„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 12.06.2004
ძალის დაკარგვა 17.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.051
გამოქვეყნების წყარო სსმ, 60, 14/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 16.03.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 45.0pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №50
2004 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (თ. ლებანიძე) მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს დებულებით გათვალისწინებული სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების პაკეტი.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში.
2. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას სამინისტრო უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა.
4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე.
6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №68ა.
მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში წარმოადგენს:
ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დაგეგმვის სისტემის გამართვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;
გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, ინდიკატორული გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება;
ე) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების ხელმძღვანელობა;
ვ) მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების, აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო მართვა (რეგულირება, ზედამხედველობა, აღრიცხვა, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა), მათ შორის:
ვ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების ზედამხედველობა;
ვ.ბ) შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა;
ზ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
თ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ორგანიზება;
ი) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება, მიღება (გამოცემა);
მ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ნ) კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ო) სამეცნიერო კვლევის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) ეკონომიკური მექანიზმების შემუშავება (ეკომარკის მინიჭების ორგანიზების ჩათვლით);
ჟ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა), აგრეთვე ნარჩენების გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, გაუვნებლებისა და განთავსების სახელმწიფო მართვა;
რ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტების დადგენა;
ს) გარემოს დაცვის ნორმების შემუშავება და დამტკიცება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა და ლიმიტის დამტკიცება;
უ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გარემოსდაცვითი აუდიტის განხორციელების ორგანიზება;
ქ) ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი ორგანიზაციული და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება;
ღ) წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ;
ყ) საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების ,,წითელი ნუსხის“ წარმოება და ,,საქართველოს წითელი წიგნის“ გამოცემის ორგანიზება;
შ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადება;
ჩ) ქვეყნის, რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტის დონეებზე გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის მართვა;
ც) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ძ) მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება;
წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება.
2. სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებას სამინისტრო ზედამხედველობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. სამინისტროს უფლებამოსილება
სამინისტროს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები;
ბ) შექმნას და აწარმოოს დამოუკიდებელ ექსპერტთა სახელმწიფო რეესტრი სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განსახორციელებლად;
გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევებში, საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით სამინისტროში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები);
დ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗. სამინისტროს დაფინანსება და საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა
სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 5🔗. მინისტრი
1. მინისტრის კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. მინისტრი:
ა) მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას;
ბ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის დანარჩენი ორგანიზაციების დებულებებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;
გ) ამტკიცებს სამინისტროს საქმისწარმოების წესს, სამინისტროს საშტატო ნუსხასა და ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
დ) შეიმუშავებს სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის პროექტს;
ე) ამტკიცებს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისადმი;
ვ) ქმნის კომისიებს, საბჭოებს სათათბირო უფლებებით და დებულებებით განსაზღვრავს მათ კომპეტენციასა და საქმიანობის წესს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. მინისტრის მოადგილეები
1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი.
2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონებითა და მთავრობის აქტებით.
მუხლი 7🔗. სამინისტროს სისტემის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
1. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სამინისტროს სამმართველოებისა და სამსახურებისაგან), ტერიტორიული ორგანოებისაგან, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან სამინისტროს სამმართველოები, სამსახურები.
2. სამინისტროს სამმართველოები არიან:
ა) ადმინისტრაციული;
ბ) იურიდიული;
გ) რეგიონებთან ურთიერთობის;
დ) ზედამხედველობის;
ე) ეკონომიკური პოლიტიკის;
ვ) ფინანსებისა და ბუღალტერიის;
ზ) ბიომრავალფეროვნების დაცვის;
თ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების;
ი) პროექტების კოორდინაციისა და მომზადების;
კ) გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის;
ლ) წყლის რესურსების მართვის;
მ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის;
ნ) მიწის რესურსების;
ო) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის;
პ) კანონშემოქმედებითი;
ჟ) სტრატეგიული დაგეგმვის;
რ) ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების;
ს) კლიმატის ცვლილების.
3. სამინისტროს სამსახურები არიან:
ა) შიდა აუდიტორული სამსახური;
ბ) გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახური;
გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური.
4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ბ) იმერეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
გ) გურიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
დ) შიდა ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ე) ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ვ) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ზ) კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
თ) მცხეთა-მთიანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ი) ქვემო სვანეთ-ლეჩხუმის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
კ) რაჭის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ლ) ხაშურის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
მ) ფოთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ნ) დასავლეთ საქართველოს კომპლექსური ლაბორატორია;
ო) აჭარის გარემოს დაბინძურების კონტროლის რეგიონალური ლაბორატორია;
პ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია.
5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი;
ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი;
გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გეოლოგიის დეპარტამენტი;
დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი.
6. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრი ,,სტიქია“;
ბ) კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი;
გ) სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრი;
დ) გეოინფორმაციული ტექნოლოგიების დისტანციური კვლევების ცენტრი;
ე) სპეციალური (სამხედრო) დანიშნულების გეოლოგიური კვლევების ცენტრი ,,სპეცგეო“;
ვ) საქგეოლფონდი;
ზ) გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრი;
თ) საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახური;
ი) საქართველოს შავი ზღვის დაცვის და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტო;
კ) საქგეოლექსპერტიზა;
ლ) საქტყეპროექტი;
მ) ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ნ) აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ო) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი;
პ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი;
ჟ) საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი;
რ) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი;
ს) ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი;
ტ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი;
უ) გარდაბნის სახელმწიფო აღკვეთილი;
ფ) ყორუღის სახელმწიფო აღკვეთილი და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი;
ქ) ივრის სახელმწიფო აღკვეთილი;
ღ) კაცობურის სახელმწიფო აღვეთილი;
ყ) ჭაჭუნის სახელმწიფო აღკვეთილი;
შ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი;
ჩ) კოლხეთის ეროვნული პარკი;
ც) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი;
ძ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალი;
წ) გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ჭ) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და თუშეთის ეროვნული პარკი;
ხ) ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, ბაბანურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი;
ჯ) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი;
ჰ) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
ჰ.ა) სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურების ცენტრი;
ჰ.ბ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების სამმართველო;
ჰ.გ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ჰ.დ) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ჰ.ე) კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ჰ.ვ) შიდა ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ჰ.ზ) გურიის გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ჰ.თ) სამეგრელოს გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ჰ.ი) სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი;
ჰ.კ) იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი;
ჰ.ლ) გარემოს დაცვის ცენტრალური ლაბორატორია;
ჰ.მ) შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
ჰ.ნ) გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
7. სამინისტროს სისტემაშია აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები.
8. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები ანგარიშვალდებული არიან სამინისტროს წინაშე (გარდა ფინანსური საკითხებისა).
მუხლი 9🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაა:
ა) ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა;
ბ) იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მართვა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
დ) ზედამხედველობის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობისა და გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების კონტროლის ორგანიზება, მათ შორის:
დ.ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისადმი;
დ.ბ) გარემოსდაცვითი სანებართვო დოკუმენტებისა და დამტკიცებული ლიმიტების პირობების შესრულებისადმი;
ე) ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავება;
ვ) ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ვ.ა) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი;
ვ.ბ) მატერიალური, შრომითი, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება;
ვ.გ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
ვ.დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი;
ვ.ე.) სამინისტროს მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფა;
ზ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ბიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
თ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია უცხოელ პარტნიორებთან სამინისტროს ურთიერთობებში მონაწილეობა და ამ ურთიერთობების მონიტორინგი, სამინისტროს კომპეტენციის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი, ასეთ ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზი და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში მონაწილეობა;
ი) პროექტების კოორდინაციისა და მომზადების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია სამინისტროს კომპეტენციის სფეროში დაფინანსების საბიუჯეტო და სხვა წყაროების ეფექტიანი გამოყენებისათვის პროექტებისა და პროგრამების მომზადება და მათ მომზადებაში მონაწილეობა, ასევე ამ სახის ეროვნული, რეგიონალური და გლობალური პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი, შესაბამისი დავალების საფუძველზე კი – მიმდინარეობის კონტროლი;
კ) გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და განვითარების უზრუნველოფა;
ლ) წყლის რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა წყლის რესურსების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
მ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ნ) მიწის რესურსების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგობების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მიწის რესურსების მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა;
ო) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
პ) კანონშემოქმედებითი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
რ) ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ს) შიდა აუდიტორული სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის შიდა სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება;
ტ) გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურის ძირითადი ამოცანებია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება; სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა, ლიმიტების დამტკიცების ორგანიზება;
უ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
3. სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება საკუთარი დებულებებით.
მუხლი 10🔗. შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია
შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს და მისი კომპეტენციები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს მიერ შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციით (ბუქარესტი, 1992 წ.), გემებიდან დაბინძურებით თავიდან აცილების შესახებ ,,MARPOL“ კონვენციით (ლონდონი, 1973), გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ კონვენციის 1978 წლის ოქმით (ლონდონი, 1978), სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისა და მათი განთავსების კონტროლისა და ზედამხედველობის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, მითითებების, ინსტრუქციებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 11🔗. სამინისტროს სიმბოლიკა
1. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და სახელმწიფო გერბს, სხვა სახელმწიფო სიმბოლიკას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სანებართვო დოკუმენტებში, თანამშრომლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, ბლანკებზე, აბრებზე.
3. სამინისტროს აქვს ემბლემა (ლოგო), რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებზე, აგრეთვე სამინისტროს სუვენირებსა და კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტომანქანებსა და კატარღებზე).
მუხლი 12🔗. სამინისტროს ლიკვიდაცია
სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.