განჩინება -შპს "სელმა"-ს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
2011 წლი ს 28 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი ამ
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,სელმა”
წარმომადგენელი (დირექტორი): თეიმურაზ გოცაძე, ვლადიმერ კირვალიძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,სელმას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 20 იანვარს განცხადებით მიმართეს შპს ,,სელმას“ წარმომადგენლებმა (დირექტორებმა) თეიმურაზ გოცაძემ და ვლადიმერ კირვალიძემ და მოითხოვეს საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლო გაეცნო რა განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,სელმას“განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მ იღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშოს გიორგი ზედელაშვილი – მცხოვრები: ქ. თბილისი, მე-3 მასივი, ზემო პლატო, კორპ. 4, ბინა 42 (პირადი ნომერი 01027005212).
3. აეკრძალოს შპს ,,სელმას”ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;
4. შეჩერდეს შპს ,,სელმას”მიმართ იძულებითი აღსრულება;
5. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;
6. განემარტოს შპს ,,სელმას”, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
7. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავისი მოთხოვნები შპს ,,სელმას” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;
8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 14 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №20);
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, „გაზეთ 24 საათში“, გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ და სასამართლოს დაფაზე;
10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე