ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 25.02.2011
ძალის დაკარგვა 22.04.2013
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110307109, 21/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:150%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";}
span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:LitNusx;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.1, li.1, div.1 {mso-style-name:"Без интервала1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.msonormalcxspmiddle, li.msonormalcxspmiddle, div.msonormalcxspmiddle {mso-style-name:msonormalcxspmiddle; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.msonormalcxspmiddlecxspmiddle, li.msonormalcxspmiddlecxspmiddle, div.msonormalcxspmiddlecxspmiddle {mso-style-name:msonormalcxspmiddlecxspmiddle; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 {mso-style-name:"List Paragraph1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:105%; font-size:11.0pt; font-family:"Cambria","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N31
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის
სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2011
წლის 10 მაისის დადგენილება
№39
- ვებგვერდი, 20.05.2011წ.
დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. სამსახური შექმნილია „
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გამგეობის დებულების საფუძველზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, „
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონით, „
ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონით, „
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი
.
5. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტს. იგი უფლებამოსილია იყოს მოსარჩელე, მოპასუხე და მესამე პირი სასამართლოში.
6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
7. სამსახურის მისამართია:
ქ. ხობი, ცოტნე
დადიანის ქ.
№189
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი უფლება-მოვალეობანი
სამსახურის კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა
და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗
. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება:
ა) მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;
ბ) ქალაქ
ხობის და მუნიციპალიტეტის სოფლების გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;
გ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე;
დ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე;
ე) მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.
2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), აგრეთვე დასახლებათა დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
გ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე,
შენობა-ნაგებობის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა ჯიხურებისა და ჭების, კომუნალური მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;
ე) გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული კონსტრუქციების განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
ზ) ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, „
ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი ზომების განხორციელება;
ი) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;
კ) გარემოს დაცვა;
ლ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;
მ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა „
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო
პირობების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ნ) სახელმწიფო, მუნიციპალური და სხვა პროგრამის შესრულება.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
გ) აწარმოოს კონტროლი კომუნალური მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
დ) აწარმოოს
მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-
ნაგებობის საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვის კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) უზრუნველყოს
სამშენებლო კანონის დარღვევით აშენებული
რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-
ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის მომზადება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად;
ვ) უზრუნველყოს
სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმისწარმოების შემოწმების აქტის შედგენა, ასევე „
ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის III თავის და 22-ე-
30-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) ხმაურისა და დასუფთავების დამდგენი ნორმების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს სათანადო რეაგირება;
თ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
ი) უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა-რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
კ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში;
ლ) მონაწილეობა მიიღოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მისი კომპეტენციის ფარგლებში;
მ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;
ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კომუნალური მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
გ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
დ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის
მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და გამგებლის დავალებათა
შესრულებაზე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქიანობასთან დაკავშირებით, გარე იერ-სახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე;
ე) შეადგინოს პროექტი მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
ვ) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე;
ზ) დაიცვას შინაგანაწესი;
თ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
201
1
წლის 10
მაისის დადგენილება
№
39
-
ვებგვერდი, 20.05.2011წ.
მუხლი 5🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ მისთვის დაკისრებული
ფუნქციები
სა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
გ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) ქმნის სამსახურის თანამშრომლისათვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად
აუცილებელ პირობებს;
ე) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს გამგეობის დებულებით,
ამ დებულებით,
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და
საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით
, გამგებლის დავალებით
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას გამგებლის დავალებით
ასრულებს ერთ-
ერთი მოხელე
.
მუხლი 6🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი
, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სამსახურის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები და პირობები;
გ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, კანონმდებლობით, საინფორმაციო თუ სხვა მასალებით;
დ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საინფორმაციო-
საკომუნიკაციო ტექნიკით და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ კუთვნილი შვებულებით, ასევე შვებულებით ანაზღაურების გარეშე;
ზ) ისარგებლონ სხვა შესაბამისი უფლებებით, რაც დადგენილია „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები მოვალენი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „
საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ შესაბამისი პროფესიული დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულონ გამგეობის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-
საკონომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახის ქონებას.
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.