,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე“
მიღების თარიღი 09.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.10.003.000.055
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 10/07/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 37.9pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №56
2004 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებანი, რომლებიც ითვალისწინებს მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნას, გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” 2004 წლის 1 ივნისის №73-I-ს კანონის თანახმად შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად უნდა გადაეცეს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება.
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესრულების მიზნით:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განახორციელოს მიწის რესურსების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი ფუნქციები:
ა) მიწის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) მიწის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებათა განხორციელება;
გ) მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისი სახელმწიფო კონტროლი;
დ) მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა;
ე) მიწის რეფორმის, გამოყოფის, გასხვისების, დანიშნულების შეცვლის საქმიანობაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიწათმოწყობის, სახელმწიფო, საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ,,საქსახმიწპროექტი “ გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელმაც წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ლიკვიდაციის შედეგად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს:
ა) ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა;
ბ) მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მომზადება, რომელშიც გათვალისწინებულ იქნება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებიდან სამი თვის სახელფასო ფონდის დეპარტამენტისათვის დაბრუნება.
6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შენობების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
7. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს ხელი შეუწყონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფებს სამუშაო პირობების შექმნასა და ნორმალურ ფუნქციონირებაში.
8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია