რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ოქსინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
2011 წლის 8 აპრილს ქ. თბილისში, ბაღდადის ქ. №12-ში, დღის 12 საათზე აქციათა 19.2%-ის მფლობელთა ინიციატივით გაიმართება სს „ოქსინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „ოქსინოს“ საბალანსო ღირებულების და რეალური ფართების დადგენა;
2. სს „ოქსინოს“ რეორგანიზაცია და სს „ოქსინოდან“ გამოყოფა;
3. სს „ოქსინოში“ დამრჩენი აქციონერების და რეორგანიზებულ საწარმოში გადამსვლელი აქციონერების წრის დადგენა;
4. რეორგანიზებული (გამოყოფილი) საწარმოსათვის ქონების გადაცემის დოკუმენტების დამტკიცება;
5. ახალი სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა;
6. სხვადასხვა.
სააღრიცხვო თარიღი 4 მარტი.
სს „ოქსინოს“ დირექტორი: მ. ცინცაძე