ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N17 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.114.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110307096, 22/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2011 წლის 28 თებერვალი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №17 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმ ით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების  დამადასტურებელი  ოქმების (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,საკრებულომ დაადგინა:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №17 დადგენილების – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების  დამადასტურებელი  ოქმების (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 11 ივლისის №129 დადგენილება – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ და 2010 წლის 25 ნოემბრის №15 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის  (ხელშეკრულება) ფორმის დამტკიცების შესახებ“.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №17 დადგენილებით – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების  დამადასტურებელი  ოქმების (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული დანართების ტექსტში სიტყვები „სამეწარმეო რეესტრი“ შეიცვალოს  სიტყვებით „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი“.

3. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      ა. ხუნდაძე