ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.03.2011
ძალის დაკარგვა 15.03.2012
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 200010000.35.128.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110310004, 22/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 16 | 10 |
| 56 | 51 |
| ადმინისტრაციული ერთეული | საბაზისო განაკვეთი |
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ლარი/ჰა |
| კარგი | მწირი |
| სათიბი | საძოვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Tbilisi-Normal;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Tbilisi-Normal","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Tbilisi-Normal","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.4pt; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.a0, li.a0, div.a0 {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; mso-style-link:"adgili_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.adgilixmlChar {mso-style-name:"adgili_xml Char"; mso-style-link:adgili_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:26.95pt 35.1pt 0in 37.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №12
2011 წლის 7 მარტი
დ.ხარაგაული
ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე ,204-ე, 205-ე და 206-ე მუხლის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად საჭიროა შემოღებული იქნეს ადგილობრივი გადასახადი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე ,204-ე, 205-ე და 206-ე მუხლის შესაბამისად შემოღებულ იქნეს ადგილობრივი ქონების გადასახადი.
1. ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ბ) არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე);
გ) ფიზიკური პირი:
გ.ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე)“
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი:
ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა.ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ა.ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
ა.გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
ბ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, –ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით;
გ) დასაბეგრი ქონების ამ პუნქტის „ა.ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
გ.ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
დ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არ გაცემის შემთხვევაში;
ე) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ე.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.15 პროცენტის ოდენობა;
ე.ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობა.
3. მიწაზე ქონების გდასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი
მიწაზე ქონების გადასახადის გდამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე , რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი:
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
4 . მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი
ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2010 წლი 23 დეკემბრის №394 დადგენილებით:
ა.ა)ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიწის ხარისხისა და სახეობების მიხედვით;
ა.ბ) ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში.
ბ) დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური საბაზისო განაკვეთები:
ადმინისტრაციული ერთეული
საბაზისო განაკვეთი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ლარი/ჰა
სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის
კარგი
მწირი
56
51
ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის
სათიბი
საძოვარი
გაკულტურებული
სათიბი
საძოვარი
16
10
19
15
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვმ-ზე წელიწადში ქონების გადასახადი გამოიანგარიშება საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი წესით და განისაზღვრება საბაზისო განაკვეთის 0,24 ლარის გამრავლებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულების შესაბამის კოეფიციენტზე (დანართი №1) შესაბამისად.
დ) მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
გადასახადებისაგან გათავისუფლება
შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი), რომლის ფართობი არ აღემატება 50 კვმ-ს;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.
ე) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;
ვ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები, პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;
ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან ორი კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ;
თ) საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;
ი) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაში არსებული ქონება, გარდა მიწისა;
კ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები.
მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №19 დადგენილება.
მუხლი 3🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი№1
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის კოეფიციენტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული სოფლების მიხედვით
ადმინიტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულის დასახელება კოეფიციენტი
1. სოფელი ღორეშა 0.37
2. სოფელი ბაზალეთი 0.37
3. სოფელი ბორითი (საქართველოს საერთაშორისო
საავტომობილი გზის 50 მეტრიან რადიუსში 0.63
ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 0.37
4. სოფელი ფარცხნალი 0.37
5. სოფელი კიცხი 0.37
6. სოფელი ლაშე 0.37
7. სოფელი ლეღვანი 0.37
8. სოფელი მოლითი 0.37
9. მუნიციპალიტეტის ცენტრი
( დაბა ხარაგაული) 0.42
10.სოფელი ნადაბური (საქართველოს საერთაშორისო
საავტომობილი გზის 50 მეტრიან რადიუსში 0.63
ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 0.37
11.სოფელი საღანძილე 0.37
12.საკურორტო ზონა (ნუნისი) 1.2
( ზვარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეული)
13.სოფელი სარგვეში 0.37
14. სოფელი ვარძია 0.37
15. სოფელი ვახანი 0.37
16. სოფელი წიფა 0.37
17. სოფელი წყალაფორეთი 0.37
18. სოფელი ხევი (საქართველოს საერთაშორისო
საავტომობილი გზის 50-მეტრიან რადიუსში 0.63
ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 0.37
19. სოფელი ხიდარი 0.37
20. სოფელი ხუნევი (საქართველოს საერთაშორისო
საავტომობილი გზის 50-მეტრიან რადიუსში 0.63
ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 0.37
21. სოფელი ზვარე 0.37