„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის N152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №36
2011 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 1 ნოემბრის №152 ბრძანებით (სსმ III, 01.11.2010,№141, მუხ. 2030) დამტკიცებული დანართ ი№1-ის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| N | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | დირექტორი | 2280 | 2050 | 1845 |
| 2 | დირექტორის პირველი მოადგილე | 1680 | 1515 | 1360 |
| 3 | დირექტორის მოადგილე | 1400 | 1260 | 1135 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 1080 | 980 | 890 |
| 5 | კანცელარიის უფროსი | 960 | 880 | 810 |
| 6 | კადრების უფროსი | 960 | 880 | 810 |
| 7 | უფროსი ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 8 | ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 9 | სპეციალისტი | 685 | 640 | 600 |
| 10 | კონტროლის უფროსი ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 11 | კონტროლის ინსპექტორი | 600 | 565 | 530 |
| 12 | კონტროლიორი | 530 | 505 | 480 |
| 13 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 14 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 685 | 640 | 600 |
| 15 | სოციალური მუშაკი | 685 | 640 | 600 |
| 16 | ფსიქოლოგი | 685 | 640 | 600 |
| 17 | ბიბლიოთეკის გამგე | 480 | 455 | 430 |
| 18 | ბუღალტერი | 780 | 725 | 675 |
| 19 | საწყობის გამგე | 840 | 780 | 725 |
| 20 | სასადილოს გამგე | 480 | 455 | 430 |
| 21 | ტექნიკური მუშაკი | 600 | 565 | 530 |
| 22 | არქივარიუსი | 600 | 565 | 530 |
| 23 | დამლაგებელი | 400 | 350 | 280 |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე