"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
140060000.35.110.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110304014, 10/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2011 წლის 27 იანვრის №22 და №26 სამართლებრივი შენიშვნების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №32 დადგენილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) შეიცვალოს დადგენილების მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

 „მუხლი 7. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

1. სახელმწიფო სახანძრო დაცვის ზედამხედველობის განხორციელება, ხანძრის ჩაქრობის და სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.

2. სამსახური დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

3. უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას.

4. ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო სახანძრო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებზე.

5. გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხევდელობის დაქვემდებარებულ ობიექტებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება, ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება.

6. მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევას ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას.

7. აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურის მიერ ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოშობილი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციის და მისი განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას.

8. ორგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას.

9. აანალიზებს ხანძრებზე და საგანგებო სიტუაციების სხვა შემთხვევების დროს სამსახურის დანაყოფების მუშაობას. ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისთვის.

10. ახორცილებს ხანძრის ჩაქრობაში და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას.

11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს ხარჯთანუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად.

12. აკონტროლებს სამსახურში სახანძრო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობას.

13. სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან.

14. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით ადგენს მოსალოდნელი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად მომხდარი შედეგების სალიკვიდაციო და მოსახლეობის საშიში ზონიდან საევაკუაციო გეგმებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს.“;

ბ) შეიცვალოს დადგენილების1-ლი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„მუხლი 1.

აბაშის სახანძრო-სამაშველო სამსახური არის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.“.

გ) ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-8მუხლის მე-2 პუნქტი.

დ) შეიცვალოს დადგენილების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

მუხლი 9.

1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

2. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

3. სამსახურის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია