საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უფლებამოსილებების გადანაწილების შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110304020, 07/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უფლებამოსილებების გადანაწილების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.header, li.header, div.header {mso-style-name:header; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; font-family:"Calibri","sans-serif";} span.pagenumber {mso-style-name:"page number";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Geo_Times","serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Calibri","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №102
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უფლებამოსილებების გადანაწილების შესახებ
მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 9 თებერვლის №66 ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის (შემდგომში – პროექტების განმახორციელებელი ცენტრი) რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მისი უფლებამოსილებების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ შეძენილ ან გადაცემულ ან მის ბალანსზე არსებულ სამკურნალო საშუალებათა მართვისა და განკარგვის ნაწილში (შენახვა, გაცემა და ტრანსპორტირება);
ბ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ დაგროვილ დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა ანაზღაურების ნაწილში (არ იგულისხმება 2011 წელს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე ხელშეკრულებებით ასანაზღაურებელი ხარჯები);
გ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ,,შრომის ანაზღაურების‘‘, ,,საქონლისა და მომსახურების‘‘, ,,სოციალური უზრუნველყოფის‘‘, ,,სხვა ხარჯების“ მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში (გარდა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მსგავსი ხარჯებისა);
დ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილში, გარდა ქვემოთ მოყვანილი პროექტების ფარგლებში შესყიდული ან ამ პროექტების განხორციელებისა და მართვისათვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონებისა (რომელიც პროექტების მართვის მიზნით გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 9 თებერვლის №66 ბრძანებულებით განსაზღვრულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს):
დ.ა) „ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტი (WB)“;
დ.ბ) „ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტი (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპონენტი – WB)“;
დ.გ) „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტი (EC)“.
მუხლი 2🔗. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) 2011 წლის 1 აპრილამდე პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე არსებული შესაბამისი უძრავ-მოძრავი ქონების სამინისტროს ბალანსზე აყვანა;
ბ) 2011 წლის 1 აპრილამდე, პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ნაკისრი იმ ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, რაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუფერხებელ შესრულებას და გამომდინარეობს ამ დადგენილებიდან;
გ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსის შედგენისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სპეციალური კომისიის შექმნა, მისი შემადგენლობისა და საქმიანობის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;
დ) საჭირო ღონისძიებების განხორციელება პროექტების განმახორციელებელ ცენტრში არსებული დოკუმენტაციის დაარქივება-სისტემატიზაციის უზრუნველსაყოფად;
ე) რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, გადაწყვეტა და სათანადო ღონისძიებათა განხორციელება; ამ დადგენილების შესრულებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება-გამოცემა.
მუხლი 3🔗. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე და „2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შესაბამისად, მიეცეს თანხმობა, რომ „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის (EC)“ (ორგანიზაციული კოდი: 35 16 05), „ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტისა (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპონენტი – WB)“ (ორგანიზაციული კოდი: 35 16 06) და „ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტის (WB)“ (ორგანიზაციული კოდი: 35 16 07) ფარგლებში შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 2 433 ლარით.
მუხლი 4🔗. „აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი განხორციელების მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების გაძლიერება საქართველოში (GF)“ პროექტის (ორგანიზაციული კოდი: 35 16 01) ახალი განმახორციელებელი, რომელიც განისაზღვრება ამ პროექტის დონორის – „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდისა“ და „შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს“ მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროექტების განმახორციელებელი ცენტრის სახელით დადებული ყველა ხელშეკრულება და აღებული ვალდებულება შეასრულოს ან კორექტირება მოახდინოს მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით.
მუხლი 5🔗. პროექტების განმახორციელებელი ცენტრისათვის განსაზღვრული შესაბამისი საბიუჯეტო თანხების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 9 თებერვლის №66 ბრძანებულების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე განახორციელოს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება.
მუხლი 7🔗. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე პროექტების განმახორციელებელ ცენტრთან გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების რევიზია და საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური