"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები :
1. მე-11 მუხლ ი ს მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები (რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება), ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით.
5. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ფირნიშების რაოდენობა და უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
2. 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხაზზე გაუშვან ტექნიკურად გაუმართავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაცია ც აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაკეთებულია დადგენილი წესების დარღვევით, ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული, ანდა არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4216–Iს