“ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 17 მარტის №1-1/560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/358
2011 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
„ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების „დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 17 მარტის №1-1/ 560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 17 მარტის №1-1/ 560 ბრძანებასა (სსმ III , 25.03.2009, №36, მუხ. 214) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:” .
2. წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესები“ (შემდგომ – წესები) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებს, აშენებს, არემონტებს და ექსპლუატაციას უწევს ნახშირის შახტებს“.
4. წესების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შახტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღების, კონსერვაციის და ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებელია სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას (შემდგომ – ინსპექცია).” .
5. წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამთო სამუშაოების განვითარების გეგმა (პერსპექტიული და მიმდინარე) უნდა დამუშავდეს და დამტკიცდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ და შეთანხმდეს ინსპექციასთან“.
6. წესების 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ ჰაერის მოძრაობის სიჩქარე აღემატება დასაშვებ სიდიდეს, გვირაბებში მუშაობა უნდა ჩატარდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამუშავებული და ინსპექციასთან შეთანხმებული სპეციალური ღონისძიებების შესაბამისად“.
7. წესების 24-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დროებით გაჩერებული საქსპლუატაციო უბნების და გამოუყენებელი გვირაბების იზოლაცია დასაშვებია ინსპექციასთან შეთანხმებით. იზოლირებული გვირაბების ზღუდარების გახსნა და მავნე აირებისგან გაწმენდა უნდა მოხდეს სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ, პროექტის შესაბამისად“.
8. წესების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გვირაბის სანგრევიდან მეთანის უეცარი ან სუფლიარული გამოყოფის ყველა შემთხვევის შესახებ შახტის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს ინსპექციას. თითოეულ შემთხვევაზე უნდა შედგეს აქტი, განხორციელდეს მეთანის გამოყოფის და სახეობის პროგნოზი, დამუშავდეს და რეალიზებულ იქნეს მეთანის უეცარი და სუფლიარული გამოყოფის თავიდან აცილების ღონისძიებები“.
9. წესების 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მტვერაფეთქებაუსაფრთხოების კონტროლი კვარტალში ერთხელ მაინც უნდა განახორციელოს სამთო-სამაშველო სამსახურმა ხელსაწყოებით ან ლაბორატორიული ანალიზით. გვირაბში მტვრის აფეთქების მხრივ საშიში მდგომარეობის გამოვლენისას სამთო-სამაშველო სამსახურმა სასწრაფოდ უნდა აცნობოს შახტის ტექნიკურ ხელმძღვანელს და ინსპექციას“.
10. წესების 61-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ანალიზების შედეგები უნდა გაფორმდეს შეტყობინების სახით სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ და გაეგზავნოს ინსპექციას და შახტის ხელმძღვანელობას. ჭაბურღილიდან და ზღუდარიდან აღებული ანალიზების შედეგები უნდა გაფორმდეს ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, ნახშირჟანგის და მეთანის პროცენტული შედგენილობის ცვლილების გრაფიკების სახით, რომელთა შევსება უნდა მოხდეს ხანძრის მთლიან ჩამოწერამდე“.
11. წესების დანართ 11-ის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ყოველი წლის 15 იანვრამდე შახტის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა უნდა მოამზადოს ყველა უბნის, ფრთის, ჰორიზონტის და შახტის აირსიუხვის განსაზღვრის, აგრეთვე, ფარდობითი აირსიუხვისა და კატეგორიის, ნახშირის მტვრის საშიშროების, მეთანის სუფლიარული გამოყოფის შესახებ მასალა და წარუდგინოს ინსპექციას. ყოველწლიურად მიღებული მონაცემების საფუძველზე ინსპექცია და შახტის ტექნიკური ხელმძღვანელი ადგენენ შახტის კატეგორიას მეთანის მიხედვით“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია