„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №10 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წალკისმუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №22
2011 წლის 4 მარტი
ქ. წალკა
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებ ის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №10 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №10 დადგენილებ ის დანართში და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით (დანართი: 1 (4 ფურცელი)).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე
დანართი
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული
ორგანოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების აღსრულებას, ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2. ტერიტორიული ორგანო იქმნება წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლი თ განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება გამგეობის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს გამგეობის რწმუნებული, რომლის უფლება-მოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და გამგეობის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.
3. გამგეობის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, რწმუნებულის უფლებამოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე, ან წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი რწმუნებული.
4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი.
5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში
ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ბ) იღებს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსა და გამგეობასთან;
გ) ადგილზე აცნობს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;
დ) აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;
ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში;
თ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ი) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;
კ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს გამგეობის რწმუნებულის მიერ ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;
მ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში
ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში გასაწევი ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ;
ბ) ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ;
გ) კონტროლს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში
ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციების ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ბ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას;
გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსებით დაცვის სფეროში
ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციების ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მუნიციპალური ქონების შექმნის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზებას;
გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვას;
დ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
ე) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობ ას;
ვ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ინფრასტუქტურის განვითარების სფეროში
სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცითი მოწყობის შესახებ;
ბ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის, აგრეთვე სხვა ქალაქმშენებლობითი პროექტების მომზადება/განხორციელებაში;
გ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში, ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე;
ე) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოთა განხორციელებას;
ვ) მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
ზ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის დასაქმების სფეროში, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
დ) მონაწილეობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
თ) კოორდინაციას უწევს კულტურული და სპორტული დაწესებულებების საქმიანობას;
ი) თვალყურს ადევნებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას;
კ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.