საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.05.2004
ძალის დაკარგვა 17.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.037
გამოქვეყნების წყარო სსმ, 54, 25/05/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 10 დოკუმენტი
ბრძანება (9)
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ინსტიტუტ ,,ოპტიკის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ 29.02.2008
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ 27.07.2007
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ 26.06.2008
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ 25.05.2007
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ 25.05.2007
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ 20.06.2008
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ 17.10.2007
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ 14.11.2007
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ 08.09.2008
კანონი (1)
- განათლების ხარისხის განვითარების შესახებ 21.07.2010
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (6)
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ინსტიტუტ ,,ოპტიკის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება „„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ მ“ ქვეპუ"
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება „„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუ"
- განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონი „„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების"
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუ"
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება „„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნ"
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება „„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნ"
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; layout-grid-mode:line;}
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt;}
h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:14.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;}
p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.2in; font-size:11.0pt; }
p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; }
p.StylecxrilixmlSylfaen, li.StylecxrilixmlSylfaen, div.StylecxrilixmlSylfaen { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.StylecxrilixmlSylfaenChar { }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:9.0pt; }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება
№37
2004 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშო-რისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
5. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, – 0146, უზნაძის ქ. №52.
7. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების განვითარებას, ბავშვისათვის ზრუნვას და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას.
2. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას;
ბ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;
გ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ე) ახორციელებს აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას შესაბამისი ატესტაციის საფუძველზე;
ვ) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში ატესტაციის საფუძველზე აუქმებს საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა) აკრედიტაციას;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიკვიდაციის შესახებ (გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა), უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი საქმიანობის ლიცენზიის გასაუქმებლად;
თ) ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ი) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას;
კ) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას სკოლამდელი აღზრდის, შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში;
ლ) ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართულის (აფხაზეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აფხაზურის) განვითარებას;
მ) ამტკიცებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა, პედაგოგთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა ატესტაციის კრიტერიუმებსა და წესს;
ნ) ამტკიცებს:
– იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღება დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით;
– ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატების ნიმუშებს;
– აკადემიური ხარისხებისა და მათი მინიჭების დებულებას;
– უცხოეთის ქვეყნებში მიღებული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატისათვის სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მინიჭების წესსა და პირობებს;
– საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ტიპურ დებულებებს;
ო) ქმნის სასკოლო ოლქებს, განსაზღვრავს სასკოლო ოლქების სამმართველოს სტრუქტურას და ადგენს მის დებულებას; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე-ბობიდან ათავისუფლებს სასკოლო ოლქის ხელმძღვანელს; სასკოლო ოლქის სამმართველოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს განათლების განყოფილების ხელმძღვანელს;
პ) შეიმუშავებს წინადადებებს სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) თაობაზე, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
ჟ) მონაწილეობს სამეცნიერო-ტექნოლოგიური სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობაში, აანალიზებს საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული მეცნიერების სტრუქტურას, განსაზღვრავს სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს;
რ) განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრისათვის აწარმოებს შრომის ბაზრის კვლევასა და სპეციალისტთა მონაცემების პროგნოზირებას;
ს) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ტ) უზრუნველყოფს პედაგოგიური კადრების ატესტაციას;
უ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;
ფ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 3🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;
ე) წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულები-სათვის;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის;
ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;
ნ) ამტკიცებს:
– სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
– საშუალო პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებელთა სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისიების შემადგენლობას;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. მოადგილეთა შორის ფუნქციებს მინისტრი ანაწილებს ბრძანებით.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
მუხლი 4🔗. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ერთეულებია:
ა.ა) კანცელარია;
ა.ბ) კომუნიკაციების დეპარტამენტი;
ა.გ) ომბუდსმენის სამსახური;
ა.დ) გენერალური ინსპექცია;
ა.ე) დავებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დეპარტამენტი;
ა.ვ) პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტი;
ა.ზ) იურიდიული დეპარტამენტი;
ა.თ) საერთაშორისო ინტეგრაციის დეპარტამენტი;
ა.ი) სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი;
ა.კ) ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტი;
ა.ლ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ა.მ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ა.ნ) ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტი.
ბ) ტერიტორიულ ორგანოებს;
გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს:
გ.ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
გ.ბ) ენის სახელმწიფო პალატა.
დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:
დ.ა) საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი;
დ.ბ) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.
ე) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს.
2. კანცელარია:
ა) უზრუნველყოფს საქმისწამოების ორგანიზაციას;
ბ) ახორციელებს სამდივნოს ფუნქციებს;
გ) ახორციელებს სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების (განცხადებები, წერილები და სხვ.) დახარისხება-დამუშავებას;
დ) შეიმუშავებს მინისტრის სამუშაო გრაფიკს, უზრუნველყოფს მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრების წინასწარ ინფორმირებას;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა მისიების მიღების ორგანიზებას.
3. ომბუდსმენის სამსახური:
ა) განიხილავს სამინისტროში შემოსულ მოქალაქეთა საჩივრებს, განცხადებებს, თანამშრომლების მოხსენებით ბარათებსა და საინფორმაციო საშუალებებით გამოქ-ვეყნებულ ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მედიაციას კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა დარღვევების აღმოფხვრის მიზნით;
დ) ამზადებს რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემაში კონსტიტუციურ უფლებათა განმტკიცების მიზნით და წარუდგენს მინისტრს.
4. გენერალური ინსპექცია:
ა) განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებს, განცხადებებს, თანამშრომელთა მოხსენებით ბარათებს, საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული და ფინანსური დარღვევების შესახებ;
ბ) იკვლევს სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტებისა და საფინანსო დისციპლინის დარღვევების ფაქტებს, აკონტროლებს სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ფინანსების განკარგვისა და მატერიალურ ფასეულობათა გამოყენების მიზნობრიობას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივად განკარგავს ფინანსებს, აკონტროლებს შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენების მდგომარეობას, რეაგირებს სახელმწიფო ქონების დატაცების, დაკარგვისა და დაზიანების ფაქტებზე;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
ე) შემოწმების საფუძველზე მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციებსა და დასკვნებს სამეურნეო საქმიანობისა და საფინანსო დისციპლინის საკითხებზე.
5. დავებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დეპარტამენტი:
ა) იხილავს სამინისტროს სისტემაში წარმოშობილ სამსახურებრივ დავებს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს სისტემაში არსებული დისციპლინური დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომების შესახებ და წარუდგენს მინისტრს შემდგომი რეაგირებისათვის;
გ) შეიმუშავებს სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული და ეთიკური ქცევის პრინციპებს.
6. კომუნიკაციების დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირს;
ბ) ამყარებს კავშირს საერთაშორისო და საზღვარგარეთის სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროსა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის ურთიერთობებს;
დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლას;
ვ) ორგანიზებას უწევს სამინისტროსათვის საჭირო საინფორმაციო მასალის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
ზ) უზრუნველყოფს სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას.
7. პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტი:
ა) გეგმავს სამინისტროს შემდგომი განვითარების მიმართულებებს;
ბ) აწარმოებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების კომპლექსურ ანალიზსა და მათი განვითარების ტენდენციების პროგნოზირებას;
გ) განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მონაწილეობს შრომის ბაზრის კვლევასა და სპეციალისტთა მონაცემების დამუშავებაში;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგსა და მისი ეფექტიანობის შეფასებას;
ე) ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, მონაცემების შეგროვებას, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და მონაცემთა შექმნას.
8. იურიდიული დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
გ) აანალიზებს და შეიმუშავებს სამინისტროს ფუნქ-ციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებს;
დ) წარმოადგენს სამინისტროს სასამართლოში.
9. საერთაშორისო ინტეგრაციის დეპარტამენტი:
ა) წარმართავს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობას;
ბ) შეიმუშავებს უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატისათვის სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მინიჭების წესსა და პირობებთან დაკავშირებულ წინადადებებს;
გ) ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესრულების მიმდინარეობას.
10. ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს უმაღლესი, უმაღლესის შემდგომი და სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო დაწე-სებულებების ლიცენზირებას;
ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო, დაწყებით პროფესიულ, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სააკრედიტაციო სამუშაოებს;
გ) ასრულებს სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის სამუშაოებს;
დ) უზრუნველყოფს აღმზრდელობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა რეესტრის წარმოებას;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიკვიდაციის, აგრეთვე საშუალო პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებელთა სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისიების შემადგენლობის შესახებ და წარუდგენს მინისტრს.
11. სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმების სახელმწიფო სტანდარტებსა და შეფასების ერთიან სტანდარტებს;
ბ) ამზადებს წინადადებებს მიღებული განათლების შემოწმების ერთიანი სისტემის თაობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და აკონტროლებს მის განხორციელებას;
გ) კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღებაც დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით;
დ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებას.
12. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს;
ბ) გეგმავს უცხოური გრანტებისა და კრედიტების მოძიების ღონისძიებებს;
გ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, ინსტიტუციური, სასწავლო, სამეცნიერო გრანტებისა და კრედიტების, აგრეთვე სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფინანსურ მართვას;
დ) წარმართავს სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვას, ადგენს ნაერთ ბალანსს;
ე) ამოწმებს სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციას;
ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;
ზ) გეგმავს და ახორციელებს სამინისტროს შესყიდვებს;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროში საინფორმაციო ტექნოლოგიებით სარგებლობას და ქსელის გამართულ ფუნქციონირებას.
13. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების აღრიცხვას;
ბ) ადგენს სამინისტროს საშტატო ნუსხას და ახორციელებს პოტენციური მოხელეებისა და მოსამსახურეების მოძიებას;
გ) ასრულებს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას;
ე) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებათა მასწავლებლებისა და ადმინისტრატორების კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას;
ვ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, აგრეთვე პედაგოგიური კადრების ატესტაციას;
ზ) ახორციელებს კადრების სამსახურისათვის კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.
14. ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტი:
ა) ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე შვილად აყვანისა და ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის პროცესს;
ბ) შეიმუშავებს ბავშვისათვის ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებს და ზედამხედველობას უწევს პროცესს;
გ) უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში;
დ) ზედამხედველობას უწევს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მუშაობას;
ე) ხელმძღვანელობს სოციალური სამსახურის სრულყოფას და განვითარებას, სოციალური სფეროს მუშაკებისათვის შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგ-რამებს;
ვ) უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთა (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) სოციალიზაციის პროცესს.
მუხლი 5🔗. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოა სასკოლო ოლქი, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) რამდენიმე ერთეულის შესაბამის ტერიტორიას. სასკოლო ოლქის სამმართველო ოლქში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან ქმნის განათლების განყოფილებებს, რომელთა სტრუქტურა და ფუნქციები განისაზღვრება კანონით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტიპური დებულებით.
მუხლი 6🔗. სამინისტროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სააღმზრდელო დაწესებულებები
სამინისტროში იქმნება სამინისტროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სააღმზრდელო დაწესებულებების რეესტრი, რომელშიც წარმოდგენილ იქნება ამ დაწესებულებების სრული ნუსხა, მათი დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.