეთვე სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწეობის მუშათა) საკითხებსა და სოციალური დაზღვევის N506-ე კანონის XX მუხლთან დაკავშირებულ ,,საპენსიო ფონდის” საკითხებს;
b.2. თურქეთის რესპუბლიკის ,,პენსიონერთა ფონდის” მთავარი სამმართველო-ანკარა: განიხილავს სახელმწიფო მოხელეებისა და სხვა მომსახურე პერსონალის საკითხებს;
b.3. ,,ბაღ-ქურ”-ის მთავარი სამმართველო-ანკარა: განიხილავს ხელოსნებთან, სოფლის მეურნეობის დარგში საკითხებს;
2. საკონტაქტო ორგანოები ვალდებულნი არიან პრაქტიკულად განახორციელონ ამ ხელშეკრულებით დადგენილი საკითხები. ხელშეკრულების მოქმედებაში მოყვანის დროს მათ მჭიდრო ურთიერთკავშირი ექნებათ და კონტაქტს დაამყარებენ პასუხიმგებელ ორგანოებთან.
3. საკონტაქტო ორგანოები ხელშეკრულების განხორციელებისათვის შეიმუშავებენ საჭირო ფორმის ანკეტას.
მუხლი 3🔗. დახმარების გაცემა
ძირითადი ხელშეკრულებით დადგენილი წესების მიხედვით დაზღვეული პირები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, დახმარებას პირადად მიიღებენ.
ნაწილი II
განსახორციელებელ საკითხებთან დაკავშირებული წესები
მუხლი 4🔗. დაზღვევის ცნობის გაცემა
ძირითადი ხელშეკრულების მე-7 მუხლის 1, 2, 3, 4 პუნქტების, მე-6 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარემ წარმომადგენელი ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოებს პირის საქმიანობის დამადასტურებელი საბუთები უნდა წარუდგინოს. აღნიშნული საბუთი დაზღვეული უნდა იყოს. ზემოაღნიშნულ საბუთს გასცემს ის საკონტაქტო ორგანო, რომელიც დაკავშირებულია იმ ორგანიზაციასთან, სადაც პირი დაეზღვია.
მუხლი 5🔗. არჩევანის უფლება
ძირითადი ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული არჩევანის უფლება დაზღვეულ პირს მუშაობის დაწყებიდან სამი თვის მანძილზე შეუძლია გამოიყენოს. იმ პირებს, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, ზემოაღნიშნული უფლებით სარგებლობა შეუძლია ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან. დაზღვეულმა პირმა, თავისი არჩევანი განმარტებითი სახით შესაბამის ინსტანციებში 3 ეგზემპლარად უნდა წარმოადგინოს. ერთი ეგზემპლარი ეძლევა დამსაქმებელ ორგანიზაციას, რომელშიც პირი მუშაობს. ეს უკანასკნელი ერთ ეგზემპლარს დასამოწმებლად წარმომადგენელი ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანიზაციას უგზავნის. დაზღვეული პირის მიერ წარდგენილი მოთბოვნა იურიდიულ ძალას იძენს წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ძირითადი შეთანხმების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ დაზღვეული პირი არ გამოიყენებს არჩევანის უფლებას, მასზე იმ მხარის კანონმდებლობა ვრცელდება, რომელშიც იგი მუშაობდა.
მუხლი 6🔗. პროტეზები, მასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფულადი დახმარებები
1. პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ ნებადართულია ისეთი დახმარებების გაცემა, რომლის ღირებულება 200 ამერიკულ დოლარს არ აღემატება. ეს წესი ეხება პროტეზებსა და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო დახმარებებს.
აღნიშნულ შემთხვევაში, დახმარებების გამცემი პასუხისმგებელი ორგანიზაცია, მხარეების მიერ ერთობლივად შემუშავებულ ანკეტას (ფორმას) უგზავნის დამზღვევ პასუხისმგებელ ორგანიზაციას. ეს უკანასკნელი ავსებს ანკეტას და ორგანიზაციას დახმარებისათვის თანხმობას აძლევს. იმ შემთხვევაში, როცა საპროტეზი და მასთან დაკავშირებული სამედიცინო დახმარების ჩატარება ხდება ნებართვის გარეშე, ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანო, მეორე მხარის პასუხისმგებელ ორგანოს უგზავნის ანგარიშს სამედიცინო დახმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.
2. როდესაც თანხა 1 პუნქტში მითითებულ ოდენობას აჭარბებს, დახმარებების გაცემა პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს ნებადართული. წინააღმდეგ შემთხვევაში გაცემული დახმარების ხარჯები დაფარული არ იქნება.
3. ფულადი დახმარება, პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ პირადად დაზღვეულ პირს გადაეცემა.
ნაწილი III
განსაკუთრებული დებულებები
თავი I
დახმარებები ინვალიდობის, მოხუცებულობის და გარდაცვალების შემთხვევაში
მუხლი 7🔗. დახმარების გაცემა
ძირითადი ხელშეკრულების მე-15 მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად, გამოანგარიშებული დახმარება გაიცემა მხარეების კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერიოდში, დახმარება გაიცემა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი მეორე ან მესამე ქვეყანაში ცხოვრობს.
თავი II
ოჯახური მდგომარეობის შესახებ
მუხლი 8🔗
ძირითადი ხელშეკრულების მე-20 მუხლის შესაბამისად, დახმარების მიღებაზე უფლების გამოყენების მსურველი პირი, ოჯახის წევრებთან დაწერილ განმარტებით წერილს დახმარების გამცემ ორგანოს უგზავნის. ან იმ ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს უგზავნის, რომელშიც ის იმყოფება. დახმარების გამცემი ორგანო, დახმარებებს კანონით გათვალისწინებული დროის მონაკვეთში გასცემს.
თავი III
უმუშავართა დახმარება
მუხლი 9🔗
უმუშევრობის დახმარების გაცემის პირობები
უმუშევრობის დაზღვევის შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ დახმარების დანიშვნისას თუ პირი ორ ქვეყანაში არის დაზღვეული, დაზღვევის პერიოდები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს.
თავი IV
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემის ფორმა
ძირითადი ხელშეკრულების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლის შესაბამისად დახმარება, ძირითადი ხელშეკრულების 28-ე მუხლის გათვალისწინებით წარმომადგენელი ქვეყნის მიერ მისი ვალუტით შეიძლება იქნეს გაცემული. ფულადი დახმარება ფოსტის ან ბანკის მეშვეობით გაიცემა. ფულის ტრანსფერის ხარჯები დახმარების მიმღებთ აღნიშნული ტრანსფერიდან დაუკავდებათ.
ნაწილი IV
სამედიცინო კონტროლი
მუხლი 11🔗. სამედიცინო შემოწმება
1. პასუხისმგებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, იმ ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანო, რომელშიც პირი მუდმივად ან დროებით ცხოვრობს, მას სამედიცინო კონტროლზე აიყვანს და საბოლოო შედეგებს წარმომადგენელ ორგანოს უგზავნის.
2. სამედიცინო შემოწმების ხარჯებს გაიღებს ის ქვეყანა, რომელიც სამედიცინო შემოწმებას მოითხოვს.
ნაწილი V
სხვადასხვა დებულებები
მუხლი 12🔗. ინფორმაციის და პროტესტის შეტყობინება
1. დაზღვეული პირები, რომლებსაც გარდაეცვალათ მარჩენალი, ყოველთვიურ დახმარებას იმ ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანოდან მიიღებენ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. პასუხისმგებელი ორგანო, მოთხოვნებს თავისი ქვეყნის კანონების მოთხოვნის შესაბამისად დააკმაყოფილებს.
მესამე ქვეყანაში მცხოვრები პირები ან მოთხოვნის უფლების მქონე პირი, თავის მოთხოვნილებებს საბოლოოდ იმ პასუხისმგებელ ორგანოს წარუდგენს, სადაც იგი დაზღვეული იქნა, მომთხოვნი შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს საბუთების წარდენას ორი ქვეყნის დამზღვევ ორგანოში ან იმ მეწარმეთა შესახებ, რომლებმაც პირი დაასაქმეს, აგრეთვე უზრუნველყოფს საბუთების მიწოდებას იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც იგი დამოუკიდებლად ეწეოდა.
2. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პასუბისმგებელი ორგანო ამ ქვეყანაში მცხოვრები პირის მოთხოვნას მიიღებს, განიხილავს საბუთებს, ქვეყანაში მისი დაზღვევის პერიოდებს ადამებს, რეგისტრაციაში ატარებს და მას მეორე ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს უგზავნის სადაზღვევო სტაჟის შესასწავლად და დასადასტურებლად.
3. მეორე მხარის პასუხისმგებელი ორგანო, დაინტერესებული, იმ ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც პირი ცხოვრობს, პირის მიერ პირველ ქვეყანაში გაკეთებულ დაზღვევის დროს აფიქსირებს, ადგენს ანკეტას და უგზავნის მომთხოვნ მხარეს.
4. პასუხისმგებელი ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ დაზღვეულთა შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
5. ძირითადი შეთანხმების 27-ე მუხლის შესაბამისად, პირმა პროტესტი შეიძლება გაუგზავნოს, როგორც დაინტერესებულ ორგანოს, აგრეთვე იმ ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს, რომელშიც ის ცხოვრობს, აღნიშნული ორგანო პროტესტს, დანართებთან ერთად, მეორე დაინტერესებული ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანოს უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის.
ნაწილი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 13🔗. ხელშეკრულების ძალაში შესვლა
1. ეს ხელშეკრულება მოქმედებს 5 წლის ვადით და ძალაში შედის აუცილებელი იურიდიული პროცედურების შესრულების საფუძველზე მხარეების წერილობითი შეტყობინების შემდეგ. თუ მხარეებიდან ერთ-ერთი, ამ მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ერთწლიანი პერიოდით.
2. ამ ხელშეკურლების მე-3 მუხლში აღნიშნული პირების მიერ მოპოვებული უფლებები ძალას არ კარგავს ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ხელშეკრულების შეწყვეტამდე დაწყებული გადაუჭრელი საკითხის განხილვისათვის შეხვედრები გაგრძელდება და უთანხმოების შემთხვევაში იგი გადაწყდება ძირითადი შეთანხმების 29-ე მუხლის შესაბამისად.
შესრულებულია 1998 წლის 11 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკაში ქ. იზმირში. ორივე ტექსტი შედგენილია ქართულ და თურქულ ენებზე ორ პირად და ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით