სააქციო საზოგადოების მორიგი კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110309020, 10/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოების მორიგი კრების მოწვევის შესახებ

 

სს სტომატოლოგიური ცენტრი „ვარაზისხევის“ დირექტორატი იწვევს სს-ის აქციონერებს სს-ის მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2011 წლის 31 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. 2/2-ში მდებარე სააქციო საზოგადოების შენობაში. დღის 3 საათზე.

 

დღის წესრიგი:

1. 2010 წლის წლიური შედეგების განხილვა;

ა) წლიური ანგარიშის წარმოდგენა დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად;

ბ) დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშების დამტკიცება.

2. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

3. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.

4. აუდიტორის არჩევნები.

დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მოთხოვნა დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე, ასევე წერილობით, თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2011 წლის 20 მარტამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი შპს „კაპიტალ რეგისტრი“, 2011 წლის 21 თებერვლის 18 საათის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ ა/წ 21 მარტიდან 31 მარტამდე (10 საათიდან 17 საათამდე), მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 55, დამოუკიდებელი რეგისტრატორი. შპს „კაპიტალ რეგისტრის“ ოფისი.

თბილისი, 2011 წლის 7 მარტი