,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ”
მიღების თარიღი 07.06.2004
ძალის დაკარგვა 16.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.047
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58, 09/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:63.8pt 49.6pt 50.45pt 49.6pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №45
2004 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ
,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონის პირველი მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
გიორგი ბედინეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი საქართველოს
დავით გალეგაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
რომან გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ზაზა სოფრომაძე – სსიპ ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ გენერალური დირექტორი
თამარ სულუხია – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრი
ერეკლე ქიქოძე – სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარე
დავით შერვაშიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
არჩილ ჩაჩანიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.
2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის თანდართული დებულება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია) სათათბირო ორგანოა.
3. კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებებით, კომისიის გადაწყვეტილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. კომისიის მუშაობის რეგლამენტი
1. კომისია თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე.
2. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების მიხედვით.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიას უფლება აქვს ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს (ორგანიზაციის), შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
5. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმის უბრალო უმრავლესობით.
6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა, ხოლო ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ოქმის სახით და ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებები და ფუნქციები
1. კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სასესხო დავალიანებათა ჩამოწერის შესახებ;
გ) ცალკეულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებათა ოდენობის დაზუსტების შესახებ სასესხო დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით;
დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების შესახებ;
ე) ცალკეული სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ;
ვ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგინოს დასკვნა უიმედო ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების, უიმედო ვალად აღიარების და ჩამოწერის ინსტრუქციის“ შესაბამისად.
2. ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო (ორგანიზაცია) კომისიას წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;
ბ) პარტნიორთა (აქციონერთა) კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილება ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ;
გ) ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის განხორციელების შესახებ კრედიტორთა თანხმობა, ამასთან ამ კრედიტორთა მოთხოვნა უნდა შეადგენდეს კრედიტორთა მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თანხმობა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;
ე) ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის გეგმა;
ვ) წინადადებები ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა გაყინვის ან/და გადავა-დების პირობებისა და ვადების შესახებ;
ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა საბიუჯეტო და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიმართ არსებული დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;
თ) დებიტორებისა და კრედიტორების სია (თანხების მითითებით), დამოწმებული საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;
ი) ქონების ჩამონათვალი და ამ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთები;
კ) აუდიტის დასკვნა ქონების ღირებულების შეფასების დასაბუთებით;
ლ) საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით დადასტურებული გასული და შესაბამისი პერიოდის საბუღალტრო ბალანსები;
მ) საწარმოს წესდების ასლი;
ნ) საიდენტიფიკაციო კოდი;
ო) რეგისტრაციის მოწმობა.
3. კომისია ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით საწარმოებისაგან წარმოდგენილ დოკუმენტებს შესასწავლად და სათანადო წინადადებათა შესამუშავებლად გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
4. კომისია სხდომაზე განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებებს და ამზადებს დადებით ან უარყოფით დასკვნას ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.
5. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებსა და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს (ორგანიზაციას) უარი ეთქვა ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციაზე. დასკვნა ეგზავნება საწარმოს (ორგანიზაციას), ხოლო ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,ლ“ პუნქტის ,,ლ.ა.“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ,,განსაკუთრებული შემთხვევის“ დროს – აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს.
6. კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის შესწავლის საფუძველზე ერთ თვეში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.
7. კომისიის მიერ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საწარმოსა (ორგანიზაციას) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
8. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დასკვნასა და ხელშეკრულებას წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ.
9. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებები რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო (ორგანიზაცია) რესტრუქტურიზაციის რეჟიმით მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.
10. კომისიას საწარმო (ორგანიზაცია), ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად წარუდგენს საჭირო დოკუმენტაციას.
11. კომისია უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ კომისიის სხდომაზე დაინტერესებული და მოწვეული მხარის წარმომადგენლის დაუსწრებლად;
ბ) გადაამოწმოს ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორე და წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების თანახმად, უარი უთხრას საწარმოს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციაზე;
გ) ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულებისა და საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესამოწმებლად;
დ) საწარმოს მიერ საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს დასკვნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტთან ერთად.
მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულება
1. კომისიის ყველა გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული მხარისათვის.
2. კომისიის უფლებამოსილება წყდება საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.