"მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო);
ბ) საზღვაო დიპლომი (შემდგომ − დიპლომი) − კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია სააგენტოს მიერ და უფლებას აძლევს მის მფლობელს, დაიკავოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული თანამდებობა;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თეორიული მომზადების აღიარებული კურსი − თეორიული მომზადების დონე, რომელიც მიღებულია სპეციალური საზღვაო განათლების შედეგად შესაბამის საზღვაო სასწავლებელში, რომლის სასწავლო პროგრამა შეესაბამება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობას და დამტკიცებულია სააგენტოს მიერ;“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნაოსნობაში მუშაობის მსურველს მიღებული საზღვაო განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული დიპლომი და მოწმობა, რომელთა გაცემისა და მიღების წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო 2 წელიწადში ერთხელ ამოწმებს, რამდენად შეესაბამება საზღვაო სასწავლებლის და ცენტრის სპეციალური საზღვაო სასწავლო პროგრამები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.“;
ბ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზღვაო სასწავლებელი და ცენტრი უნდა იყოს აღიარებული სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.
4. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დიპლომს, თუ ამ სახელმწიფოში მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების სისტემა აღიარებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ან არსებობს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება.
5. სააგენტო ვალდებულია მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე აცნობოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და იმ სახელმწიფოთა ეროვნულ ადმინისტრაციებს, რომლებთანაც საქართველოს დადებული აქვს შეთანხმებები.“.
4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტო ამოწმებს გემზე საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულებების არსებობას.“.
5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს გემის სამეთაურო შემადგენლობის პირის წოდებას, თუ:
ა) იგი არის არანაკლებ 18 წლისა;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისია;
გ) მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისას აქვს სათანადო უმაღლესი საზღვაო განათლება;
დ) ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისას აქვს სათანადო საშუალო საზღვაო განათლება;
ე) აქვს შესაბამისი დიპლომი;
ვ) აქვს შესაბამისი მოწმობა;
ზ) აქვს გემზე მუშაობის შესაბამისი სტაჟი;
თ) თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში ფლობს ინგლისურ ენას.“.
6. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას სააგენტოს უფლება აქვს, გასცეს სათანადო დიპლომის არმქონე მეზღვაურის განსაზღვრული ვადით თანამდებობაზე დანიშვნის ნებართვა, თუ მისი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, არა უმეტეს ერთი თვის ვადით.
4. საშეღავათო ნებართვებს რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
7. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო ახორციელებს დიპლომისა და მოწმობის მქონე მეზღვაურთა რეგისტრაციას.“.
8. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო ადგენს რიგითი შემადგენლობისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს.“.
9. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აღნიშნული ტიპის გემზე მუშაობისათვის საჭირო პროფესიული ცოდნით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.“.
10. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) რადიოკავშირის სფეროში პროფესიული გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“.
11. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კაპიტნის უფროს თანაშემწეს, რომელიც მუშაობს 500-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 500-დან 3000-მდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის შესაბამისი დიპლომი.“.
12. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“.
13. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“.
14. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აღნიშნული ტიპის გემზე მუშაობისათვის საჭირო პროფესიული ცოდნით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კაპიტანს, რომელიც მუშაობს სანაპირო ნაოსნობის გარეთ მცურავ 500-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 500-დან 3000-მდე საერთო ტევადობის გემზე კაპიტნად მუშაობის შესაბამისი დიპლომი.“.
15. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“.
16. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“.
17. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სავახტო მექანიკოსს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემზე შეუძლია დაიკავოს თანამდებობა მეორე მექანიკოსის თანამდებობამდე, ხოლო იმავე გემზე მეორე მექანიკოსის თანამდებობის დასაკავებლად უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 750 კვტ და მასზე მეტი სიმძლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემის სავახტო მექანიკოსის დიპლომი.“.
18. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თეორიული ცოდნით და გემის მექანიზმების ექსპლუატაციისა და მომსახურების გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;“.
19. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თეორიული ცოდნით და გემის მექანიზმების ექსპლუატაციისა და მომსახურების გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;“.
20. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რადიოკავშირზე პასუხისმგებელ ოპერატორს ან გემზე რადიოკავშირის განმახორციელებელ პირს, რომელსაც მოეთხოვება GMDSS-ში მონაწილეობა, უნდა ჰქონდეს სათანადო დიპლომი ან სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის შესაბამისად გაცემული დიპლომი.
2. ოპერატორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა და ჯანმრთელობი ს, განსაკუთრებით მხედველობის, სმენისა და მეტყველების,მდგომარეობით უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს.“.
21. 33-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის შესაბამისად გაცემული დიპლომი;“.
22. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი კლასის ოპერატორს, რომელიც პასუხისმგებელია რადიოკავშირზე, მის შეკეთებასა და მომსახურებაზე, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული დიპლომი.“.
23. 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული დიპლომი;“.
24. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. მოწმობები
1. სააგენტოს მიერ აღიარებულია შემდეგი მოწმობები:
ა) სავალი ნავიგაციის ვახტზე მდგომი რიგითი შემადგენლობის პირის (I კლასის მატროსი) მოწმობა;
ბ) სავალ სამანქანო ვახტზე მდგომი რიგითი შემადგენლობის პირის (I კლასის მოტორისტი) მოწმობა;
გ) მტუმბავი მემანქანის (დონკერმანის) მოწმობა;
დ) ავტომატიზებული რადიოლოკაციური სისტემისა და რადიოლოკაციური წვრთნის სპეციალისტის მოწმობა;
ე) გემზე ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტის მოწმობა;
ვ) გემზე სამაშველო კანჯოებისა და ტივების სპეციალისტის მოწმობა;
ზ) ავადმყოფის მოვლის კომპეტენტურობის მოწმობა;
თ) პირველ ად ი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კომპეტენტურობის მოწმობა;
ი) პირველადი ელემენტარული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კომპეტენტურობის მოწმობა;
კ) საშიში ტვირთების გადამზიდ ავ ზე მუშაობის მოწმობა;
ლ) ნავთობმზიდზე მუშაობის მოწმობა;
მ) ქიმიურ ნივთიერებათმზიდზე მუშაობის მოწმობა;
ნ) ადრეული ნავთობით ტანკების რეცხვის სისტემასთან მუშაობის მოწმობა;
ო) ინერტული აირის სისტემასთან მუშაობის მოწმობა.
2. მოწმობების გაცემის წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სააგენტო.
3. დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მოწმობების გაერთიანება სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით.“.
25. 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დიპლომის მისაღებად კანდიდატის ცოდნა მოწმდება გამოცდების ჩაბარებით და სააგენტოს მიერ აღიარებული შემოწმების გავლით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. კანდიდატის ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო საკვალიფიკაციო კომისია, რომელსაც ქმნის სააგენტო.“.
26. მე-40 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანდიდატის ცოდნის შემოწმების შედეგებზე დგება ოქმი, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტო და რომელიც შესაბამისი დიპლომის მიღებისა და თანამდებობის დაკავების საფუძველია.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ კანდიდატის ცოდნა განმეორებითი შემოწმების დროს კვლავ არადამაკმაყოფილებელი იქნება, სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო საკვალიფიკაციო კომისია სააგენტოს წარუდგენს დასკვნას, რომლის საფუძველზედაც სააგენტო 1 წლის ვადით აჩერებს დიპლომის მოქმედებას.“.
27. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. დიპლომებისა და მოწმობების მისაღებად საჭირო საბუთები
დიპლომებისა და მოწმობების მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სააგენტო.“.
28. 43-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დიპლომის ან მოწმობის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინური წესდების“ შესაბამისად ადგენს:
ა) სააგენტო;
ბ) გემის კაპიტანი;
გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინური გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, დებულებით „საზღვაო ინციდენტების მოკვლევის შესახებ“, „საზღვაო დისციპლინური წესდებითა“ და ამ კანონით.“.
29. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. სამედიცინო კომისია
სააგენტო სპეციალიზებულ საზღვაო სამედიცინო ცენტრთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციათა გათვალისწინებით ქმნის სამედიცინო კომისიას.“.
მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4212–Iს