მარტვილის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2011
ძალის დაკარგვა 04.04.2011
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.109.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110311009, 23/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 951 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2011 მიღება
04.04.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 დიდი ჭყონი, ბანძა, სალხინო, გაჭედილი, კურზუ, ტალერი, თამაკონი, ნაგვაზაო, ხუნწი, ლეხაინდრაო, ვედიდკარი, ინჩხური, სერგიეთი, ნახუნაო, კიწია, დოშაყე, აბედათი, ონოღია, ნაჯახაო, გურძემი
ზონების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №5 2011 წლის 7 მარტი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების)  გადასახადის შემოღების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა : 1. შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 მარტის №3 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი           ბ. მიქავა /საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/ დანართი მარტვილის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ     მუხლი 1🔗. ქონების, გარდა მიწისა, გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის 1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრული გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები. 2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით. 3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისთვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად მიიჩნევა აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. 4. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი. დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 100000 ლარამდე გადასახადის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1%. ბ) 100000 ლარისა და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო                                პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%;”.     მუხლი 2🔗. ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე   საქართველოს ან უცხოური საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 დეკემბრის №394 დადგენილების თანახმად. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო ნაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა, და მიწის ხარისხის მიხედვით და დგინდება წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში. აღნიშნულის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საბაზისო განაკვეთი 2011 წლისათვის განისაზღვროს: 1. სახნავით და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის :  ა) კარგი ხარისხის მიწაზე – 76 ლარი/ჰა;  ბ) მწირ მიწაზე – 60 ლარი/ჰა 2. ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:  ა) ბუნებრივი სათიბისათვის – 16 ლარი/ჰა  ბ) გაკულტურებული სათიბისათვის – 19 ლარი/ჰა  გ) ბუნებრივი საძოვრისათვის – 10 ლარი/ჰა  დ) გაკულტურებული საძოვრისათვის – 15 ლარი/ჰა.   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტარებში) ნამრავლით.     მუხლი 3🔗. ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე   არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით დადგენილია მიწის ერთი კვადრატულ მეტრზე წელიწადში 0,24 ლარის ოდენობით. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება მიწის წლიური საბაზო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტსა და მიწის ფართობზე. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  ქ. მარტვილში განისაზღვრა 0,6-ით, აქედან გამომდინარე, ქალაქ მარტვილში არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრა (0,6x0,24=0.144) 0,144 ლარით. რაც შეეხება მარტვილის მუნიციპლიტეტის სოფლებში ქონების გადასახადს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, განისაზღვროს შემდეგი სახით: № ზონების დასახელება ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1მ​2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ​2-ზე (3x4) 1 2 3 4 5 1 დიდი ჭყონი, ბანძა, სალხინო, გაჭედილი, კურზუ, ტალერი, თამაკონი, ნაგვაზაო, ხუნწი, ლეხაინდრაო, ვედიდკარი, ინჩხური, სერგიეთი, ნახუნაო, კიწია, დოშაყე, აბედათი, ონოღია, ნაჯახაო, გურძემი 0,45 0,24 0,108     მუხლი 3🔗. მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადები 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, საგადსახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 მაისისა, ხოლო გადასახადს იხდის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.