ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2011
ძალის დაკარგვა 16.01.2012
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110307102, 21/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,828 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2011 მიღება
16.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:150%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:LitNusx;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:"Без интервала1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.msonormalcxspmiddle, li.msonormalcxspmiddle, div.msonormalcxspmiddle {mso-style-name:msonormalcxspmiddle; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.msonormalcxspmiddlecxspmiddle, li.msonormalcxspmiddlecxspmiddle, div.msonormalcxspmiddlecxspmiddle {mso-style-name:msonormalcxspmiddlecxspmiddle; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 39.8pt 42.55pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2011 წლის 25 თებერვალი       ქ. ხობი      ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“, თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 სექტემბრის №131 დადგენილება.  3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                              მ. ჭოხონელიძე დანართი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, საინფორმაციო, სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გამგეობის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობათა შესრულებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. 3. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი. 4. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. თავი II სამსახურის საქმიანობა     მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოება; ბ) უზრუნველყოს გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი ანოტირება, სარეკვიზიტო და დოკუმენტური გაფორმება, ადრესატისადმი გადაცემა, კორესპონდენციის გადაგზავნა, საარქივო მასალების ანოტირება და არქივის წარმოება; გ) გააფორმოს და აღრიცხოს მიღებულ დოკუმენტებზე გამგეობის თანამდებობის პირთა დავალებები და გადასცეს შემსრულებლებს, გააკონტროლოს კორესპონდენციის განსახილველად მომზადება და მოძრაობა, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვა; დ) გააფორმოს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებლო, საპენსიო და სხვა დოკუმენტები; ე) აწარმოოს სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების სისტემატიზაცია, აღრიცხვა და შენახვა; ვ) უზრუნველყოს გამგებლის თათბირების ოქმების წარმოება და გაფორმება, გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარი იურიდიული ექპერტიზა; შეადგინოს და გასცეს დასკვნები პროექტებზე; ზ) უზრუნველყოს გამგეობის სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა; თ) საკონსულტაციო-სამართლებრივი დახმარება გაუწიოს გამგეობის სამსახურებსა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებს; ი) წარმოადგინოს გამგეობის ინტერესები სასამართლოში; კ) უზრუნველყოს გამგებლის, გამგეობის სამსახურების ურთიერთობა საკრებულოსთან და მუნიციპალიტეტში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებთან; ლ) შეისწავლოს და გააანალიზოს მუნიციპალიტეტში შემავალ ტერიტორიულ ორგანოთა მუშაობის საკითხები; მ) აწარმოოს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დოკუმენტების, პირადი საქმეების გაფორმება და აღრიცხვა; ნ) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენა, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდება; ო) უზრუნველყოს საზოგადოების განწყობილებისა და სოციალური მდგომარეობის რეალური სურათის გამოვლენა, საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო და ქმედითი კავშირის დასამყარებლად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ასოციაციების მუშაობაში და სხვა ღონისძიებებში; პ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ამსახველ მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, ვიდეოთეკის, ფოტოთეკის შექმნა; ჟ) განახორციელოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; რ) უზრუნველყოს პრესკონფერენციების, ბრიფინგების და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ს) შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები. თავი III სამსახურის სტრუქტურა     მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.     მუხლი 5🔗. საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენას, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას; ბ) საზოგადოების განწყობილებისა და სოციალური მდგომარეობის რეალური სურათის გამოვლენას, საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო და ქმედითი კავშირის დასამყარებლად საზოგადოებრივი ასოციაციების მუშაობაში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას; გ) საინფორმაციო კამპანიის წარმართვისათვის საჯარო მოსმენების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, დისკუსიების, კონსულტაციების მოწყობას და საზოგადოებისაგან ზეპირი და წერილობითი წინადადებების მიღებას; დ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე საქმიანობის, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დროულად გავრცელებას; ე) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო მომსახურებისა და საინფორმაციო ბაზის და მუნიციპალიტეტის საქმიანობის ამსახველ მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, ვიდეოთეკის შექმნას; ვ) ცენტრალური და რეგიონალური პრესის, ქართული და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების სატელევიზიო და რადიომასალების შეგროვებას და ანალიზს; ზ) სპეციალური საინფორმაციო მასალების (ბიულეტინების) გამოშვებას მედიისათვის და საზოგადოებისათვის; თ) ადგილობრივი ხელმძღვანელი პირების ინტერვიუების მომზადებას მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ; პრესრელიზების, შეტყობინებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების ადგილობრივი და რეგიონალური მედიისათვის მომზადებას. პრესაში განთავსებული პუბლიკაციების, რადიოსა და ტელევიზიაში გასული ინფორმაციების პერიოდულ მონიტორინგს; ი) გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება თავისი საქმიანობის ფარგლებში, არსებული ნორმატივებისა და გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს გამგეობის თანამდებობის პირთა, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვასა და რაციონალურ გამოყენებას; ბ) ახორციელებს ადმინისტრაციული შენობების მოვლისა და დაცვის, კომუნიკაციების, განათების, სატელეფონო ქსელის, გათბობისა და სხვა სისტემების მოვლა-პატრონობის, სისუფთავის, სანიტარიული მდგომარეობისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით ღონისძიებებს; გ) აწესრიგებს გამგეობის თანამშრომელთა სამუშაო პირობებს, ზრუნავს მათი მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვისათვის; დ) უზრუნველყოფს გამგეობის თანამშრომლების მოთხოვნით მატერიალურ ფასეულობათა დროულ მიწოდებას; შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას; ე) ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საჭიროებაზე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზს; ვ) აანალიზებს წლის განმავლობაში გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ფასეულობების ანალიზს და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით გამგეობის შესაბამის სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი IV სამსახურის მართვა     მუხლი 7🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1.  სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.     მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი: ა) უძღვება სამსახურის საქმიანობას; ბ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; გ) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; დ) შეიმუშავებს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობათა განაწილებას; ე) ამზადებს გამგეობის შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) ხელს უწყობს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარებას; ზ) ხელს უწყობს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის მოწყობას და ჩატარებას; თ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური წახალისების დაკისრების შესახებ; ი) კონტროლს უწევს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის მოთხოვნების შესრულებას; კ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს და საკანცელარიო შტამპებს; ლ) ამოწმებს ხელმოწერითა და ბეჭდით დოკუმენტების ასლებს; მ) ამოწმებს გამგეობაში მოვლინებული მოქალაქეების სამივლინებო ბარათებს. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.     მუხლი 9🔗. სამსახურის სტრუქტრული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი 1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.     2.  განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე; ვ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ზ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; თ) აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3.  განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4.  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე. თავი V საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები     მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებითა და გარანტიებით.     მუხლი 11🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.     მუხლი 12🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. თავი V დასკვნითი დებულებანი     მუხლი 13🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.