"ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.136.016052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110307075, 22/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2011 წ ლის 25 თებერვალი

დ. ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების ა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების ა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №54 დადგენილებაში (სსმ, №72, 31.12.2010 წ., გვ. 417-419) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „წარმოდგენილი ინსტრუქცია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს“.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

3. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის დღიდან თავისუფლდებიან ლატარიასთან დაკავშირებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან“.

4. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი.

5. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე          ნ. თავართქილაძე