„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №26 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადაგენილება №8
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №26 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №26 დადგენილებით (სსმ V,29.11.2010 წ., №56, მუხ.1657) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
დებულების მე-3 თავს დაემატოს 41 და 42 მუხლები:
„მუხლი41 . სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
3. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა გადაწყვეტილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
4 მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
6. დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საურავის დაკისრების შესახებ.
7. უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;
ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
გ) პროექტის შემთახმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
8. თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.
9. შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება – დასკვნის სახით. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
10. ამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
11. ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასკვნის სახით წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარისათვის მიმართვის შესახებ.
12. საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის მიმართვის საფუძველზე იღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.
13 .საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კანონითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
14. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დაინტერესებულ მხარეს.
15. სამართალდარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით.
16. თუ ვერ ხერხდება გადაწყვეტილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დასკვნის, სამართლებრივი აქტის გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებულ ობიექტის თავლსაჩინო ადგილზე, თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ) მშენებლობის ტერიტორიის შემოფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლის – ბინის მთავარი შესასვლელი.
18. ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება კანონით.
19. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;
ბ) მშენებლობის შეჩერების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას;
გ) დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;
დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
ე) საეტაპო ომის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
ვ) მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია.
მუხლი 42. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის
1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, დამრღვევს დაერიცხა საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
3. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან:
ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;
ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.
4. ამ დებულებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული პირები ჯარიმდებიან წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით.
მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია