“ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/362
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.024.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110315007, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/362

2011 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ”საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებასა (სსმ III,12.12.2008, №177, მუხ. 1802) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ”ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”.

2. წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესები“ (შემდგომ – წესები) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების ტერიტორიის, შენობების, ნაგებობების, ტექნოლოგიური მოწყობილობის მიმართ, აგრეთვე, ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გაცემის წესს“.

4. წესების მე-3 მუხლის „ა“და „ბ”ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს „წესების”და სამრეწველო უსაფრთხოების სფეროში სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვა;

ბ) ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე მომხდარი ავარიის და უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის დანაყოფს”.

5. წესების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. დანართი 3-ის მე-2 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მანძილი მიწისზედა რეზერვუარის სადგურიდან, აგრეთვე, მიწისქვეშა რეზერვუარის სადგურიდან დასაშვებია შემცირებულ იქნეს არა უმეტეს 30%-ით I, II, IIIხარისხის ცეცხლმედეგობის და არა უმეტეს 20%-ით IV, Vხარისხის ცეცხლმედეგობის შენობების (ნაგებობების) შემთხვევაში“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.03.2011.
როდის იქნა მიღებული “ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
“ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/362. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.22.024.016047.
რამდენი მუხლისგან შედგება “ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1-1/362, 14.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1236456/