,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
010.220.000.10.003.000.057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 12/07/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2004 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა

მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

გ) ეროვნული თანხმობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

დ) ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ე) მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ვ) რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ზ) განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი;

თ) საგარეო ურთიერთობების დეპარტამეტი;

ი) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამეტი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ლ) იურიდიული დეპარტამენტი;

მ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

ნ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ო) კონტროლის დეპარტამენტი;

პ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

ჟ) მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო;

რ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.“.

2. დებულების მე-4 მუხლის „გ“ ქეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, გარდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და სხვა მოსამსახურეთა კანდიდატურებისა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება განეკუთვნება სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციას“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ჟვანია