“საქართველოს შავიზღვისპირეთის განვითარების გენერალური სქემის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ„„

მიღების თარიღი 27.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 03/06/2004
matsne.gov.ge 503 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს შავიზღვისპირეთის განვითარების გენერალური სქემის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ„„ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.8pt 42.5pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 2004 წლის 27 მაისი ქ. თბილისი საქართველოს შავიზღვისპირეთის განვითარების გენერალური სქემის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა შექმნა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რეგიონის – შავიზღვისპირეთის ინტეგრირებული მართვის წინაპირობები. შავიზღვისპირა ზონის მდგრადი განვითარება უნდა დაეყრდნოს ერთიანი სივრცით-გეგმარებითი ხედვის, სექტორული პოლიტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანათა ინტეგრირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 1. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ (თ. სულუხია) 2004 წლის დამტკიცებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – ,,საქართველოს დასახლებების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება“ – ფარგლებში მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ქალაქების ბათუმისა და ქობულეთის განვითარების გენერალური სქემის, ხოლო 1 ნოემბრამდე – ,,შავიზღვისპირეთის განვითარების გენერალური სქემის” დამუშავება. 2. ,,შავიზღვისპირეთის განვითარების გენერალური სქემის“ სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს ,,შავი ზღვის ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემის“ დამუშავება. 3. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ,,შავიზღვისპირეთის განვითარების გენერალური სქემის“ სამუშაოთა საპროექტო დავალების შემუშავება 2004 წლის 5 ივნისამდე შავიზღვისპირეთში არსებული ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორებისა და განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით. 4. ამ დადგენილების პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ სამუშაოთა პრიორიტეტულობისა და გადაუდებლობის გამო უფლება მიეცეს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ,,შავიზღვისპირეთის განვითარების გენერალური სქემისა“ და ქალაქების ბათუმისა და ქობულეთის განვითარების გენერალური სქემის სამუშაოები დაუკვეთოს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით. 5. ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელებისას მხედველობაში იქნეს მიღებული მსოფლიო ბანკის ,,სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტის“ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები. 6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (თ. ლებანიძე) უზრუნველყოს მსოფლიო ბანკის ,,სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროქტის“ მიერ ,,შავიზღვისპირეთის განვითარების გენერალური სქემის“ შემუშავების პროცესში თანამშრომლობა და წარმოადგინოს წინადადებები ნაპირსამაგრ სამუშაოთა დაფინანსების შესახებ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის მიზნით. 7. სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა და შესაბამისმა უწყებებმა ხელი შეუწყონ ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნულ სამუშაოთა შესრულებას. 8. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ. 9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი               ზ. ჟვანია