ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 02.03.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2013
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.113.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110309010, 22/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.02.2015
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.12.2012
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:"Segoe Print"; panose-1:2 0 6 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:GrigoliaPolygraph;}
@font-face {font-family:SPParliament;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"GrigoliaPolygraph","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"GrigoliaPolygraph","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 27.0pt 35.45pt .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 2 მარტი
ქ
. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის და სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 19 მარტის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ №14 დადგენილება
მუხლი. 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
წინამდებარე წესი აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარებების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად, სახელმძღვანელო პრინციპებს.
თავი I. სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი სოციალური დახმარებები:
ა) ახალშობილთა ოჯახების დახმარება;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება;
გ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;
დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარება;
ე) სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი შეჭირვებული ოჯახების დახმარება;
ვ) ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა;
ზ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.
მუხლი 2🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) უკიდურესად შეჭირვებულ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება;
გ) შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა.
თავი II. ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 3🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება
1. ახალშობილის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა 70.000-ზე მეტია და არ აღემატება 120.000-ს, უფლება აქვს მოითხოვოს დახმარება ახალშობილის შეძენის გამო.
2. დახმარების მისაღებად ახალშობილის მშობელმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (შემდგომში – გამგეობა) უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები (ასლები);
გ) მშობლების ქორწინების მოწმობა (ასლი არსებობის შემთხვევაში);
დ) ახალშობილის დაბადების მოწმობა (ასლი);
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) რწმუნებულის აქტი, საცხოვრებელი ადგილის დადასტურების შესახებ;
ზ) გადარიცხვა მოხდება ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე ან სამედიცინო დაწესებულებაში.
3. ახალშობილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ ახალშობილზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღებით.
2. დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკი) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) ხანდაზმული პირის (ან ოჯახის წევრის) წერილობითი განცხადება;
ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი) – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია.
მუხლი 5🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარება
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებს:
1. ზამთრისათვის საჭირო საშეშე მერქნის შესაძენად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თითოეული ოჯახისთვის 100 ლარამდე თანხით ერთჯერადი დახმარება:
1.2. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯის სახით, გარდაცვლილის ოჯახზე გათვალისწინებულია ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 200 (ორასი) ლარს.
1.3. ექსტრემალურ სიტუაციაში (ოპერაცია, უბედური შემთხვევა და სხვა)
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დამადასტურებელი საბუთი (ასლი);
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების ცნობა – იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემა ორივე შემთხვევაში მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვით.
მუხლი 6🔗. სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი შეჭირვებული
ოჯახების დახმარება
1. სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ შეჭირვებულ ოჯახებს, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, უფლება აქვთ მოითხოვონ ერთჯერადი დახმარება.
2. ამ მიზნით მოქლაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი).
3. სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი – უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი დროებითი კომისია. კომისია კომისიური წესით შეარჩევს პრიორიტეტულად მიჩნეულ რამდენიმე ოჯახს.
4. საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ხელმძღვანელობს წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტებით.
5. დახმარება პირველ რიგში გაეწევათ უბედური შემთხვევების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ შეჭირვებულ ოჯახებს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს, ოჯახებს, რომელთა წევრებიც არიან პენსიონერები, უმუშევრები, შრომისუუნარონი, ომის ვეტერანები, ინვალიდები, მარტოხელა დედებს, რომელთაც კმაყოფაზე ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები.
6. თანხის გაცემა ხდება ბანკის მეშვეობით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით, რისთვისაც განმცხადებელი, მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგეობაში დამატებით წარადგენს ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემებს.
მუხლი 7🔗. ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ომის ვეტერანების ერთჯერად ფულად დახმარებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის ან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით.
დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) გარდაცვლილი ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი (ასლი) ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;
გ) დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) გარდაცვალების მოწმობა;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ამ წესის მიზნებისთვის პირის „ოჯახის წევრებად“ ჩაითვლება: ა) მშობელი (მშვილებელი); ბ) შვილი (ნაშვილები); გ) მეუღლე; დ) და-ძმა; ე) ბებია-პაპა; რომლებიც ეწევიან საერთო მეურნეობას.
4. გარდაცვლილი ომის მონაწილის (ვეტერანის) თითოეულ ოჯახზე, გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების სახით, გაიცემა თანხა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. დახმარება გაიცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
6. თანხის გაცემა ხდება ბანკის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
მუხლი 9🔗. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება
1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა, უპატრონო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ითვალისწინებს უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას.
2. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ) გარდაცვალების მოწმობა;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
3. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების სახით, თანხა გაიცემა ერთჯერადად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
თავი III. ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 10🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, როლებთაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და თუ მათი სარეიტინგო ქულა 57.000-ზე მეტია და არ აღემატება 150.000-ს.
2. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა აქვთ 0-დან 57.000-ის ჩათვლით, წელიწადში ორჯერ მიეცემათ 100-ლარიანი დახმარება.
3. დახმარების დასანიშნად დახმარების მიღების მსურველმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები (ასლები);
გ) მშობლების ქორწინების მოწმობა (ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები);
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ზ) გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – რწმუნებულის ან დეპუტატის ხელმოწერა (რეკომენდაცია) აქტის სახით
3. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ მრავალშვილიან ოჯახზე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. ყოველთვიური ფულადი დახმარება ირიცხება ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
თავი IV. არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 11🔗. უკიდურესად შეჭირვებულ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული, ოჯახის მზრუნველობას მოკლებული პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები, ყოველდღიური, უფასო ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის სახით.
2. არაფულადი სოციალური დახმარების მისაღებად უკიდურესად შეჭირვებულმა, ოჯახის მზრუნველობას მოკლებულმა პირმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი).
3. სოციალურ დახმარებაზე ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობის საკითხს შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური და ამზადებს დასკვნას.
მუხლი 12🔗. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო მომსახურების
თანადაფინანსება
1. პროგრამის სუბიექტი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა) უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ) ბავშვის პირადობის მოწმობა (ასლი) ან დაბადების მოწმობა (ასლი);
დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშფაქტურა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
3. დახმარება გაიცემა მაქსიმუმ 50%-ის თანადაფინანსებით.
მუხლი 13🔗. ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთათვის სამედიცინო
მომსახურების პროგრამა
1. ეკონომიურად შეჭირვებულ პირს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს, მაგრამ არ ექვემდებარება სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას, უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა (ასლი);
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა 100);
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (ანგარიშ-ფაქტურა) მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის ღირებულების შესახებ.
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
3. გადაწყვეტილების მიღებისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი დროებითი კომისია ხელმძღვანელობს წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტებით.
4. ეს პრიორიტეტები მოიცავს ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორიას, ესენია:
• პირველი კატეგორია: ა) ონკოლოგიური სენით დაავადებული მოქალაქეები; ბ) პენსიონერები, ომის ვეტერანები, ინვალიდები;
• მეორე კატეგორია აერთიანებს: ა) მარტოხელა დედებს, რომელთაც კმაყოფაზე ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები; ბ) მრავალშვილიან ოჯახებს;
• მესამე კატეგორია მოიცავს, უბედური შემთხვევების გამო, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს.
5. დახმარება გაიცემა, მაგრამ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში კი დახმარება შეიძლება გაიცეს უფრო მეტი თანხითაც, სათანადო დასაბუთების საფუძველზე. (შესაძლებელია დახმარება გაიცეს მედიკამენტების სახით).
6. თანხის გაცემა ხდება ბანკის მეშვეობით, ან განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით, რისთვისაც განმცხადებელი, მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგეობაში დამატებით წარადგენს ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემებს, ან თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის შესაბამისად.
თავი V. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება
და ადმინისტრირება
მუხლი 14🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგეობის მიერ შექმნილი დროებითი კომისია და გამგეობის შესაბამისი სამსახურები.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური პასუხისმგებელია მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
მუხლი 15🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად
საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. გამგეობა უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში.
3. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასვნის მოსამზადებლად ეგზავნება სამსახურს.
მუხლი 16🔗. სოციალური სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა
1. გამგეობაში შემოსულ განცხადებებს სამსახური განიხილავს კომისიური წესით.
2. საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მუხლი 17🔗. სოციალური დახმარებების გაცემის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. კომისია უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვნობის დადგომა, და ა.შ.
მუხლი 18🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება დროებითი კომისიის ოქმის (დასკვნის) საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.
3. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
მუხლი 19🔗. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა
1. გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და დანიშნულია სოციალური დახმარება, იგზავნება გამგეობის ბუღალტერიაში, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი დახმარების სათანადო წესით გაცემას.
2. ფულადი დახმარებები გაიცემა ბანკის მეშვეობით, თანხის ბენეფიციარის პირად ანგარიშზე გადარიცხვით ან სამედიცინო დაწესებულებაში გადარიცხვით.