„საქართველოს ინფრასტურქტურისა და განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 21.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.040
გამოქვეყნების წყარო სსმ, 60, 14/06/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.05.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ინფრასტურქტურისა და განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 52.05pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №40
2004 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ინფრასტურქტურისა და განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველმყოფი ორგანო, რომელიც შექმნილია საქართველოს კონსტიტუციისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულ სფეროებში.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და დებულების შესაბამისად.
3. სამინისტროს დებულება მტკიცდება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. მას აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და წარწერით: ,,საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო“. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკზე.
6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0108, რუსთაველის გამზ. №12.
მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საქმიანობის მიზანია:
ა) ქვეყნის ურბანული განვითარება და ცხოვრების დონის ამაღლების ხელშეწყობა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ოპტიმიზაციის გზით (ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის ფარგლებში);
ბ) ცხოვრების დონის კუთხით განსხვავებათა შემცირება როგორც ურბანულსა და რურალურ დასახლებებს შორის (ქალაქი-სოფლის კონტინუუმის უწყვეტი სისტემის უზრუნველსაყოფად);
გ) რეგიონების სოცალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და დაბალანსება კომპეტენციის სფეროში;
დ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მისი ხელმისაწვდომობის ზრდის საშუალებით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდა, კერძოდ, მაღალმთიანი რეგიონებისათვის (მოსახლეობის ფართო ფენებისათვის მაღალხარისხოვანი სატელეკომუნიკაციო სერვისის ხელმისაწვდომობა);
ე) საკვანძო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების გზით ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისა და საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
ვ) ინფრასტრუქტურის თითოეული კომპონენტის რენტაბელობისა და ეფექტიანობის გაზრდა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მოდერნიზაცია;
ზ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინვესტიციების გაზრდა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ინფრასტრუქტურის განვითარების გზით;
თ) ქვეყნის ტერიტორიების ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფა ისტორიული ასპექტების, ეკონომიკური აქტივობისა და დასაქმების სტრუქტურის განვითარების თუ ალტერნატიული მოდელების გათვალისწინებით (ბუნებრივი და ანთროპოგენური გარემოს ბალანსისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში);
ი) ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი ფონდის განვითარების ხელშეწყობა.
2. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო თავის მიზნებს განახორციელებს საქმიანობით შემდეგ სფეროებში:
ა) ურბანული განვითარება და სივრცითი მოწყობა (დასახლებათა და ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, განსახლების სისტემები, ქალაქთმშენებლობა, არქიტექტურული საქმიანობა, ქალაქთმშენებლობითი კადასტრი);
ბ) ტრანსპორტი (საავტომობილო, რკინიგზის, საზღვაო, საჰაერო, საბაგირო, სამდინარო, სპეციალური, მილსადენი);
გ) კომუნიკაციები (კავშირგაბმულობა და ფოსტა) და ინფორმატიზაცია;
დ) საცხოვრისი და საქალაქო მეურნეობის განვითარება;
ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები;
ვ) მშენებლობა (სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობა, სამშენებლო ტექნოლოგიები, საინჟინრო ნაგებობები, საშენი მასალები);
ზ) გეოდეზია და კარტოგრაფია.
3. სამინისტროს მონაწილეობით შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკა ხორციელდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი სტრუქტურების, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით.
4. სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ დარგებში ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებაში მონაწილეობა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) სფეროთა შემდგომი განვითარების უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზის სრულყოფა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ინსტიტუციონალური რეფორმების, კონკურენტული გარემოს ფორმირების ხელშეწყობა და საკადრო პოლიტიკის წარმართვა;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა, სახელმწიფოებრივი ინტერესების წარდგენა და დაცვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში ინტეგრირებისა და ინვესტიციების, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვის მიზნით;
ე) ცალკეული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა და მათი განხორციელების მართვა;
ვ) საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და ანალიზი, საერთაშორისო მოლაპარაკების, შეთანხმებების კონცეპტუალური და ორგანიზაციული მომზადება. შესაბამის უწყებებთან ერთად ამ ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა, სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებთან და კონვენციებთან შეერთების შესახებ წინადადებათა მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების უზრუნველყოფა;
ზ) რეგიონთაშორისი საინჟინრო კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა;
თ) გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება, საინვესტიციო პროგრამების, ბიზნეს გეგმების შემუშავების ხელშეწყობა, ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს საფინანსო-საინვესტიციო ორგანიზაციებთან;
ი) გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სოციალურ-ეკონომიკური პროგნოზირება მოკლე და გრძელვადიანი პერიოდისათვის, დარგების ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
კ) დარგების განვითარების ინდიკატორული გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების, კონცეფციების შემუშავება, ექსპერტიზა;
ლ) მოსაზღვრე ქვეყნებთან თანამშრომლობა კომპეტენციათა ფარგლებში სივრცითი მოწყობის, ურბანული და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, დაგეგმარების კოორდინაცია და თანამშრომლობა საზღვრისპირა რეგიონების განვითარების მიზნით;
მ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანზიტო დერეფნის (TRACECA) და საინფორმაციო დერეფნის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ნ) სამეცნიერო-ტექნიკური ურთიერთობების განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; კოსმოსური სივრცის კვლევისა და გამოყენების სფეროში მონაწილეობა;
ო) საინფორმაციო ბანკების, საინფორმაციო სისტემების (მათ შორის გეოგრაფიული) შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარება; საინფორმაციო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურაში საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების დანერგვა;
პ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მართვა;
ჟ) ეროვნული საფოსტო საგადასახადო ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტებისა და მარკირებული ღია ბარათების) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა;
რ) დასახლებათა და სხვა ტერიტორიული ერთეულების განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური) მიწათსარგებლობის დაგეგმარებისა და ზონირების, ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარებისა და ზონირების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და განხორციელების ზედამხედველობა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;
ს) დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის რეგულირება, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, მათი შეთანხმების და/ან დამტკიცების საკითხთა მომზადება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების შემუშავების ანალიზი, წინადადებების მომზადება და პროექტების მომზადების ხელშეწყობა და ორგანიზება;
უ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნებართვების გაცემის, ლიცენზირებისა და სასერტიფიკაციო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფო ექსპერტიზის მეთოდური ხელმძღვანელობა და შენობა-ნაგებობათა საექსპლუატაციოდ მიღებაში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიეტული გამოყენება ან/და მართვა (ფუნქციონირების შეჩერების ჩათვლით) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
ქ) ქვეყნის განსახლების სისტემისა და რეგიონალური დაგეგმარების სქემების შემუშავების ორგანიზება და დაგეგმარების კოორდინაცია.
მუხლი 3🔗. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;
ბ) განახორციელოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული დარგების განვითარების სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვა და შესრულების სათანადო კონტროლი;
გ) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მოითხოვოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამყაროს ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დადოს მათთან ხელშეკრულებები;
ე) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ვ) განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისათვის წარუდგინოს საქართველოს მთავრობას დასაბუთებული წინადადებები საბიუჯეტო დაფინანსების საჭიროების შესახებ;
ზ) დარგობრივი მარეგულირებელი ადმინისტრაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის მიზნით;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამინისტრო ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში საანგარიშგებო, საპროგნოზო და სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა;
ბ) ითანამშრომლოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან;
გ) უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ინფორმირება სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ დარგებში მიმდინარე საქმიანობის შესახებ;
დ) სამინისტრო ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკრაგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის;
გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურების დანიშვნის შესახებ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მის შესრულებას და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
თ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ი) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, ამასთანავე პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს;
კ) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულებას;
ლ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების საქმიანობას, ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
მ) ძალადკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის გამო;
ნ) სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივ ზედამხედველობას აკისრებს პირველ მოადგილეს;
ო) მმართველობის სფეროში საჭიროებისამებრ ქმნის კომისიებს, საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;
პ) კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს;
ჟ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
რ) წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ს) ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სატრანსპორტო ადმინისტრაციების თავმჯდომარეთა კანდიდატურებს;
ტ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ფარგლებში;
უ) ახორციელებს მოქალაქეთა მიღებას.
4. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი მოადგილე.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
7. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
8. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
მუხლი 5🔗. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემას შეადგენენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები, ასევე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) კავშირგაბმულობის, ფოსტისა და ინფორმატიზაციის ადმინისტრაცია;
ბ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
გ) მთავარი არქმშენზედამხედველობა;
დ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი.
3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) ცენტრი ,,საქსოფლპროექტი“;
ბ) ,,თბილსახავტოგზაპროექტი“;
გ) ,,საბინაო და საქალაქო მეურნეობის დაპროექტების ინსტიტუტი“;
დ) ,,ჰაბიტატ-ჯორჯია“;
ე) „თბილარქთეორია“;
ვ) ცენტრი ,,საქნაპირდაცვა“;
ზ) „მშენებელი“;
თ) ფოთის საზღვაო ნავსადგური;
ი) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი;
კ) კოსმოსური კვლევების სააგენტო;
ლ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯი;
მ) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობა;
ნ) TRACECA-ს ეროვნული მდივნის აპარატი.
მუხლი 6🔗. სამინისტროს სტრუქტურა
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ე) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი;
ვ) კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის დეპარტამენტი;
ზ) საცხოვრისის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) ურბანული განვითარებისა და სივრცითი მოწყობის პოლიტიკის დეპარტამენტი;
ი) ურბანული განვითარების, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის ადმინისტრირებისა და კოორდინაციის დეპარტამენტი;
კ) საფინანსო სამმართველო.
2. პოლიტიკის ანალიზის დეპატამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანალიზი, პროგნოზირება, რეკომენდაციების შემუშავება, განვითარების ინდიკატორული გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული დარგების მომსახურების შიდა და გარე ბაზრების შესწავლა, ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა;
გ) ეკონომიკური ანალიზი, საბაზრო ურთიერთობათა თავისებურებების გათვალისწინებით დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების რეზერვების ძიება და მათი ამოქმედების შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
დ) შიდა და გარე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ბაზრის შესწავლა და პროგნოზირება, ალტერნატიული მიმართულებების შემუშავება და მათი ეკონომიკური დასაბუთება;
ე) ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეფორმების, პრივატიზაციისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) ინფრასტრუქტურის დარგების ფუნქციონირებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა და კოორდინაცია;
ზ) დარგობრივი პოლიტიკის დეპარტამენტებთან ერთად საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების დადგენილი წესით ანგარიშგების ანალიზი.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება და მოძრაობა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის დავალებების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი;
გ) სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება;
დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან ერთად სამინისტროში საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციებისა და სხვა მისიების მიღების საორგანიზაციო საკითხების გადაწვეტა, მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ე) ქვეყანაში სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და მისი ფორმირების ხელშეწყობის ორგანიზება;
ვ) სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფის განხორციელება;
ზ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული მუშაობის საზოგადოებისათვის გაცნობა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ი) შესაბამის დეპარტამენტთან ერთად ოფიციალური დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის თარგმნის უზრუნველყოფა;
კ) საკადრო საკითხების რეგულირების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის (შენობების) საექსპლუატაციო პირობების შექმნა;
მ) სამინისტროს ოპერატიული შეტყობინების რეგლამენტის შემუშავებისა და შესრულების, სადისპეტჩერო მომსახურების უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს აპარატის თანამშომელ სახელმწიფო მოხელეთა მიერ შრომის დისციპინის დაცვის ზედამხედველობა და, აუცილებლობის შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შესახებ შესაბამისი ქვედანაყოფისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეთანხმებული წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა;
ო) სამინისტროს კომპეტენციის სფეროში ერთიანი საკადრო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინირება, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ფორმირება და ყველა სამუშაო ადგილის მოვალეობათა სამსახურებრივი ინსტრუქციებით უზრუნველყოფა, საკვალიფიკაციო სწავლებისა და გადამზადებისათვის, ასევე წახალისებისა და დაჯილდოებისათვის მოთხოვნების ჩამოყალიბება და მათი შესრულების კოორდინირება.
4. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
გ) კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) სამინისტროს სისტემაში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება, მისი შემდგომი განვითარება და სრულყოფა;
ე) მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათი ექსპერტიზა და ვიზირება;
ვ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა (ორმხრივი, მრავალმხრივი) დადების მიზანშეწონილობის სამართლებრივი დასაბუთება;
ზ) სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამინისტროს წარმომადგენლობა;
თ) დარგში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ი) ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა განხორციელების მონიტორინგი; სამართლებრივი აქტების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.
5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშრისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ბ) საინვესტიციო კაპიტალის, გრანტების მოზიდვის, საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირების ხელშეწყობა;
გ) საერთაშორისო (კერძოდ, რეგიონალური) ხელშეკრულებებისა და პროექტების შესრულების კოორდინირება, მათი განხორციელების მონიტორინგი;
დ) საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა დაგეგმვა და მომზადება, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მისი გამოყენების თვალსაზრისით რეკომენდაციათა შემუშავება;
ე) მინისტრის მოხსენებებისა და გამოსვლების, სხვა ოფიციალური აქტებისა და ინფორმაციულ-ანალიტიკური მასალების მომზადება; ოფიციალური დოკუმენტაციის თარგმნა (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ქართულ ენებზე) შესაბამისი რეზოლუციის საფუძველზე;
ვ) საერთაშორისო აქტებთან საქართველოს შეერთებისა და მათი რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ზ) ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად სამინისტროში საზღვრგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციებისა და სხვა მისიების მიღების საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა.
6. ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სატრანზიტო სისტემების განვითარების ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად;
გ) თანამშრომლობა TRACECA-ს ეროვნული სამდივნოსა და სამთავრობათაშორისო კომისიასთან;
დ) საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების ექსპერტიზა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზისა და დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ვ) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა;
ზ) ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) დარგების, აგრეთვე კომპეტენციის ფაგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავების ორგანიზება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ი) სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა ფორმირება, ტრანსპორტის სფეროში სტანდარტიზების პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
კ) ტრანსპორტის სფეროში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება კანონით დადგენილი წესით.
7. კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ეროვნული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის, კონცეფციისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული ქსელებისა და ინტერნეტის ჩამოყალიბება-განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების დანერგვის ხელშეწყობა; მართვის თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიების პრინციპების დამკვიდრება;
დ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების განვითარების სტრატეგიისა და პრიორიტეტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) ეროვნული საფოსტო საგადასახადო ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტებისა და მარკირებული ღია ბარათების) გამოცემის ორგანიზება;
ვ) ნუმერაციის ერთიანი სისტემის შექმნის, რადიოსიხშირული სპექტრის დანაწილებისა და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენების კოორდინაცია;
ზ) ქვეყანაში საინფორმაციო ნაკადების პროგნოზირებასა და მონაცემთა ბაზების შექმნაში მონაწილეობა;
თ) სამამულო სატელეკომუნიკაციო საქმიანობის მსოფლიო გლობალურ სატელეკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა;
ი) კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით.
8. ურბანული განვითარებისა და სივრცითი მოწყობის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის (დასახლებათა და ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, განსახლების სისტემა, არქიტექტურული საქმიანობა) პოლიტიკის შემუშავება;
ბ) გლობალურ, რეგიონალურ და ნაციონალურ პროგრამებთან და პროექტებთან თანამშრომლობა;
გ) ურბანული განვითარებისა და სივრცითი მოწყობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებების და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადება;
დ) ურბანული კვლევის პოლიტიკის განსაზღვრა, კვლევების ორგანიზება და ხელშეწყობა;
ე) სახელმწიფო ავტონომიური და ადგილობრივი მმართველობის, ასევე თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა ურბანული განვითარების ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში, დაგეგმარების დოკუმენტების მომზადებასა და არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებაში;
ვ) განსახლებისა და ურბანული განვითარების სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამების და პროექტების, განსახლებისა და რეგიონალური (რაიონული) დაგეგმარების სქემების შემუშავების ორგანიზება და დაგეგმარების კოორდინაცია;
ზ) საქართველოს დასახლებათა ტერიტორიების განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური), ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
თ) დაგეგმარებისა და სხვა საპროექტო დოკუმენტების შეთანხმების და/ან დამტკიცების საკითხების მომზადება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული დოკუმენტებისა;
ი) ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შექმნის წინაპირობების უზრუნველყოფა.
9. საცხოვრისის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის, მშენებლობის (სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობა, სამშენებლო ტექნოლოგიები, საინჟინრო ნაგებობები) განვითარების ხელშეწყობა, პოლიტიკის ფორმირება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
ბ) საცხოვრისის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება;
გ) საერთშორისო გლობალურ, რეგიონალურ და ნაციონალურ პროგრამებთან და პროექტებთან თანამშრომლობა;
დ) კანონმდებლობის, კერძოდ, ნორმებისა და წესების ანალიზი, წინადადებების და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადება;
ე) ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, ასევე თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა საცხოვრისის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის სფეროში ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში;
ვ) სამშენებლო-საინჟინრო საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
ზ) სამშენებლო-საინჟინრო საპროექტო დოკუმენტების შეთანხმების და/ან დამტკიცების საკითხების მომზადება სამინისტროს კომპეტენციათა სფეროში, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული დოკუმენტებისა.
10. ურბანული განვითარების, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის ადმინისტრირებისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ავტონომიური, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, საცხოვრისის, მშენებლობის საქალაქო მეურნეობის სფეროებში;
ბ) მშენებლობისა და საბინაო კომუნალური დარგის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების განხორციელების კოორდინირება;
გ) ქალაქთმშენებლობითი და სხვა საპროექტო დოკუმენტების აღრიცხვა/რეგისტრაცია და ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შექმნის ხელშეწყობა და არქივირება;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მშენებლობის დარგში პროფესიული წვრთნისა და გადამზადების პროგრამების მომზადება;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული სამშენებლო პროექტების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;
ვ) შენობა-ნაგებობათა საექსპლუატაციოდ მიღებაში მონაწილეობა;
ზ) ლიცენზირების, ნებართვების გაცემისა და სასერტიფიკაციო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა;
თ) სახელმწიფო ექსპერტიზის მეთოდური ხელმძღვანელობა;
ი) ურბანული განვითარების, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის ადმინისტრირებისა და კოორდინაციის სფეროში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დადგენილი წესით ანგარიშგების კოორდინირება.
11. საფინანსო სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ბიუჯეტის შემუშავების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმართვა;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და მათი საქმიანობის საფინანსო კონტროლი დადგენილი წესით;
დ) საფინანსო პოლიტიკის კოორდინირება საბაზრო ურთიერთობათა თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხლი 7🔗. ტერიტორიული ორგანოები
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) კახეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
ბ) იმერეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
დ) შიდა ქართლის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
ე) ქვემო ქართლის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
ვ) გურიის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
ზ) მცხეთა-მთიანეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
თ) სამცხე-ჯავახეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
ი) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
კ) სამინისტროს წარმომადგენელი კოდორის ხეობაში.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. მინისტრის სათათბირო ორგანოა სათათბირო საბჭო. მის შემადგენლობაში შედიან: მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, აგრეთვე მოწვეული ექსპერტები. სათათბირო საბჭოს წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
2. მინისტრს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი საქმიანობის წესი.
3. კომისია/საბჭო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის/საბჭოს ამოცანები, თავმჯდომარე (საბჭოების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დაფინანსების წყარო (მისი არსებობის შემთხვევაში) და მომსახურე სტრუქტურული ერთეული და ქვედანაყოფი.
4. კომისიის წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. კომისიის მუშაობაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
5. თუ კომისიის თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან, ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს კომისიის მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
6. კომისია უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.
7. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ კომისიის შექმნისას სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
მუხლი 9🔗. სამინისტროს ქონება
სამინისტროს ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და საფინანსო რესურსები.
მუხლი 10🔗. მინისტრის მრჩევლები
1. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს. მრჩევლები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
2. მრჩევლების მოვალეობანი განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 11🔗. სამინისტროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
სამინისტროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.