აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2011
ძალის დაკარგვა 31.01.2014
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 330090000.33.058.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110310036, 14/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 31.01.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 12.04.2008
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-21.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.BodyTextIndentChar { }
span.BodyTextIndent2Char { }
span.BodyText2Char { }
span.BodyTextIndent3Char { }
span.FooterChar { }
span.HeaderChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:26.95pt 42.5pt 26.95pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №39
2011 წლის 7 მარტი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 ივლისის №50 ბრძანება (გაზეთი „აჭარა” №109 (22.853), 28.06.07., გვ. 9).
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ბოლქვაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია რეგიონის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების
სფეროში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს მიერ საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე,
სამინისტროსა და ამ დებულების შესაბამისად წარმოადგენს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების –სამინისტროს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს.
2. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით
, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით,
ამ დებულებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას დეპარტამენტს უფლება აქვს გამოიყენოს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ საქმისწარმოებას, წარმოადგენს სამინისტროს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის, სასამართლო ორგანოებში, მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
გ) სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
დ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის ხელშეწყობა;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (V კლასი) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, აგრეთვე, ამ ობიექტების მშენებლობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;
ზ) სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მშენებლობისათვის მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებში მონაწილეობა, შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო წერილობითი დასკვნების მომზადება;
თ) ქალაქთმშენებლობის კადასტრის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა, საბჭოს სხდომებზე განსახილველად წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
კ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების
რეგისტრაციის უწყებრივი
რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) იმ ობიექტების ვარგისად აღიარების პროცედურების წარმოება, რომლებზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემულ იქნა სამინისტროს მიერ;
მ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება, აგრეთვე მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. დეპარტამენტი კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული მნიშვნელობის (
V კლასი) ობიექტებზე, გააკონტროლოს მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვა, (დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
ბ)
მოთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო,
ნორმატიული,
საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში; მითითების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულების, ან/და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, სამშენებლო სამართალდამრღვევთა მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები;
დ) პერიოდულად განახორციელოს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურების საქმიანობის მონიტორინგი;
ე) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები სამართლებრივი აქტების პროექტებზე, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს სამართლებრივი აქტების პროექტები, აგრეთვე, წინადადებები (რეკომენდაციები) ქალაქმშენებლობის სფეროში არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;
ვ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს, აგრეთვე სხვა დაწესებულებათა და ორგანიზაციათა საქმიანობაში ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;
თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები;
ი) ორგანიზება გაუწიოს და გამართოს თათბირები, სემინარები, შეხვედრები;
კ) გამოვიდეს მოსარჩე
ლედ ან მოპასუხედ სასამართლოში;
კ) აწარმოოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების
რეგისტრაციის უწყებრივი
რეესტრი;
ლ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, ხელს აწერს დეპარტამენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
გ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობაზე, დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
დ) განიხილავს სამშენებლო სამართალდარღვევებს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და ღებულობს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციების გატარების თაობაზე;
ე) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგად გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ურბანული განვითარების განყოფილება;
ბ) ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება
1. ურბანული განვითარების განყოფილება:
ა) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშენებლობასთან, ურბანულ განვითარებასა და სივრცით მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებში სამინისტროს მიერ ავტონომიური რსპუბლიკის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;
ბ) შეისწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (V კლასი) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, წარმართავს ნებართვის გაცემის პროცედურებს;
ბ) მონაწილეობს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებისა და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების პროცესში;
გ) ორგანიზებას უწევს კანონმდებლობის შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის პროცედურებს;
დ) მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის უფლებამოსილ ადგილობრივ ორგანოებს;
ე) ორგანიზებას უწევს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მშენებლობისათვის მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს.
ვ) მონაწილეობს ქალაქთმშენებლობის კადასტრის შემუშავებაში;
ზ) აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების
რეგისტრაციის უწყებრივ რეესტრს.
2. ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილება:
ა) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე;
ბ) მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოებს;
გ) აანალიზებს და განაზოგადებს შემოწმებით მიღებულ შედეგებს, აგრეთვე, შესაბამისი ადგილობრივი სამსახურების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის;
დ) ახორციელებს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს და შემოწმებებისას გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით მათი ზემდგომი ორგანოების წინაშე საკითხის დაყენების მიზნით შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. ზედამხედველობისა და მონიტორინგის
განყოფილებას უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს მის კონტროლს დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;
ბ) მოთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ (მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში);
დ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება;
ე) მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის გაცემული მითითების პირობებთან მიმართების ასახვის მიზნით შეადგინოს შემოწმების აქტი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართოს დეპარტამენტის უფროსს რთულ ობიექტებზე ზედამხედველობისათვის სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მოწვევის საჭიროების შესახებ.