„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №5 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წალკისმუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №17
2011 წლის 4 მარტი
ქ. წალკა
„წალკისმუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულებ ის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №5 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. შევიდეს ცვლილება „წალკისმუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულებ ის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №5 დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
2. შევიდეს ცვლილება „წალკისმუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულებ ის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №5 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მოისმინოს სამსახურის საქმიანობის სფეროსადმი განკუთვნილი, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ანგარიშები და შეამოწმოს მათი მუშაობა“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე