ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2011
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110309011, 22/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,180 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} @font-face {font-family:SPParliament;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold; font-style:italic;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:"Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 42.55pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2011 წლის 2 მარტი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესი თანდართული რედაქციით. (დანართი თან ერთვის). 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ა. მამეშვილი გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი ადგენს გამგეობის რწმუნებულთა (შემდგომში რწმუნებული) მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. რწმუნებულის ან მისი უფლებამოსილების შემსრულებელი პირის მიერ აქტის, ცნობის გაცემა სრულდება ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. რწმუნებული 1. რწმუნებული არის პირი, რომელიც დანიშნულია ამ თანამდებობაზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და სხვა ადმინისტრაციული აქტებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. 2. რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე.     მუხლი 3🔗. რწმუნებულის ფუნქციები და ვალდებულებები 1. რწმუნებულის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” №27 დადგენილების შესაბამისად. 2. რწმუნებული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში უწევს მომსახურებას პირებს, რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობითი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის, ადგილზე არყოფნის შემთხვევაში), ასევე ზეპირი ფორმით. 3. რწმუნებული წინამდებარე დადგენილი წესით ინახავს გაცემული დოკუმენტების პირებს და სხვა აქტებს. 4. რწმუნებული უფლებამოსილებათა შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ტერიტორიული ორგანოს დებულებით, ამ წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗. რწმუნებულის საქმიანობის პრინციპები რწმუნებულის საქმიანობა ხორციელდება მიუკერძოებლობის, კანონიერების, სამოხელეო პასუხისმგებლობის პრინციპების საფუძველზე.     მუხლი 5🔗. რწმუნებულის უფლებამოსილების შესრულება სხვა თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რწმუნებულის უფლებამოსილება შეიძლება შეასრულოს ტერიტორიული ორგანოს მოხელემ გამგებლის ბრძანების საფუძველზე.     მუხლი 6🔗. რწმუნებულის უფლებები 1. რწმუნებულს უფლება აქვს: ა) გამოითხოვოს და მიიღოს უფლებამოსილების შესასრულებლად აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან; ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.     მუხლი 7🔗. უარი რწმუნებულისთვის უფლებამოსილებით მინიჭებული მოქმედების შესრულებაზე 1. რწმუნებულს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა უფლებამოსილებით მინიჭებული მოქმედების შესრულებაზე და/ან სხვა კანონით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე. 2.უარის გაცხადებისას, რწმუნებული გამოსცემს წერილობით განმარტებას, რომელშიც მიეთითება: ა) რწმუნებულის სახელი და გვარი, ტერიტორიული ორგანოს სახელწოდება; ბ) წერილობითი განმარტების მიღების თარიღი; გ) იმ პირის მონაცემები, რომელსაც ეთქვა უარი მომსახურების და/ან მოქმედების შესრულებაზე; დ) საქმის გარემოებები და უარის თქმის საფუძვლები; ე) გასაჩივრების წესი.  3. წერილობითი განმარტება უარის თქმის შესახებ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.     მუხლი 8🔗. პროფესიული საიდუმლოება 1. რწმუნებული ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს მიმმართველი პირის პირადი ცხოვრების შესახებ ყველა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა რწმუნებულის ფუნქციების შესრულებისას. ეს ვალდებულება ძალაში რჩება თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც. 2. ანდერძის შესახებ ნებისმიერ ცნობა ან ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ იმ პირობით, თუ წარდგენილი იქნება მოანდერძის გარდაცვალების მოწმობა.    მუხლი 9🔗. რწმუნებულის ბეჭედი და ხელმოწერა 1. რწმუნებულს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომლის ნიმუში დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ. 2. რწმუნებულის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული მოქმედების დასამოწმებლად. ბეჭედი ისმება ხელმოწერასთან ისე, რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ისე, რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი. შესრულებულ მოქმედებას რწმუნებულის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა. რწმუნებულის ბეჭედი დაისმება რწმუნებულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე: ცნობა, აქტი, რწმუნებულის მიმართვა, განმარტებითი წერილი, და სხვა. 3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტს დასმული აქვს რწმუნებულის ხელმოწერა და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ რწმუნებულს ბეჭდის დასასმელად. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც რწმუნებულს ჰქონდა რწმუნებულის მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ რწმუნებული ვალდებულია ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე (ბეჭდის დასმის ადგილზე) გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა. 4. რწმუნებული ვალდებულია გულმოდგინედ შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს მოხელე გამგებლის ბრძანების საფუძველზე. თავი II უფლებამოსილებათა შესრულების ზოგადი დებულებები     მუხლი 10🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტები 1. რწმუნებული ამოწმებს ფაქტობრივ მდგომარეობას, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს. რწმუნებული ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს.  2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, რწმუნებული უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). რწმუნებული ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ქმედუნარიანობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში. 3. რწმუნებული ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი პირი, მოწმეები) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, დასაშვებია პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. 4. თუ რწმუნებულს ეჭვი ეპარება მონაწილის ქმედუნარიანობაში ან წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, რწმუნებული ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე. 5. რწმუნებული ვალდებულია, აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. აქტში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ისე მოწმეთა პირადობის მოწმობის მონაცემები (პირადი ნომერი, მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი). 7. რწმუნებულს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში. 8. აქტში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა.     მუხლი 11🔗. საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემა 1. საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში რწმუნებული გასცემს ცნობებს ნოტარიუსის ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ან რწმუნებულის მიერ შედგენილი ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე. 2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი - შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით. 3. ცნობაში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა. 4. ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და იგი მოწმდება რწმუნებულის ხელმოწერითა და ბეჭდით ამ წესის შესაბამისად. 5. სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება, აგრეთვე, ფანქრით შედგენილი დოკუმენტები. 6. თუ ამ წესით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ცნობის გაცემის საფუძვლად ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და დოკუმენტი მიღებულია ისეთი არხებით ან საშუალებებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას.     მუხლი 12🔗. დოკუმენტების (აქტი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები 1. დოკუმენტები უნდა შედგეს მკაფიო და ნათელი ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება. 2. დოკუმენტები უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი). ხელით დაწერისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემდეგი და წყალმედეგი მელნის ავტოკალამი. 3. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა. 4. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად. 5. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია. 6. საბუთები, რომელთა საფუძველზე შედგა აქტი და რომლებიც უნდა დარჩეს რწმუნებულთან, დაერთვის აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება რწმუნებულთან რეესტრში. 7. თუ რწმუნებულთან წარდგენილი დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ერთ-ერთ პირობას მაინც: ა) ფურცლები უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე. დოკუმენტზე მითითებული უნდა იყოს აკინძული ფურცლების რაოდენობა; ბ) თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა, ხოლო თუ დოკუმენტის ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი ბეჭედი, ამ შემთხვევაში თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა.     მუხლი 13🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტებისა და ცნობების ენა 1. აქტი და ცნობა უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, აქტის მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, რწმუნებული ოქმის შედგენას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. 2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ. 3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისათვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.     მუხლი 14🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველ აქტზე ხელმოწერის წესი 1. აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს აქტის ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი) რწმუნებულის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს. სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. აქტის ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერის შემდეგ აქტს ხელს აწერს და შესაბამისი ბეჭდით ამოწმებს რწმუნებული. თავი III რწმუნებულის მიერ გაცემულ დოკუმენტაციათა რეესტრი     მუხლი 15🔗. დოკუმენტაციათა რეესტრი 1. რწმუნებული ვალდებულია აწარმოოს რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება შემოსული განცხადებები და მის მიერ შედგენილი ყველა დოკუმენტი, 2. რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა) შემოსული განცხადებების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი); ბ) დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი და დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი; ბ) ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტის მომთხოვნის და/ან პირის, რომელზეც გაცემულია ცნობა: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი. თავი IV ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობები     მუხლი 16🔗. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა შესაძლებელია იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ, ასევე ნებისმიერი მოძრავი ქონების (მაგ., შინაური ცხოველები და ფრინველები, ნივთები გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) შესახებ. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე. ცნობაში მიეთითება სასოფლო-სამურნეო პროდუქციის სავარაუდო მაქსიმალური ოდენობა. მოქმედების ვადა განისაზღვრება 7 დღით.     მუხლი 17🔗. ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა (ამოღებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის ,,ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” №806 ბრძანების ამოქმედების დღიდან.). 1. რწმუნებული გასცემს ხე-ტყის წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის ,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ” №380 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2. წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები არის საბუთი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კანონიერ ფლობას და გამოიყენება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ისე ხე-ტყის ექსპორტირებისას.  3. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების ფორმები დადგენილია აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ით და დანართი № 2-ით. (მუხლი 17🔗. ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა (ამოქმედდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის ,,ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” №806 ბრძანების ამოქმედების დღიდან.) 1. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვისთვის ,,ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის’’ გაცემა ხდება მოსარგებლის მიერ მოწოდებული წერილობითი განცხადების საფუძველზე. 2. განცხადების საფუძველზე ხდება ადგილზე გადამოწმება, თუ ვის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იქნა მოჭრილი ხე-ტყე მისი ოდენობა და სახეობა, რის შესახებაც დგება აქტი, რომელშიც აისახება, თუ ვის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზეა მოპოვებული საშეშე მერქანი ან სამასალე ხე-ტყე. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №806-ის დანართი №5-ის შესაბამისად წარმოებული ფორმა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა რწმუნებულის მიერ ამ მუხლში მითითებული აქტის საფუძველზე. 4. დოკუმენტი გაიცემა განცხადების მიღებიდან არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა. დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება სათანადო წესით შევსებიდან, დამოწმებიდან 12 საათის განმავლობაში. თავი V ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტები     მუხლი 18🔗. აქტი ოჯახის შემადგენლობის შესახებ ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი ოჯახის შემადგენლობის შესახებ გაიცემა ამ წესის II თავის შესაბამისად. ოჯახის წევრების ნათესაური კავშირი აქტში ჩაიწერება განმცხადებელთან მიმართებით. აქტის მოქმდების ვადა განისაზღვრება  30 დღით.     მუხლი 19🔗. აქტი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე აქტი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი ცხოვრობს ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. აქტში მითეთებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, რომელი წლიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე. სასურველია თუ დადგინდება თვე და რიცხვიც. აქტში მოქმედების ვადა არ მიეთითება, იგი განისაზღვრება აქტის გაცემის დღით.     მუხლი 20🔗. აქტი ქონების ფაქტობრივი ფლობა/განკარგვის თაობაზე აქტი ქონების (უძრავი ქონება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) ფაქტობრივი ფლობა/განკარგვის თაობაზე გაიცემა კომუნალური გადასახადის დამადასტურებლის დოკუმენტის და/ან ამ წესის II თავის შესაბამისად. აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 დღით.