,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №127
2011 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით (სსმIII,2003 წ., №39, მუხ.332) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-12 პუნქტში სიტყვები: ,,დიპლომის ან ატესტატის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,დიპლომის,საბაზო ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების“;
ბ) დებულების 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,23.საკონტრაქტო მოსამსახურე, კონტრაქტის თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით შეწყვეტის შემთხვევაში:
ა) ჩვეულებრივი წესით ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ვალდებულების მოხდას, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად;
ბ) ექვემდებარება ფინანსურ პასუხისმგებლობას, რომელიც მოიცავს კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის თანხას (პირგასამტეხლოს),აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებაზე და კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს.“;
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 პუნქტი:
,,231. ამ დებულების 23-ე პუნქტის შესაბამისად ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში:
ა) სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია გადახდის ვა ლ დებულებ ის გადავადე ბა ან განაწილვადება2 წლამდე ვადით იმ შემთხვევაში, თუ პირი სადავოდ არ ხდის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, თანხმობას აცხადებს თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე და წარმოადგენს სათანადო უზ რ უნვე ლ ყოფას;
ბ) პირს გადაუვადდება გადახდის ვალდებუ ლ ება2 წლის ვადით, თუ იგი არის ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღები. ა ღ ნიშნული საფუძვლით გადახდის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ და არა უმეტეს საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსით ყოფნის ვადისა. ამასთან, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მ ი თითებული სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ფინა ნ სური პასუხისმგებლობისაგან;
გ) პირადი პატაკის საფუძველზე პირი თავისუფლდება გადახდის ვალდებულებისაგან შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა).“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნები ს თანავე.
მ.სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 02.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №127. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.08.002.016180.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №127, 02.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016180 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1225576/