„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4712
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.001.002.819
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 22/05/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასარგებლო წიაღისეულის და დაცული ტერიტორიის, წიაღით სარგებლობის ობიექტებზე მიწის მინაკუთვნის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საზღვრებში, აგრეთვე საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საზღვრებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ ზონებში სახელმწიფო მიწა იჯარით გაიცემა მხოლოდ შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით და შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომ-ლებიც სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის არსებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე შეუძლიათ დააწესონ ამ უწყებებმა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 მაისი.

№4712–Iს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2007.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4712. სარეგისტრაციო კოდი — 370.020.000.05.001.002.819.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე, №4712, 08.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.001.002.819 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1228/