საგზაო ფონდის გადასახადების შემოსავალზე კონტროლის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 22.06.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 000000000.36(0).012.004294
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 10/07/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2000 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| თვის რიცხვი | გატარებული ა/მანქანების რაოდენობა |
დოკუმენტის ტექსტი
საგზაო ფონდის გადასახადების შემოსავალზე კონტროლის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი
360.012.004.294
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრისა და საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება
№109-№30
2000 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საგზაო ფონდის გადასახადების შემოსავალზე კონტროლის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის №
17 და 22 ივნისის №
383 ბრძანებულებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის, საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების მიზნით, ვბრძანებთ:
1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა (კობა ნარჩემაშვილი):
ა) უზრუნველყოს ცალკეული საბაჟოების ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადახდილი თანხების შეტანა ადგილობრივ საბანკო დაწესებულებებში არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უშუალოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში საგზაო საგადასახადო სამმართველოს მიერ ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე ჩასარიცხად;
ბ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს 10 რიცხვისა, გადასცეს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს ცნობები: წინა თვის განმავლობაში ბენზინის აქციზით დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ეთილირებულიდან და არაეთილირებულიდან ცალ-ცალკე №
1 დანართის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხა საბაჟო გამშვები პუნქტების მიხედვით, აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებითაც განხორციელებულია სატრანზიტო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსავლისათვის გადასახადის მიღების შესახებ – №
2 დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადასახადის გადახდევინების და თანხების მოძრაობის სისწორის შესამოწმებლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ჟალვაჟან ხვადაგიანი – საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველოს ეკონომიკისა და საბუღალტრო განყოფილების უფროსი;
მიხეილ ფალიანი – საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო სამმართველოს დასავლეთის ზონის განყოფილების უფროსი;
ალექსანდრე ჩოჩია – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადასახდელებისა და ადმინისტრირების განყოფილების უფროსი;
ვაჟაბერ მგელაშვილი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტატისტიკური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების განყოფილების ინსპექტორი.
3. კომისიამ შერჩევის პრინციპის საფუძველზე:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადასახადის გადახდევინების და თანხების მოძრაობის სისწორის შემოწმებისას უზრუნველყოს საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა ტვირთამწეობის, მარკის და სახელმწიფო ნომრების მიხედვით და ეს მონაცემები შეუდაროს საბაჟო-გამშვებ პუნქტში არსებული პირველადი აღრიცხვის მონაცემებს;
ბ) შეამოწმოს საბაჟო ტერმინალში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაცემული ქვითრების შესაბამისობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემებთან და გადასახადის გამოანგარიშების სისწორე, შეადგინოს შუალედური აქტი და შეუდაროს ეს მონაცემები საბაჟო-გამშვები პუნქტის პირველადი აღრიცხვის მონაცემებს;
გ) შეამოწმოს ამონაგები თანხების ბანკის დაწესებულებებში შეტანისა და თანხების დანიშნულების მიხედვით გადარიცხვის თავისდროულობა და სისწორე;
დ) შეადგინოს სათანადო აქტი 3 ეგზემპლარად, შემმოწმებლების და საბაჟოს პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით და აქტის ერთი ეგზემპლარი ჩააბაროს საბაჟოს პასუხისმგებელ პირს;
ე) წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრისა და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე. გასატარებელი ღონისძიებების პროექტის დართვით;
ვ) ჩაატაროს შემოწმება არანაკლებ ორჯერ თვეში.
4. წინამდებარე ბრძანებაში აღნიშნული საკითხების კოორდინაცია და კონტროლი დაევალოთ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ თ. შაიშმელაშვილსა და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ გ. მალაზონიას.
მ. მაჭავარიანი
ბ. სარალიძე
დანართი №1
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების
სამინისტროსა
და საქართველოს საავტომობილო
გზების სახელმწიფო დეპარტამენტის
2000 წ. 22 ივნისის №
109 და №
30 ბრძანებისა
ც ნ ო ბ ე ბ ი
2000 წ. ……………. თვეში
საავტომობილო ბენზინის აქციზით დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ……………………………………………………………………………………
საბაჟო-გამშვები პუნქტის დასახელება
(რაოდენობა ტონებში)
თვის რიცხვი
ბენზინის შემომტანი ორგანიზაციის დასახელება
შემოტანილი ბენზინი
განბაჟე-
ბული ბენზინი
დარიცხუ
-
ლი აქციზი ლარი
გადახ-
დილი აქციზი ლარი
ეთილირე-
ბული
არაეთილი-
რებული
სულ
1
2
3
4
5
6
7
8
____________________________________________________________________________
სულ თვეში
_____________________________________________________________________________
ხელმოწერა
”……..“………2000 წ.
დანართი №2
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების
სამინისტროსა
და საქართველოს საავტომობილო
გზების სახელმწიფო დეპარტამენტის
2000 წ. 22 ივნისის №
109 და №
30 ბრძანებისა
ც ნ ო ბ ე ბ ი
საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადასახადის შესახებ
2000 წ. ……………. თვეში
……………………………………………………………………………………
საბაჟო-გამშვები პუნქტის დასახელება
(თანხა ლარებში)
თვის რიცხვი
გატარებული ა/მანქანების რაოდენობა
მიღებული შემოსავლები
შეტანილია ბანკში
შენიშვნა
1
2
3
4
5
_____________________________________________________________________________
სულ თვეში
_____________________________________________________________________________
ხელმოწერა
”……..“………2000 წ.