ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2011
ძალის დაკარგვა 01.08.2014
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016021
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110307106, 21/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,598 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2011 მიღება
01.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:150%; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; } span.MsoPageNumber {} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:150%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BodyText2Char { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.1, li.1, div.1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.msonormalcxspmiddle, li.msonormalcxspmiddle, div.msonormalcxspmiddle { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.msonormalcxspmiddlecxspmiddle, li.msonormalcxspmiddlecxspmiddle, div.msonormalcxspmiddlecxspmiddle { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:105%; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2011 წლის 25 თებერვალი   ქ. ხობი                                                                                                                                                                                                      ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის , საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების ს ამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა   და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 მაისის  №39 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         მ. ჭოხონელიძე დანართი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის , საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას, მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა, ვეტერანთა და ლტოლვილთა სოციალური დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას. 2. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.     მუხლი 2🔗.  სამსახურის საქმეების სამართლებრივი საფუძვლები   სამსახურის საქმეების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გამგეობის დებულება, ეს დებულება და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.     მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვა, დაცვა, დამტკიცებული სახელმწიფო ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა. დადგენილი ფორმით ინფორმაციის წერილობითი ანალიზი და მისი მიწოდება ზემდგომი უწყებებისათვის; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოახდინოს შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდება; გ)  ჯანმრთელობის დაცვის სფეროში: გ.ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და მათი განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; გ.ბ) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. გ.გ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; გ.დ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება; გ.ე) მოსახლეობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პირველადი სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სამედიცინო-სოციალური დახმარებების ღონისძიებათა ორგანიზება; გ.ვ) სამედიცინო დაწესებულებათა მოვლა-პატრონობის, რემონტისა და რეკონტრუქციის ორგანიზება; გ.ზ) ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა; გ.თ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა; დ) შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში: დ.ა) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების  დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება; დ.ბ)  თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე ხელშეწყობა; დ.გ) სამზრუნველო ქსელის  განვითარება, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; დ.დ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; დ.ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; დ.ვ) ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის  შესახებ; დ.ზ) შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება. ე) ლტოლვილთა  და ვეტერანთა სფეროში: ე.ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების ზუსტი აღრიცხვა; ე.ბ) მონიტორინგის ჩატარება ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის მიზნით; ე.გ) ლტოლვილთა  დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ე.დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უზრუნველყოფა, ამ მიზნით საგანმანათლებო და ჯანდაცვის დაწესებულებებში სათანადო მონიტორინგის განხორციელება; ე.ე) ვეტერანთა აღრიცხვის, მათი უფლებების დაცვის, კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების განსახორციელებლად მონიტორინგის ჩატარება და შედეგების გაანალიზება; ე.ვ) ლტოლვილთა  და ვეტერან მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.     მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობანი სამსახურის უფლებები და მოვალეობებია: ა) შეიმუშაოს წინადადებები და დასკვნები თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების გახსნის, გაუქმებისა და რეორგანიზაციის შესახებ; ბ) მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში განახორციელოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების მიერ პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის მონიტორინგი; გ) მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო საქმიანობის უფლებამოსილების საკითხებზე; საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს  საკითხი მათი სამედიცინო საქმიანობის ნებართვის შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით; დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და  დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, სხვა დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.     მუხლი 5🔗.  სამსახურის საქმიანობის  ორგანიზაცია და მართვა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) აწესრიგებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ბ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის გადაცემულ სახელმწიფო ქონებაზე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან ერთ-ერთი საჯარო მოხელე.     მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება.  2. ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილების ამოცანებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები ლტოლვილების ზუსტი აღრიცხვა; ბ) მონიტორინგის ჩატარება ლტოლვილთა  საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის მიზნით; გ) ლტოლვილთა დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; დ) ლტოლვილი  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უზრუნველყოფა; ამ მიზნით საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებში სათანადო მონიტორინგის განხორციელება; ე) ვეტერანთა აღრიცხვის, მათი უფლებების დაცვის, კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების განსახორციელებლად მონიტორინგის ჩატარება და შედეგების გაანალიზება; ვ) ლტოლვილთა  და ვეტერან მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვა და შესაბამისი წინადადებების გამგებლისთვის წარდგენა.     მუხლი 7🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი 1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვენელობას; ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და სამუშაო გეგმას; დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის  მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას; ვ) აუცილებელ პირობებს უქმნის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს მათი ფუნქციური მოვალეობების  შესრულებისათვის; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებლივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეთა უფლებებით და გარანტიებით.     მუხლი 9🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ვალდებულებანი. ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის  შემთხვევაში  დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ)  დაიცვან დადგენილი შრომის შინაგანაწესი; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.     მუხლი 10🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.     მუხლი 11🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.