საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ
საქართველოს კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 05.03.1998
ძალის დაკარგვა 09.03.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1284
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს კანონი 13.02.2004
დოკუმენტის ტექსტი
საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 49.55pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი
საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საწარმოთა ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების წარდგენის, განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების წესს საწარმოთა საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.
მუხლი 1🔗. კანონში გამოყენებული ტერმინები
კანონში გამოყენებული ტერმინები:
ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო ან ორგანიზაცია (არასამეწარმეო იურიდიული პირი), რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას;
ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების მიხედვით წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც გადახდილი არ არის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
გ) გადახდისუუნარობა – დადგენილ ვადაში საწარმოს მიერ საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობა;
დ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების, ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავების გაყინვა და/ან გადავადება ამ კანონით დადგენილი წესით;
ე) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადახდის შეჩერება განსაზღვრული ვადით;
ვ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების მიმართ საგადასახადო ვალდებულების განვადება;
ზ) საწარმოს რესტრუქტურიზაცია – საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართული სამართლებრივი, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ღონისძიებათა კომპლექსი.
საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1592-სსმI,№21,12.07.2002წ.,მუხ.99
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი
1. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ კანონით განსაზღვრული წესით.
2. ამ კანონით დადგენილი წესი ვრცელდება დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე.
3. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და მხოლოდ ერთხელ.
4. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა გაყინვის ვადა არ აღემატება 12 თვეს.
5. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება შეიძლება გადავადდეს არა უმეტეს 24 თვით (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).
6. რესტრუქტურიზებულ დავალიანებას გაყინვის პერიოდში საჯარიმო სანქციები და პროცენტები არ ერიცხება.
7. რესტრუქტურიზებულ დავალიანებას გადავადების პერიოდში გადაუხდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება 0,5 პროცენტი.
8. იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე შეუწყდათ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები ან უსარგებლიათ რესტრუქტურიზაციის რეჟიმით, ეკრძალებათ მოითხოვონ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეაბილიტაცია.
საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონი №2106-სსმI,№25(32),02.07.1999წ.,მუხ.122
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №850-სსმI,№11,30.04.2001წ.,მუხ.42
მუხლი 3🔗. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხს სწავლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობას და დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. კომისია ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის საკითხის შესწავლის დროს იწვევს შესაბამისი დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს.
2. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის საკითხის განსახილველად კომისიას წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;
ბ) პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება;
გ) კრედიტორთა ნახევარზე მეტის და იმ კრედიტორთა თანხმობა, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;
დ) საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა;
ე) წინადადებები დავალიანებათა გაყინვის და/ან გადავადების პირობებისა და ვადების თაობაზე.
3. კომისიას ერთი თვის ვადაში, საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმის შესწავლის საფუძველზე, გამოაქვს დასკვნა ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.
4. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, დავალიანების დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
5. კომისიის დადებით დასკვნას და ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ.
6. კომისიის დასკვნა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებსა და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციაზე.
7. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს აღნიშნულის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული თარიღიდან.
მუხლი 4🔗. საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა
საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა მოიცავს:
ა) საწარმოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დაწვრილებით ანალიზს;
ბ) მიზეზებს, რომლებმაც განაპირობა საწარმოს გადახდისუუნარობა;
გ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვა;
დ) წარმოების ზრდის, პროდუქციის რეალიზაციის, საწარმოო დანახარჯების, მოგების და სხვა ძირითად მაჩვენებლებს;
ე) ფულადი რესურსების შემოსვლისა და გამოყენების გაანგარიშებებს;
ვ) საწარმოს ქონების შეფასებაზე აუდიტის დასკვნას.
მუხლი 5🔗. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები
1. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო ვალდებულია:
ა) დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებანი;
ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებითა და რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობები;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ხელშეკრულებითა და რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პერიოდში დივიდენდების გაცემა წყდება.
3. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს მისცეს თანხმობა დავალიანებათა რესტრუქტურიზაციაზე, არა აქვთ უფლება შეიტანონ სასამართლოში განცხადება საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე.
მუხლი 6🔗. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის დამთავრება, ვადამდე შეწყვეტა
1. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და აღნიშნულ რეჟიმში საწარმოს მუშაობის პირობები წყდება:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული რესტრუქტურიზაციის ვადების ამოწურვის შემთხვევაში;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე საწარმოს მიერ დავალიანებათა დაფარვისას.
2. ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რესტრუქტურიზაცია ვადამდე წყდება.
3. საწარმოს მიზეზით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში:
ა) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს მიმართ გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები;
ბ) თანხების იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანოები იყენებენ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ წესებს.
მუხლი 6🔗1. გარდამავალი დებულებანი
1. 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის დაწყებამდე დარიცხული საურავების გადახდა განევადოთ იმ საწარმოებს, რომელთა მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ.
2. დარიცხული საურავების გადახდა მოხდეს ცალკე გრაფიკით, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამ საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონი №2106-სსმI,№25(32),02.07.1999წ.,მუხ.122
მუხლი 7🔗. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 5 მარტი
№1284–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონი №2106-სსმI,№25(32),02.07.1999წ.,მუხ.122
2. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №850-სსმI,№11,30.04.2001წ.,მუხ.42
3. საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1592-სსმI,№21,12.07.2002წ.,მუხ.99
4. ძალადაკარგულია - საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3323 - სსმI,№6, 09.03.2004წ.,მუხ.27