,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05.01.161
სარეგისტრაციო კოდი
330090020.37.101.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110311014, 22/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №05.01.161

2011 წლი ს 10 მარტი

 ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგა ვე ბის მოვლისა და აღდენის წესი ს დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილება ში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის წარმოება.“;

ა.ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,19. სოციალური ჭრა – ერთი ოჯახის (მოსახლე) სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ, ამ წესის შესაბამისად, სათბობი შეშის მოპოვება.’’

ა.გ) მე-20 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.დ) მე-23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი, სპეციალური ან სოციალური მიზნით ჭრა.“.

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური. ასევე, ქ. თბილისის შესაბამისი რაიონული გამგეობა (შემდგომში –გამგეობა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით ან მაცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე.’’

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. მოვლითი ჭრის სახეებია:’’

გ.ბ) პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;’’ .

გ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან გამგეობის მიერ, ამ წესის 191 მუხლის შესაბამისად.’’

 დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა

1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარ ი ული ჭრისა), უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი.

 2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით, განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები.’’

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. მოვლითი ჭრებისას, მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა

1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან გამგეობის მიერ. მოვლითი ღონისძიების სფეციფიკიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი.

2.ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა.

3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.

4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.

5. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეები იდამღება ფესვის ყელთან მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით და მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი, ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.

6. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში ან შესაბამის გამგეობაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

7. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში, გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.

8. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში, ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.’’ .

ვ) მე-13 მუხლის მე-2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის, ასევე გამგეობის (გარდა ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიერ, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.

3. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ, ამ წესის 191 მუხლის შესაბისად.’’ .

ზ) მე-14 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ზ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირწმინდა ჭრით - გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით.“.

ზ.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ზ.დ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში ან შესაბამის გამგეობაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

 6. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში, გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.

 7. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში, ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.“.

ზ.დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

თ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსაჭრელი ხეების უბანი ინიშნება ამ წესის 13-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.’’

ი) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხეები ერთეულად ინიშნება ამ წესის 13-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“

კ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 17. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა

 1. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული ხეების გადარგვა.

 2. ხეების გადარგვა ხორციელდება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან გამგეობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.’’ .

ლ) მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანხმობის საფუძველზე, მიუთითებს დაინტერესებულ პირს მოსაჭრელი ხეების უბანს და მოპოვებულ მწვანე ნარგავებზე გასცემს კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტს, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამის მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან გამოსვლამდე, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილას. დაინტერესებული პირი ვალდებულია შეინახოს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი მოპოვებული შეშის განთავსება/სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მ) მე-19 მუხლის:

მ.ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას, ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეები იდამღება ფესვის ყელთან და 1,3 მეტრ სიმაღლეზე იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი.“.

მ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში, ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.’’

მ.გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 ნ) ამ წესს დაემატოს შემდეგი შინაარის 191 მუხლი:

,,მუხლი 191. მოჭრილი მწვანე ნარგავების განთავსება და გადაცემა

1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების (გარდა „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების შედეგად მიღებული მწვანე ნარგავებისა) შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ.

2. ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ან რაიონული გამგეობა უფლებამოსილია მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი საკუთარი ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.’’

ო) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრა აკრძალულია (გარდა ხილ-კენკროვანი ნარგავებისა) ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან შესაბამისი გამგეობის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის გარეშე.’’

პ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. კერძო საკუთრებაში ჭრის განხორციელება

„1. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, მათ შორის იურიდიული პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, მესაკუთრეს უფლება აქვს სპეციალური ჭრის მოთხოვნით, განცხადებით მიმართოს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს. თანხმობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

2. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს ჭრა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. თანხმობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

3. ფიზიკური პირის, მათ შორის , ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ნარგავების, შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, სპეციალური ჭრის მოთხოვნით მესაკუთრეს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს გამგეობ ა ს.

4. ფიზიკური პირის, მათ შორის , ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს ჭრა შესაბამისი გამგეობის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. თანხმობის ერთი ეგზემპლიარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. თანხმობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას, განცხადებას თან უნდა ერთოდეს მესაკუთრის მიერ ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღდგენითი ღირებულების გადახდის ქვითარი.

6. მესაკუთრემ, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჭრის დაწყებამდე, უნდა მიმართოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და შეატყობინოს ჭრის განხორციელების დრო.

 7. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვებისას, მოჭრას, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ხეების ამოძირკვა-გადარგვას ახორციელებს მესაკუთრე, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან გამგეობის შესაბამისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.’’ .

ჟ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აღრიცხვის უწყისს ადგენს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ან შესაბამისი გამგეობა.’’ .

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ . უგულავა