ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული ზონირების დამტკიცების, მათი საზღვრების აღწერის, მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №271 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 25.02.2011
ძალის დაკარგვა 12.07.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110307113, 18/03/2011
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| ქვეზონა | ნორმატიული ფასი /ლარი/ |
| პირველი ქვეზონა | 42 |
| მეორე ქვეზონა | 21 |
| მესამე ქვეზონა | 14 |
| მეოთხე ქვეზონა | 7 |
| ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალი, საზღვრების აღწერა | ლოკალური ტერიტორიული ინდექსები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული ზონირების დამტკიცების, მათი საზღვრების აღწერისა და მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 12.07.2013
- ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.02.2013
- ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული ზონირების დამტკიცების, მათი საზღვრების აღწერისა და მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.02.2012
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული ზონირების დამტკიცების,
მათი საზღვრების აღწერის, მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №271 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:"Geo Akad Nebraska";} @font-face {font-family:"Geo Chve Toronto N";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo Chve Toronto N","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.75in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Geo_Times","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Geo_Times","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:9.0pt 28.35pt 0in 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №96
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული ზონირების დამტკიცების, მათი საზღვრების აღწერის, მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის24 თებერვლის №271 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ჟ“ და „ქ“ ქვეპუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის 1-ლი პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 26.10.2007 წლის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ზონები, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერა, მიწის ნორმატიული ფასის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსები ზონებისა და ქვეზონების მიხედვით და განისაზღვროს ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №1 და №2 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ქალაქ ქუთაისში ლოკალური ტერიტორიული ინდექსის მნიშვნელობის დიფერენცირება ზონებისა და ქვეზონების მიხედვით განისაზღვროს: პირველი ზონა – ცენტრალური (პირველი ქვეზონა – 2.0, მეორე ქვეზონა – 1.9, მესამე ქვეზონა – 1.5), მეორე ზონა – შუალედური (პირველი ქვეზონა – 1.3, მეორე ქვეზონა – 1.0, მესამე ქვეზონა – 0.9), მესამე ზონა – პერიფერიული (პირველი ქვეზონა – 0.6, მეორე ქვეზონა – 0.3, მესამე ქვეზონა – 0.2, მეოთხე ქვეზონა – 0.1).
მუხლი 3🔗
ქალაქ ქუთაისში მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელ კოეფიციენტად დადგინდეს 399.544.
მუხლი 4🔗
ქალაქ ქუთაისში მიწის ნორმატიული ფასი ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის ზონებისა და ქვეზონების მიხედვით განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 26.10.2007 წლის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის შესაბამისად:
პირველი ზონა (ცენტრალური)
ქვეზონა
ნორმატიული ფასი /ლარი/
პირველი ქვეზონა
140
მეორე ქვეზონა
133
მესამე ქვეზონა
105
მეორე ზონა (შუალედური)
ქვეზონა
ნორმატიული ფასი /ლარი/
პირველი ქვეზონა
91
მეორე ქვეზონა
70
მესამე ქვეზონა
63
მესამე ზონა (პერიფერიული)
ქვეზონა
ნორმატიული ფასი /ლარი/
პირველი ქვეზონა
42
მეორე ქვეზონა
21
მესამე ქვეზონა
14
მეოთხე ქვეზონა
7
მუხლი 5🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული ზონირების დამტკიცების, მათი საზღვრების აღწერის, მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №271 დადგენილება.
მუხლი 6🔗.
დადგენილება გაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს.
მუხლი 7🔗.
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა
ქალაქ ქუთაისის განაშენიანების ტერიტორია იყოფა სამ ზონად:
პირველი ზონა /ცენტრალური/
მეორე ზონა /შუალედური/
მესამე ზონა /პერიფერიული/
I. პირველი ზონა /ცენტრალური/
პირველი /ცენტრალური/ ზონის სამხრეთი საზღვარი იწყება გრ.ხანძთელის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან. ზონის საზღვარი, საწყისი წერტილიდან აღმოსავლეთით, გასდევს დავით აღმაშენებლის გამზირს ბალახვნის ხიდის გავლით, წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე. შემდეგ, საზღვარი გრძელდება წერეთლის ქუჩიდან დავით მანდარიას ქუჩამდე /ყოფილი წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევი/, მანდარიას ქუჩის საზღვარი გადის რკინიგზის სადგური პირველის მოედანზე. მოედნის შემოვლით, აღმოსავლეთით, გასდევს პლატფორმას, ამავე კიბეებისა და ლიანდაგების გასწვრივ, ჩრდილოეთით, უერთდება სოლომონ პირველის ქუჩას, იგივე მიმართულებით, რკინიგზის საავადმყოფოს ჩათვლით, საზღვარი გრძელდება პაოლო იაშვილის ქუჩამდე, შემდეგ უერთდება ნაზარიშვილის ქუჩას, გასდევს თბილისის ქუჩას, აღმოსავლეთის მიმართულებით დავით ჩირაძის ქუჩამდე, დავით ჩირაძის ქუჩის გავლით კვეთს მერაბ კოსტავას ქუჩას და უერთდება ბურჯანაძის ქუჩას, რომლის გავლით უერთდება გელათის ქუჩას ნიზამი განჯელის, 26 მაისისა და ბურჯანაძის ქუჩების სატრანსპორტო კვანძთან. გელათის ქუჩით გადადის კიბულას ქუჩაზე, გარს უვლის მწვანე ყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ტერიტორიას და კიბულას ქუჩის პირველი შესახვევით დასავლეთის მიმართულებით გადადის მწვანე ყვავილას ქუჩის დასაწყისამდე და ამ წერტილიდან ჩრდილო მიმართულებით, მდინარე რიონის გადაკვეთით სწორხაზოვნად უერთდება ლესელიძის ქუჩას, ბოტანიკური ბაღისა და 26–ე საჯარო სკოლის საზღვრის გავლით, ლესელიძის ქუჩის გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძისა და დავით და კონსტანტინეს ქუჩას პეტრე იბერის ქუჩამდე. პეტრე იბერის ქუჩით უკავშირდება ქეთევან წამებულის ქუჩას, შემდეგ, საზღვარი გადის ქეთევან წამებულის ქუჩაზე და უერთდება ჩანჩიბაძის მეორე შესახვევს და მისი გავლით კვეთს ჩანჩიბაძის ქუჩას, გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთის მიმართულებით, ამავე ქუჩის გავლით უერთდება ყაზბეგის ქუჩას, ყაზბეგის ქუჩით გადადის ცაცხვების ქუჩაზე და მოკლე მონაკვეთის გავლით, უერთდება დები იშხნელების ქუჩას. კვეთს ვაჟა ფშაველას ქუჩას, დასავლეთის მიმართულებით გაივლის ვაჟა ფშაველას ქუჩის მოკლე მონაკვეთს და სამხრეთის მიმართულებით უერთდება სხირტლაძის ქუჩას, სხირტლაძის ქუჩის გავლით კვეთს რუსთაველის გამზირს და გრიშაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის შემაერთებელი გზით უერთდება ნოდარ დუმბაძისა და გრიშაშვილის ქუჩის შემაერთებელ სატრანსპორტო კვანძს. აღმოსავლეთის მიმართულებით მიჰყვება გრიშაშვილის ქუჩას გალაკტიონ ტაბიძის ქუჩამდე. შემდეგ, საზღვარი გასდევს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. სარაჯიშვილის ქუჩით გადადის გაგარინის ქუჩაზე, შემდეგ, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით სამხრეთით და შემდეგ, დასავლეთის მიმართულებით გაივლის ჭიათურის ქუჩას და გრიგოლ ხანძთელის ქუჩის გადაკვეთის წერტილიდან ამავე ქუჩის გავლით, სამხრეთის მიმართულებით უერთდება დავით აღმაშენებლის გამზირს საწყის წერტილში.
შენიშვნა:
1. პირველი /ცენტრალური/ ზონის საზღვრად მიჩნეული ქუჩების ორივე მხარის განაშენიანება შედის პირველი /ცენტრალური/ ზონის საზღვრებში.
2. პირველ /ცენტრალური/ ზონაში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სასაზღვრო ზოლად მიჩნეულ უნდა იქნეს ამ მონაკვეთზე გამავალი გამზირის ღერძულა ხაზი.
2. მეორე /შუალედური/ ზონა
მეორე /შუალედური/ ზონის საზღვრის საწყის წერტილად აღებულია ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდი, აქედან, საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით 9 აპრილის ქუჩის გავლით მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე. შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს. შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯავახიშვილის ქუჩას. ჯავახიშვილის ქუჩით, მიემართება ჭონქაძის ქუჩამდე. ჭონქაძის ქუჩას გასდევს ვასილ ბარნოვის ქუჩამდე, შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით, ვასილ ბარნოვის ქუჩით, უერთდება იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩას, იოანე პეტრიწის მეოთხე შესახვევამდე, ამავე შესახვევით უერთდება ვაჟა–ფშაველას ქუჩას და აღმოსავლეთის მიმართულებით, გრძელდება დები იშხნელების ქუჩამდე, რომლის მცირე მონაკვეთის გავლით უერთდება ცაცხვების ქუჩას. ცაცხვების ქუჩიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, გასდევს ანტონ კათალიკოსის ქუჩას. შემდეგ უერთდება ჩანჩიბაძის ქუჩას, მცირე მონაკვეთის გავლით, გადადის მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩაზე, მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩით უერთდება დავით და კონსტანტინეს ქუჩას, რუას ქუჩის მონაკვეთის გავლით უერთდება ბოტანიკური ბაღის საზღვარს, გაივლის ლესელიძის ქუჩის პირველ ჩიხს და აღმოსავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძის ქუჩას ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევამდე. ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევის გავლით კვეთს მდინარე რიონს და მწვანე ყვავილას ქუჩით უერთდება კიბულას ქუჩას, აქედან გადადის გელათის ქუჩაზე. შემდეგ, გელათის ქუჩის მეექვსე შესახვევით კვეთს დავით კლდიაშვილის ქუჩას და ამავე ქუჩით ეშვება საფიჩხიის მოედანზე. საფიჩხიის მოედნიდან გაივლის წმინდა სამების ქუჩის მცირე მონაკვეთს და უერთდება ევდოშვილის ქუჩას გრიგოლ აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიგოლ აბაშიძის ქუჩის მცირე მონაკვეთის გავლის შემდეგ, სამხრეთის მიმართულებით უერთდება ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩას და ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევით გადადის ლეონიძის ქუჩაზე, გაივლის მცირე მონაკვეთს და ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთის წერტილიდან ამავე გამზირით უერთდება ჭავჭავაძის გამზირს. შემდეგ, საზღვარი უკავშირდება ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევს, ამავე შესახვევის გავლით, კვეთს ნიკეას ქუჩას და ლომოურისა და ოცხელის ქუჩებით გასდევს სადერივაციო არხის ნაპირს, კვეთს თაბუკაშვილის ქუჩას და „ბროწეულა – ქუთაისის“ რკინიგზის ხაზით უკავშირდება საწყის წერტილს.
3. მესამე ზონა /პერიფერიული/
ა. პირველი ქვეზონა
ახალგაზრდობის გამზირი წერეთლის ქუჩის მიმდებარე ქუთაისი–რიონის სარკინიგზო ხიდიდან სამკუთხა ბაღამდე /№2 – №6/, ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღის ბოლოდან მუხნარის ტყემდე /№23; №16 – №104/, ნიკეას ქუჩა ლომოურის ქუჩიდან ბოლომდე /№5 – №91; №8 – №72/, ზვიად გამსახურდიას გამზირი გზაგამტარი ხიდიდან ქალაქის საზღვრამდე /№29 – №43; №46 – №68/. ავტომშენებლის ქუჩა ავტოქარხნის ბოლომდე /ავტომშენებლის ქუჩა №88/.
ბ. მეორე ქვეზონა
თაბუკაშვილის ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე /№67 – №223; №6 – №92/. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე /№37 – №217; №14 – №176/, გუგუნავას ქუჩა „ბროწეულა – ქუთაისის“ სარკინიგზო მაგისტრალიდან ბოლომდე /№1 – №15/35; №12 – №22/, ორახელაშვილის ქუჩა, ბუკიას ქუჩა.
გ. მესამე ქვეზონა
გორკის ქუჩა, გაბაშვილის /ყოფილი ასლანიკაშვილის შესახვევი/ ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ვაჟა–ფშაველას ქუჩა იოანე პეტრიწის IV შესახვევიდან ბოლომდე /№41 – №115; №102 – №206/, იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევიდან ბოლომდე /№55-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე/, ისიანის ქუჩა, კოღუაშვილის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩის II შესახვევიდან ბოლომდე /№51-დან ბოლომდე; №34-დან ბოლომდე/, მოსაშვილის ქუჩა, მიქელაძე–მეველეს ქუჩა, ნიკოლაძის ქუჩა, რუას ქუჩა /№7-დან ბოლომდე; №2-დან ბოლომდე/, ქეთევან წამებულის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№23-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე/, ჩანჩიბაძის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩიდან ბოლომდე /№45-დან ბოლომდე; №26-დან ბოლომდე/, წყალტუბოს ქუჩა, წყაროს ქუჩა, ბორის ძნელაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩა ვასილ ბარნოვის ქუჩიდან ბოლომდე /№3-დან ბოლომდე; №4-დან ბოლომდე/, პეტრე ჭაბუკიანის ქუჩა, წერეთლის ქუჩა ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთიდან ბოლომდე /№193-დან ბოლომდე; №222-დან ბოლომდე/, ახალგაზრდობის გამზირის II შესახვევი, გელათის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევის დასაწყისიდან ბოლომდე /№163-დან ბოლომდე; №158-დან ბოლომდე/, დავით კლდიაშვილის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევიდან ბოლომდე /№101-დან ბოლომდე; №120-დან ბოლომდე/, ტყიბულის ქუჩა დავით კლდიაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№101–209; №82 – №198ა/, წმინდა სამების /ყოფილი მოგილევსკის/ ქუჩა ევდოშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№11 – №59; №8 – №46/, ნეკრასოვის ქუჩა წმინდა სამების ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№80 – №120/, სოლომონ II–ის /ყოფილი ურიცკის, ყოფილი ჩხობაძის/ ქუჩა, მწვანე ყვავილას /ყოფილი შაუმიანის/ ქუჩა კიბულის ქუჩიდან /რიონჰესის კაშხალიდან/ ბოლომდე /№41-დან ბოლომდე; №78-დან ბოლომდე/, ზურაბ ჭავჭავაძის /ყოფილი პრავდის/ ქუჩა, ბესარიონ ბელინსკის ქუჩა, პეტრე ჩხობაძის /ყოფილი ტოლბუხინის/ ქუჩა, ცოტნე დადიანის /ყოფილი კამოს/ ქუჩა, ჩკალოვის ქუჩა, ვოლგოგრადის ქუჩა, კიევის ქუჩა, ლევ ტოლსტოის ქუჩა, კოტე მესხის ქუჩა, პარმენ ცახელის–თვალჭრელიძის /ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის/ ქუჩა, ვახტანგ ხარებავას /ყოფილი სამხრეთ დასახლების/ ქუჩა, მუსხელიშვილის ქუჩა, მშვიდობის ქუჩა, ვალერიან გუნიას ქუჩა, ლეო ქიაჩელის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა, ივანე მაჩაბლის ქუჩა, გიორგი შერვაშიძის /ყოფილი ლუქსემბურგის/ ქუჩა N53-იდან ბოლომდე, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, შოთა ლეჟავას /ყოფილი რუსთავის/ ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის ქუჩა, არტურ ლაისტის ქუჩა, სულხან–საბას /ყოფილი მშენებლის/ გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირის V ჩიხი, შევჩენკოს ქუჩა, მაისურაძის ქუჩა, სილოვან ხუნდაძის ქუჩა, შალვა დადიანის ქუჩა, ჰერმან გმაინერის /ყოფილი ახალგაზრდობის გამზ. III შეს./ ქუჩა, ვარლამ ჯიქიას /ყოფილი ახალგაზრდობის გამზ. XI შეს./ ქუჩა, მაიაკოვსკის ხეივანი /ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის პირდაპირ №23ა – №59; №106 – №108/, ახალგაზრდობის გამზირი /IV, V, VI, VII, VIII, IX შესახვევები/, რკინიგზის სადგურ „რიონის“ დასახლება, ლავრენტი ავალიანის /ყოფილი ტურგენევის/ ქუჩა, I მაისის ქუჩა, ონის ქუჩა, კრილოვის ქუჩა, ხეთაგუროვის ქუჩა, გუმათჰესის დასახლება, სკოლა–ინტერნატის დასახლება, მესამე ზონაში დასახელებული ქუჩების შესახვევები და ჩიხები, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში.
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალი და საზღვრების აღწერა, მიწის ნორმატიული ფასის ლოკალური ტერიტორიული ინდექსები ქვეზონების მიხედვით
შენიშვნა: ქვეზონაში შემავალი ქუჩების დასახელების დროს, ქვეზონის საზღვრად იგულისხმება ფაქტობრივი განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50- მეტრიანი ზოლი.
ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალი,
საზღვრების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსები
პირველი ზონა /ცენტრალური/
ა. პირველი ქვეზონა
ქუჩები მთლიანად: დავით აღმაშენებლის მოედანი, ფალიაშვილის ქუჩა I შესახვევით, ლილი ნუცუბიძის ქუჩა /ყოფილი ფალიაშვილის III შესახვევი/, კოლუმბია მისურის ქუჩა /ყოფ. ფალიაშვილის V შესახვევი/, პუშკინის ქუჩა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა /ყოფ. პუშკინის ქუჩის ნაწილი/, ცისფერყანწელთა ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა, ნიუპორტის ქუჩა, ლერმონტოვის მოედანი, ლერმონტოვის ქუჩა, ბროსეს ქუჩა, ფელიქს ვარლამიშვილის ქუჩა.
ქუჩები ნაწილობრივ: გელათის ქუჩა ნიუპორტის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის გამზირი /რუსთაველის მოედნით/ სხირტლაძის ქუჩის გადაკვეთამდე, თამარ მეფის ქუჩა რკინიგზის სადგური I-ის მოედნამდე, წერეთლის ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთამდე, დავით და კონსტანტინეს ქუჩა რესტორან „თეთრი ქვების“ /ყოფილი რესტორანი „ხვამლი“/ ჩათვლით, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, გრიშაშვილის ქუჩა ნოდარ დუმბაძის ქუჩის გადაკვეთამდე.
2.0
ბ. მეორე ქვეზონა
ქუჩები მთლიანად: ბორის გაპონოვის ქუჩა /ყოფ. შაუმიანის ქუჩის საწყისი ნაწილი/, მწვანე ყვავილას /ყოფ. შაუმიანის ქუჩის ზედა ნაწილი/ ქუჩა კიბულის ქუჩის I შესახვევამდე, იერუსალიმის ქუჩა, ნიზამის /ყოფ. აზერბაიჯანის/ ქუჩა, ტიციან ტაბიძის ქუჩა, რკინიგზის სადგური I-ის მოედანი, შანიძის აღმართი, პაოლო იაშვილის ქუჩა, ხახანაშვილის ქუჩა, გიორგი ჯიბლაძის ქუჩა, უზნაძის ქუჩა, როძევიჩის ქუჩა, სარაჯიშვილის ქუჩა და სიმონ ყაუხჩიშვილის ქუჩა /ყოფ. სტურუას ქუჩა/.
ქუჩები ნაწილობრივ: დავით და კონსტანტინეს ქუჩა ყოფილი რესტორანი „თეთრი ქვებიდან“ /ყოფილი რესტორანი „ხვამლი“/ ბოტანიკური ბაღისა და 26-ე საჯარო სკოლის საზღვრამდე, გელათის ქუჩა ნიუპორტის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩის გადაკვეთამდე, თბილისის ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩის გადაკვეთამდე, წითელი ჯვრის მოედანი, სოლომონ პირველის ქუჩა პაოლო იაშვილის ქუჩის საზღვრამდე, გოგებაშვილის ქუჩა ნაზარიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ჩეჩელაშვილის ქუჩა მდინარე რიონიდან გაგარინის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან დავით მანდარიას ქუჩამდე /ყოფილი წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევი/. დავით მანდარიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა სხირტლაძის ქუჩის გადაკვეთამდე.
1.9
გ. მესამე ქვეზონა
ლ.საღარაძის ქუჩა /ყოფ. პუშკინის IV ჩიხი/, ლუკა ასათიანის ქუჩა /ყოფ. სადგურის ქუჩა/, გაგარინის ქუჩა, ჭიათურის ქუჩა, აული გალაევი–ნიჟარაძის ქუჩა /ყოფ. სტურუას II შეს./, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა დავით აღმაშენებლის გადაკვეთამდე, მიხეილ ქორქიას ქუჩა /ყოფ. თამარ მეფის I ჩიხი/, მალხაზ დვალიშვილის /ყოფ. კლარა ცეტკინი/ ქუჩა, კოლია ქვარიანის ქუჩა /ყოფ. ნიზამის III შეს./, ზურაბ საკანდელიძის ქუჩა /ყოფ. თამარ მეფის II ჩიხი/, ლომონოსოვის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი გრ. ხანძთელის ქუჩის გადაკვეთამდე, ოთარ მამფორიას ქუჩა /ყოფ. კოსტავას I შეს./, დავით ჩირაძის ქუჩა /ყოფ. თბილისის I შეს./, გელათის ქუჩა 26 მაისის ქუჩის გადაკვეთიდან კიბულის ქუჩამდე, კიბულის ქუჩა კიბულის ქუჩის I შესახვევამდე /მწვანე ყვავილას პანთეონამდე/, კიბულას ქუჩის I შესახვევი, აკაკი ვასაძის ქუჩა, ბაგრატის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა, ქეთევან წამებულის /ყოფ. ვოიკოვის/ ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევამდე, ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევი, ჩანჩიბაძის ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევამდე, ყაზბეგის ქუჩა, გია ჭანტურიას ქუჩა, ცაცხვების ქუჩა დები იშხნელების ქუჩის ბოლოდან ყაზბეგის ქუჩამდე, დები იშხნელების /ყოფ. ვაჟა–ფშაველას II შეს./ ქუჩა, სხირტლაძის ქუჩა, ვალერიან გაფრინდაშვილის ქუჩა, პირველი ზონის დასახელებული ქუჩების შესახვევები, ჩიხები და პირველ ზონაში შემავალი სხვა ქუჩები თავისი შესახვევებითა და ჩიხებით, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში.
1.5
მეორე ზონა /შუალედური/:
ა. პირველი ქვეზონა
ტერიტორია, რომელიც მოქცეულია შემდეგ საზღვრებში: საზღვარი იწყება ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდიდან, ჩრდილო-დასავლეთით 9 აპრილის ქუჩის გავლით მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე. შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს. შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯავახიშვილის ქუჩას. ჯავახიშვილის ქუჩიდან ბუხაიძის ქუჩის გავლით უერთდება ირაკლი აბაშიძის გამზირს, ირაკლი აბაშიძის გამზირიდან დასავლეთით შარტავას ქუჩის გადაკვეთამდე, შარტავას ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირამდე და ზვიად გამსახურდიას გამზირის გავლით სრულდება გზაგამტარ ხიდთან. ასევე; რუსთაველის გამზირი სხირტლაძის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის გავლით გზაგამტარ ხიდამდე, ილია ჭავჭავაძის გამზირის განაშენიანების ზოლი მდინარე რიონამდე, ნოდარ დუმბაძის ქუჩა გრიშაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირამდე, დავით აღმაშენებლის გამზირი გრიგოლ ხანძთელის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, გრიშაშვილის ქუჩა ნოდარ დუმბაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, ცენტრალური სტადიონი მიმდებარე ქუჩებით /აკ.ხორავას ქუჩა, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა და ფარნავაზ მეფის ქუჩის ნაწილი/, კუპრაძის ქუჩა სოლომონ პირველის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის ქუჩამდე, გრიგოლ აბაშიძის ქუჩა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ლეონიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ლეონიძის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან ახალგაზრდობის პროსპექტამდე, 26 მაისის ქუჩა საფიჩხიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, თბილისის ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩიდან საფიჩხიის მოედნამდე.
1.3
ბ. მეორე ქვეზონა
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე, ლადო ასათიანის ქუჩა, ნიკეას ქუჩა ჭავჭავაძის გამზირიდან ლომოურის ქუჩამდე, ბარათაშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩა გაგარინის ქუჩამდე, გამსახურდიას ქუჩის დასაწყისი ოცხელის ქუჩის გადაკვეთამდე, ოცხელის ქუჩა თაბუკაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, თაბუკაშვილის ქუჩა ოცხელის ქუჩის გადაკვეთამდე, გუგუნავას ქუჩის დასაწყისი რკინიგზამდე, ჯავახიშვილის ქუჩა ქუთაისი – წყალტუბოს სატრანსპორტო კვანძის გადაკვეთამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩიდან 26 მაისისა და თბილისის ქუჩების გადაკვეთამდე, სოლომონ პირველის ქუჩა პაოლო იაშვილის ქუჩიდან თბილისის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა დავით მანდარიას ქუჩიდან ახალგაზრდობის გამზირამდე.
1.0
გ. მესამე ქვეზონა
კოტე ხიმშიაშვილის /ყოფ. ვიქტორ კუპრაძის VIII შეს./ ქუჩა, გალაკტიონ ტაბიძის I შეს. ანტონ კათალიკოსის /ყოფ. ცაცხვების III შეს./ ქუჩა, მამუკა ასლანიკაშვილის /ყოფ. ჩელუსკინელების/ ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ბესიკის ქუჩა, ბერი თევდორეს /ყოფ. კომუნარების/ ქუჩა, ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა, გველესიანის /ყოფ. მარდალეიშვილის/ ქუჩა, გამარჯვების /ყოფ. ლენინაკანის/ ქუჩა, დავით და კონსტანტინეს ქუჩა /№57-დან ბოლომდე; №32-დან ბოლომდე/, დია ჩიანელის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა სხირტლაძის ქუჩის გადაკვეთიდან იოანე პეტრიწის /ყოფ. ბუაჩიძის/ ქუჩის IV შესახვევამდე /№13–№39; №38–№100/, ზუგდიდის ქუჩა, სულიკო თორთლაძის ქუჩა /ყოფ. რუსთაველის V შეს./, იოანე პეტრიწის /ყოფ. ბუაჩიძის/ ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევამდე /№1–№53; №2–№34/, იოანე პეტრიწის IV შეს. /ყოფ. ბუაჩიძის II შეს./, კიკვიძის ქუჩა, ნიკო კეცხოველის ქუჩა, ლორთქიფანიძის ქუჩა, მიტროფანე ლაღიძის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა ბოტანიკური ბაღისა და 26–ე საჯარო სკოლის საზღვრიდან ლესელიძის ქუჩის II შესახვევამდე /№3ბ–№49; №4–№32/, რუას ქუჩის დასაწყისი /№1–№5/, ლესელიძის ქუჩის I ჩიხი, ჭიჭიკო იოსელიანის /ყოფ. ფრუნზეს/ ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევიდან ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე /№7–№21; №12–№34/, გიორგი შავგულიძის ქუჩა, შმიდტის ქუჩა, ჩანჩიბაძის ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევიდან ასლანიკაშვილის ქუჩამდე /№31–№43; №16–№24/, ცაცხვების ქუჩა დები იშხნელების ქუჩის გადაკვეთამდე /№1–№47; №2–№36/, ჭონქაძის ქუჩა ვასილ ბარნოვის ქუჩამდე /№1; №2/, ცხინვალის ქუჩა, დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, საიათნოვას /ყოფ. ლენინაკანის/ ქუჩა, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, მამია გურიელის ქუჩა, კონსტანტინე ლორთქიფანიძის ქუჩა, კაკაბაძის ქუჩა, კეკელიძის ქუჩა, ნუცუბიძის /ყოფ. შმიდტის V შეს./ ქუჩა, დონეცკის /ყოფ. თავისუფლების VI შეს./ ქუჩა, ზესტაფონის ქუჩა, შმიდტის I–III შეს. ვეტერანების /ყოფ. შმიდტის/ ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა, სიმონ ჩიქოვანის ქუჩა, იმედაძის ქუჩა, ჭუმბურიძის ქუჩა, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩა /ყოფ. ლადო ასათიანის IV შეს./, მელიტონ ქანთარიას ქუჩა, რესპუბლიკის ქუჩა, ანდრია სინაურის ქუჩა, დავით კვიცარიძის ქუჩა, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა /№21/, დავითაშვილის ქუჩა, ემხვარის ქუჩა /ყოფ. ნ.დუმბაძის V შეს./, ბესიკის ქუჩა, ლადო მესხიშვილის ქუჩა, პავლე ინგოროყვას ქუჩა, ომარ ფხაკაძის ქუჩა /ყოფ. შოთა პირველის, ყოფ. ლადო კეცხოველი/, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა /ყოფ. ფარნავაზ მეფის ქუჩის ნაწილი/, შოთა პირველის ქუჩა, გიორგი ნაფეტვარიძის ქუჩა, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა, ნამგალაძის ქუჩა, ჯანელიძის ქუჩა, ანტონ ჩეხოვის ქუჩა, ალექსი გორგიძის ქუჩა /ყოფ. ნოდარ დუმბაძის II შეს./, უშანგი სალდაძის ქუჩა /ყოფ. ნ.დუმბაძის IV შეს./, გრიგოლ ნარსიას ქუჩა, რკინიგზის დასახლება /ყოფ. ნინოშვილის XIV შეს./, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სერგო მესხის /ყოფ. ენგელსის/ ქუჩა, ნინო და ნუცა ჩხეიძეების /ყოფ. ოლეინიჩენკო/ ქუჩა, გრიგოლ გვანცელაძის ქუჩა, ვასილ ამაშუკელის /ყოფ. რესპუბლიკის I ჩიხ./ ქუჩა, რაფიელ ერისთავის ქუჩა, ზურაბ ანჯაფარიძის /ყოფ. კოსმონავტების/ ქუჩა, დავით ბერძენაძის /ყოფ. მგალობლიშვილის/ ქუჩა, მჭედლიძის ქუჩა, ჯანსუღ ღვინჯილიას /ყოფ. ნ.დუმბაძის III შეს/ ქუჩა, სოხუმის ქუჩა, მამია ასათიანის /ყოფ. ნინოშვილის XII შეს./ ქუჩა, სერგო კლდიაშვილის /ყოფ. ნინოშვილის XVI შეს./ ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა რკინიგზის სადგურ I-დან ბოლომდე /№97–№117; №88–№134/, ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღამდე /№1–№21/, ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღის დასაწყისიდან ბაღის ბოლომდე /№8–№14; №21ა/, ახალგაზრდობის გამზირის I შეს. ანდრია რაზმაძის ქუჩა, გიორგი ჭყონდიდელის /ყოფ. ჩოდრიშვილი/ ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ერევნის ქუჩა, ნეკრასოვის ქუჩა წმინდა სამების ქუჩის გადაკვეთამდე /№2–№78; №3–№95/, გორის /ყოფ. კომკავშირის/ ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, სოლიკო ხაბეიშვილის /ყოფ. კალინინის/ ქუჩა, დეპოს ქუჩა, დავით გურამიშვილის ქუჩა, ნიკო მარის /ყოფ. ჟდანოვის/ ქუჩა, არსენა ჯორჯიაშვილის ქუჩა, ლომთათიძის ქუჩა, მელიტონ ბალანჩივაძის /ყოფ. საბჭოს/ ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან გრიგოლ ხანძთელის ქუჩამდე /№7–№13/, ფოთის ქუჩა, გრიგოლ ჩორგოლიანის /ყოფ. რაზმაძის ქუჩის ნაწილი/ ქუჩა, განჯის /ყოფ. ბაქოს/ ქუჩა, გივი ბადრიძის /ყოფ. 26 მაისის I შეს./ ქუჩა, გელათის ქუჩა კიბულის ქუჩიდან გელათის ქუჩის VI შესახვევამდე /№101–№161; №102–№156/, გელათის ქუჩის VI შეს. ლესია უკრაინკას ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა ნაზარიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№15–№37; №20–№52/, კიბულის ქუჩა კიბულის ქუჩის I შესახვევიდან /მწვანე ყვავილას პანთეონიდან/ ბოლომდე /№19–№55; №18–№60/, აკაკი კიბორძალიძის /ყოფ. ურიცკის, სოლომონ I–ის II ჩიხ./ ქუჩა, თავადაზნაურობის მარშალ დათა ნიჟარაძის /ყოფ. ოსტროვსკის/ ქუჩა, ვალერიან მიზანდარის /ყოფ. 26 მაისის ქუჩის VII შეს./ ქუჩა, ზარდალიშვილის /ყოფ. 26 მაისის ქუჩის V შეს./ ქუჩა, ტყიბულის ქუჩა დავით კლდიაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე /№3–№95; №2–№80/, დავით კლდიაშვილის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევამდე /№1–№99; №2–№118/, წმინდა სამების ქუჩა ევდოშვილის ქუჩის გადაკვეთამდე /№2–№6; №3–№9/, ევდოშვილის ქუჩა, ბათუმის ქუჩა, დემეტრე თავდადებულის /ყოფ. კოლმეურნეთა/ ქუჩა, განათლების /ყოფ. კიროვობადის/ ქუჩა, ბადრი კაპეტივაძის /ყოფ. განათლების ქუჩის I შეს./ ქუჩა, ტყაბლაძის /ყოფ. ურიცკის ქუჩის II შეს./ ქუჩა, რიონჰესის ქუჩა, თომაშვილის ქუჩა, ირაკლი ბაზაძის /ყოფ. სოლომონ I–ის ქუჩის II შეს./ ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა ნაზარიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№15-დან ბოლომდე; №20-დან ბოლომდე/, ახვლედიანის ქუჩა, მწვანე ყვავილას /ყოფ. შაუმიანის/ ქუჩა კიბულის ქუჩის I შესახვევიდან კიბულის ქუჩამდე /რიონჰესის კაშხალამდე/ /№13–№39; №34–№76/, დიმიტრი ყიფიანის /ყოფ. ალავერდოვის/ ქუჩა, გივი მეფისაშვილის /ყოფ. თბილისის ქუჩის II შეს./ ქუჩა, მკურნალის ქუჩა, შიო არაგვისპირელის ქუჩა, ნიკეას ქუჩის I შეს. ლომოურის ქუჩა, სერგო ზაქარიაძის /ყოფ. ბელორუსიის/ ქუჩა, თოფურიას ქუჩა, მეორე ზონის დასახელებული ქუჩების შესახვევები, ჩიხები და მეორე ზონაში შემავალი სხვა ქუჩები თავისი შესახვევებითა და ჩიხებით, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში.
0.9
მესამე ზონა /პერიფერიული/
ა. პირველი ქვეზონა
ახალგაზრდობის გამზირი წერეთლის ქუჩის მიმდებარე ქუთაისი–რიონის სარკინიგზო ხიდიდან სამკუთხა ბაღამდე /№2 – №6/, ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღის ბოლოდან მუხნარის ტყემდე /№23; №16 – №104/, ნიკეას ქუჩა ლომოურის ქუჩიდან ბოლომდე /№5 – №91; №8 – №72/, ზვიად გამსახურდიას გამზირი გზაგამტარი ხიდიდან ქალაქის საზღვრამდე /№29 – №43; №46 – №68/, ავტომშენებლის ქუჩა ავტოქარხნის ბოლომდე /ავტომშენებლის ქუჩა №88/.
0.6
ბ. მეორე ქვეზონა
თაბუკაშვილის ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე /№67 – №223; №6 – №92/. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე /№37 – №217; №14 – №176/, გუგუნავას ქუჩა „ბროწეულა – ქუთაისის“ სარკინიგზო მაგისტრალიდან ბოლომდე /№1 – №15/35; №12 – №22/, ორახელაშვილის ქუჩა, ბუკიას ქუჩა.
0.3
გ. მესამე ქვეზონა
გორკის ქუჩა, გაბაშვილის /ყოფ. ასლანიკაშვილის შეს./ ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ვაჟა–ფშაველას ქუჩა იოანე პეტრიწის IV შესახვევიდან ბოლომდე /№41 – №115; №102 –№206/, იოანე პეტრიწის /ყოფ. ბუაჩიძის/ ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევიდან ბოლომდე /№55-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე/, ისიანის ქუჩა, კოღუაშვილის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩის II შესახვევიდან ბოლომდე /№51-დან ბოლომდე; №34-დან ბოლომდე/, მოსაშვილის ქუჩა, მიქელაძე–მეველეს ქუჩა, ნიკოლაძის ქუჩა, რუას ქუჩა /№7-დან ბოლომდე; №2-დან ბოლომდე/, ქეთევან წამებულის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№23-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე/, ჩანჩიბაძის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩიდან ბოლომდე /№45-დან ბოლომდე; №26-დან ბოლომდე/ წყალტუბოს ქუჩა, წყაროს ქუჩა, ბორის ძნელაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩა ვასილ ბარნოვის ქუჩიდან ბოლომდე /№3-დან ბოლომდე; №4-დან ბოლომდე/, პეტრე ჭაბუკიანის ქუჩა, წერეთლის ქუჩა ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთიდან ბოლომდე /№193-დან ბოლომდე; №222-დან ბოლომდე/, ახალგაზრდობის გამზირის II შეს. გელათის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევის დასაწყისიდან ბოლომდე /№163-დან ბოლომდე; №158-დან ბოლომდე/, დავით კლდიაშვილის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევიდან ბოლომდე /№101-დან ბოლომდე; №120-დან ბოლომდე/, ტყიბულის ქუჩა დავით კლდიაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№101–209; №82–№198ა/, წმინდა სამების /ყოფ. მოგილევსკის/ ქუჩა ევდოშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№11–№59; №8–№46/, ნეკრასოვის ქუჩა წმინდა სამების ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№80–№120/, სოლომონ II–ის /ყოფ. ურიცკის, ყოფ. ჩხობაძის/ ქუჩა, მწვანე ყვავილას /ყოფ. შაუმიანის/ ქუჩა კიბულის ქუჩიდან /რიონჰესის კაშხალიდან/ ბოლომდე /№41-დან ბოლომდე; №78-დან ბოლომდე/, ზურაბ ჭავჭავაძის /ყოფ. პრავდის/ ქუჩა, ბესარიონ ბელინსკის ქუჩა, პეტრე ჩხობაძის /ყოფ. ტოლბუხინის/ ქუჩა, ცოტნე დადიანის /ყოფ. კამოს/ ქუჩა, ჩკალოვის ქუჩა, ვოლგოგრადის ქუჩა, კიევის ქუჩა, ლევ ტოლსტოის ქუჩა, კოტე მესხის ქუჩა, პარმენ ცახელის–თვალჭრელიძის /ყოფ. ბოგდან ხმელნიცკის/ ქუჩა, ვახტანგ ხარებავას /ყოფ. სამხრეთ დასახლების/ ქუჩა, მუსხელიშვილის ქუჩა, მშვიდობის ქუჩა, ვალერიან გუნიას ქუჩა, ლეო ქიაჩელის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა, ივანე მაჩაბლის ქუჩა, გიორგი შერვაშიძის /ყოფ. ლუქსემბურგის/ ქუჩა N53-დან ბოლომდე, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, შოთა ლეჟავას /ყოფ. რუსთავის/ ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის ქუჩა, არტურ ლაისტის ქუჩა, სულხან–საბას /ყოფ. მშენებლის/ გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირის V ჩიხი, შევჩენკოს ქუჩა, მაისურაძის ქუჩა, სილოვან ხუნდაძის ქუჩა, შალვა დადიანის ქუჩა, ჰერმან გმაინერის /ყოფ. ახალგაზრდობის გამზ. III შეს./ ქუჩა, ვარლამ ჯიქიას /ყოფ. ახალგაზრდობის გამზ. XI შეს./ ქუჩა, მაიაკოვსკის ხეივანი /ყოფ. ახალგაზრდობის გამზ. პირდაპ. №23ა–№59; №106–№108/, ახალგაზრდობის გამზირი /IV, V, VI, VII, VIII, IX შესახვევები/, რკ. სადგური „რიონის“ დასახლება, ლავრენტი ავალიანის /ყოფ. ტურგენევის/ ქუჩა, I მაისის ქუჩა, ონის ქუჩა, კრილოვის ქუჩა, ხეთაგუროვის ქუჩა, გუმათჰესის დასახლება, სკოლა–ინტერნატის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩის ბოლო მონაკვეთი ავტოქარხნის ბოლოდან /ავტომშენებლის ქუჩა №88/, ქალაქ ქუთაისის საზღვრამდე მესამე ზონის დასახელებული ქუჩების შესახვევები, ჩიხები და მესამე ზონაში შემავალი სხვა ქუჩები თავისი შესახვევებითა და ჩიხებით, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში.
0.2
დ. მეოთხე ქვეზონა
საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1568 – რს დადგენილებით ქალაქ ქუთაისის საზღვრებში მოქცეული ტერიტორია /ე.წ. გორა საქუსლია/: წმინდა ლუკას ქუჩა, კოლხეთის ქუჩა, გორა-საქუსლიას ქუჩა.
0.1