„მშენებლობის,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3/2
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.159.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110314024, 17/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №3/2

2011 წლის 11 მარტი

ქ. მარნეული

,,მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესებისშესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე  შევიდეს ცვლილებები ,,მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესებისშესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში” შემდეგი სახით:

1. დადგენილების შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონების ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

2. დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ ინსტრუქციის მეორე მუხლით გათვალისწინებული მშენებლობა.“.

3. დადგენილების დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. მოსაკრებლიდან გათავისუფლება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდიდან თავისუფლდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს და ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც არ ხდება ცენტრალიზებული დაგვა-დასუფთავება.“.

4. დადგენილების დანართის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილ იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომისას არსებული მოსაკრებლის განაკვეთი, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

5. დადგენილების დანართის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მოსაკრებლის განაკვეთი

 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერინცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარით;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3750 ლარით;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %-ით;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 12 000 ლარით;“.

6.  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                      ი. ქერიმოვი