ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2011
ძალის დაკარგვა 01.08.2014
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110307105, 21/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,711 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2011 მიღება
01.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:150%; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; } span.MsoPageNumber {} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:150%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BodyText2Char { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.1, li.1, div.1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.msonormalcxspmiddle, li.msonormalcxspmiddle, div.msonormalcxspmiddle { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.msonormalcxspmiddlecxspmiddle, li.msonormalcxspmiddlecxspmiddle, div.msonormalcxspmiddlecxspmiddle { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } p.10, li.10, div.10 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:105%; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2011 წლის 25 თებერვალი ქ. ხობი    ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“, თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 მაისის №38 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 მ. ჭოხონელიძე დანართი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, სასპორტო ინფრასტრუქტურების ობიექტების განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას. 2. სამსახურს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი. 3. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინაშე. თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის საქმიანობა მოიცავს კულტურის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს.     მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; გ) განათლების, სკოლამდელი და სკოლის გარეშე სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება გამგებელთან წარსადგენად; დ) კულტურულ- საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება გამგებელთან წარსადგენად; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდის და სკოლის გარეშე საგანმანათლებლო, სახელოვნებო-სამუსიკო დაწესებულების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, ახალგაზრდული და სპორტის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაზე ზრუნვა; ვ) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის გამგებელთან წინადადებების წარდგენა; ზ) სკოლამდელი გაერთიანების დაწესებულებებში ბავშვთა კვების ნორმების დაცვის ხელშეწყობა; თ) კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალერი, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, ღონისძიებების დაგეგმვა; ი) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია; კ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული , არქეოლოგიური , ეთნოლოგიური და ა.შ) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია; ლ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია; მ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა, საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვის ხელშეწყობა; ნ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა; განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა; ო) სამსახურის სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარება, ადგილობრივი სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, კონცერტების, გამოფენა-გაყიდვების მოწყობა-ორგანიზება.     მუხლი 5🔗. სამსახურის კომპეტენცია სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით; ბ) ქმნის პირობებს საქართველოს და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის; ხელს უწყობს საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას; გ) უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკაშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მათგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზებული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები გამგებელთან შეთანხმებით. თავი III. სამსახურის მართვა     მუხლი 6🔗. სამსახურის შემადგენლობა და მართვა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისა და სამსახურის სხვა საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსის ფუნქციები 1. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროების წინაშე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე. გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებითა და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ვ) უზუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას. გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.     მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსის ფუნქციები 1. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ვ) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.     მუხლი 9🔗. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა; ბ) საბავშვო და ახალგაზრდული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და სხვა პირების ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერა; გ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა მხარდაჭერა და ამ მიზნით პროგრამების შემუშავება; დ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწყვეტი სახელოვნებო საბაზო და საშუალო-პროფესიული განათლებისთვის ხელშეწყობა; ე ) სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი შემოქმედებითი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებისთვის ზრუნვა; ვ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა; ზ ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროს აღორძინებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; თ ) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა; ი ) სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა; კ ) მასობრივ-გამაჯანსაღ ებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი გეგმის შემუშავება და მათი მოწყობის კოორდინაცია; ლ) სპორტის ეროვნული სახეობების განვითარებაზე ზრუნვა.     მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებლივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეთა უფლებებით და გარანტიებით.     მუხლი 11🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) დაიცვან დადგენილი შრომის შინაგანაწესი; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.     მუხლი 12🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. თავი IV. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 13🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.