აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.03.2011
ძალის დაკარგვა 29.03.2021
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 240140000.33.058.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110310037, 14/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,936 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2011 მიღება
29.03.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in .5in .4in .5in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №40 2011 წლის 7 მარტი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების“ შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესი და დანართები (№1; №2; №3). 2. ეს ბრძანება არ ვრცელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ იმ საწარმოებზე, რომელთა აქციები და წილები მართვის უფლებით გადაცემულია სხვა სუბიექტებზე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №243 ბრძანება. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ. ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების (შემდგომში – საწარმ ო) კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების (შემდგომში – ძირითადი საშუალებები) განკარგვისა და გადაცემის პროცესს.     მუხლი 2🔗. ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმები 1. ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმებია: ა)  ბალანსიდან ჩამოწერა; ბ) დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა; გ)  გაყიდვა; დ) ძირითადი საშუალებების საწარმოს კაპიტალიდან ამოღება ან/და სხვა საწარმოს კაპიტალში შეტანა. 2. საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო ) შეთანხმებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული განკარგვისა და გადაცემის სხვა ფორმებიც.     მუხლი 3🔗. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა 1. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით), გარდა საზოგადოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერისა, რაც ხორციელდება სამინისტროს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სამინისტროს თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლის განმავლობაში ჩამოსაწერი მოძრავი ძირითადი საშუალებების (საშუალების) ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს მთელი ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 10%-ს. თუ ჩამოსაწერი მოძრავი ძირითადი საშუალებების (საშუალების) ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება არ აღემატება საწარმოს მთელი ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 10%-ს, სამინისტროს თანხმობა არ არის საჭირო. 2. ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება საწარმოს წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას საწარმოს ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. 3. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელის შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილებით იქმნება კომისია (შემდგომში – კომისია) , რომელშიც შედიან საწარმოს ხელმძღვანელები, ბუღალტერი, სხვა თანამშრომლები. კომისიის წევრი შესაძლებელია იყოს მოწვეული პირიც. 4. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის და ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტებს (№1, №2, №3 დანართი) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. რომლის საფუძველზეც ხდება სასაქონლო მატერიალური მარაგების საწარმოო მარაგების სახით ბალანსზე აყვანა. 5. ძირითადი საშუალებების საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერა არ ჩაითვლება ვადამდელად , თუ გასულია მათი გამოყენების ვადა ან/და ამორტიზებადი ღირებულება სრულად არ იფარება ამორტიზაციის ანარიცხებით, ამასთან, ძირითადი საშუალებები გაცვეთილია ფიზიკურად, გამოუსადეგარია შემდგომი ექსპლუატაციისათვის, ხოლო მათი აღდგენა ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია. 6 . საწარმოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 7 . დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას, საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 8 . ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის გაყიდვა უნდა განხორციელდეს საჯარო აუქციონის ფორმით. 9 . საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა შესაბამისი სააუქციონო კომისიის მეშვეობით. 10 . გაყიდვიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე. 11 . ჩამოწერის მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს დირექტორი.     მუხლი 4🔗. ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა 1. უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სას ყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში ადრე გადაცემული და/ან გადასაცემი ფართების ჯამური ოდენობა აღემატება 50 მ​2-ს და/ან შეადგენს იმ ქონების (შენობის, მიწის ნაკვეთის და ა.შ) საერთო ფართის 10%-ზე მეტს, რომელშიც გადასაცემი ფართია განთავსებული, აღნიშნული ფართის გადაცემა წინასწარ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას. ასეთი შეთანხმება საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლის განმავლობაში დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადასაცემი მოძრავი ძირითადი საშუალებების ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5 %-ს. 2. ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საჯარო აუქციონის ფორმით. 3. ძირითადი საშუალებების საჯარო აუქციონის მოწყობის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო . 4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს სააუქციონო პირობები, ძირითადი საშუალებ ების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად. 5 . დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ გადახდილ უნდა იქნეს ბეს თანხა, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთი თვის გადასახადის (ქირა, საიჯარო ქირა და ა.შ) ოდენობას, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს, დროებითი სარგებლობიდან გამომდინარე, მოსარგებლის ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებას. ამასთან, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში არ გამოიყენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №182 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტი. 6 . იმ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა, რომელთათვისაც ნორმატიული აქტით დამტკიცებულია დროებით სარგებლობაში გადაცემის ღირებულება (ტარიფი), არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას, საჯარო აუქციონის მოწყობას და ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით) გადაწყვეტილებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები უსასყიდლოდ აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში შეიძლება გადაეცეთ სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. 8 . საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის ან სხვა ფორმით განკარგვის შემთხვევაში საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები), რაც ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და უნდა მიეთითოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებში. ეს პირობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული მხოლოდ სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. 9 . საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია, სამინისტროს წლიურ შედეგებთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.     მუხლი 5🔗. ძირითადი საშუალებების საწარმოს კაპიტალიდან ამოღება და/ან სხვა საწარმოს კაპიტალში შეტანა 1. გადაწყვეტილებას, საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ იღებს სამინისტრო , ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს კაპიტალის გაზრდა იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილის შემცირებას, საკითხი საჭიროებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობას. 2. საწარმოს კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. 3. საწარმოს კაპიტალში ცვლილებების შეტანა საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ დამოწმებულ აუდიტორულ დასკვნას. 4. საწარმოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას - მისი წინასწარი თანხმობით) სამინისტროსთან შეთანხმებით.     მუხლი 6🔗. ძირითადი საშუალებების გაყიდვა 1. ძირითადი საშუალებების გაყიდვა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას - მისი წინასწარი თანხმობით) სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. ძირითადი საშუალებების გაყიდვა ხორციელდება საჯარო აუქციონის ფორმით. 3. ძირითადი საშუალებების საჯარო აუქციონის მოწყობის გარეშე გაყიდვა ხდება სამინისტროს გადაწყვეტილებით. 4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს სააუქციონო პირობები, სამინისტროს მიერ დადგენილ ძირითადი საშუალებების გაყიდვის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად. 5. საჯარო აუქციონზე ძირითადი საშუალებების გაყიდვას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ შექმნილი შესაბამისი სააუქციონო კომისია. 6. ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე 7. ძირითადი საშუალებების გაყიდვის შედეგად მისაღები თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ხელმძღვანელი (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას - მისი წინასწარი თანხმობით) სამინისტროსთან შეთანხმებით.     მუხლი 7🔗. საჯარო აუქციონის წესი 1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა. 2. საწარმო აუქციონს აცხადებს აუქციონის გამართვამდე არა უადრეს 15 დღისა. 3. საწარმო აუქციონის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ბეჭდვითი მედიის საშუალებაში, რომლის გავრცელების არე მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიას და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც. 4. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 5. აუქციონის ჩატარების შემდეგ დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, ხოლო აუქციონში გამარჯვებულის მიერ საბოლოო ღირებულების დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 6. თუ საწარმოს საქმიანობის ძირითად პროფილს წარმოადგენს საზოგადოებრივი ბაზრობების ორგანიზება და შემოსავლების უმეტესი ნაწილის მიღება ხდება ძირითადი საშუალებების, სავაჭრო და კომერციული ფართების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემით, საწარმოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებისა და აუქციონის მოწყობის გარეშე გააფორმოს შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულებები. 7 . ძირითადი საშუალებების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს 12 თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჭიროებს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთან ან/და სამინისტროსთან შეთანხმებას, ეს ვადა იანგარიშება შესაბამისი თანხმობის გაცემის დღიდან. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში საწარმოს ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის შესახებ ხელახალი გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. 8 . საჯარო აუქციონის ორგანიზების, გამართვისა და შემდგომი პროცედურების განხორციელებისას გამოიყენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №182 ბრძანების შესაბამისი დებულებები, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .     მუხლი 8🔗. ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრა ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრისას ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულება. დანართი №1 შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. დანართი №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი  20 წლის -------------------------------------------------------- მდგომარეობით  საწარმოს დასახელება ------------------------------------------------------ კომისიის წევრები: 1. -------------------------- ვამტკიცებ: 2. -------------------------- კომისიის თავმჯდომარე 3. -------------------------- ბ.ა. 4. --------------------------   დანართი №3 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი  20 წლის ------------------------------------------------------ საწარმოს დასახელება --------------------- კომისიის შემადგენლობა: ------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------- ----------- შექმნილი 20 წ ------- ----------------------------- № ---------------------------------- ------------ საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა -------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: ---------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: -------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) -------------------------------------; ბ) -------------------------------; გ) --------------- კომისიის დასკვნა: ---------------------------------------------------------------------- კომისიის წევრები: 1. ------------------------------------ 2. ------------------------------------ 3. ------------------------------------ 4. ------------------------------------ ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ----------------------- ბ.ა. ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა      ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ----------- (---------------------------------) ლარი    ლიკვიდაციის შედეგი: ---------------------------------------------------------------------    მთავარი ბუღალტერი -------------------------- “ -----” -------------------- 20 წელი                                                                     კომისიის თავმჯდომარე -------------                                                                                                                  ბ.ა.