“ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/363
სარეგისტრაციო კოდი
040230000.22.024.016048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110315008, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/3 63

2011 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის № 1-1/ 753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის № 1-1/ 753 ბრძანებასა (სსმ III, 21.05.2007, № 71, მუხ. 773) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”.

2. წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატრაქციონების უსაფრთხოების წესები (შემდგომ – წესები) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხეობის უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც აპროექტებენ, ამზადებენ, აშენებენ (ამონტაჟებენ) და ექსპლუატაციას უწევენ ატრაქციონებს” .

4. წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა (შემდგომ – ინსპექცია) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოების (შემდგომ – შესაბამისი ორგანოები) საზედა მ ხედველო სფეროს განეკუთვნება რთული საინჟინრო კონსტრუქციის ატრაქციონები.”.

5. წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუშაობის დაწყებამდე „წესების“პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ატრაქციონები ექვემდებარება ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას“.

6. წესების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში საქარხნო პასპორტის არმქონე ატრაქციონის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შედგენილი პასპორტის საფუძველზე. მისი შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) ატრაქციონის ან მისი ცალკეული ელემენტების სიმტკიცისა და მდგრადობის გაანგარიშებაზე დამყარებული დასკვნა;

ბ) ლითონკონსტრუქციის მასალის ქიმიური ანალიზის და მექნიკური თვისებების შესახებ დასკვნა;

გ) ლითონკონსტრუქციის მდგრადობის და შენადუღ შეერთებათა ხარისხის დამადასტურებელი აქტი“.

7. წესების 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.03.2011.
როდის იქნა მიღებული “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
“ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/363. სარეგისტრაციო კოდი — 040230000.22.024.016048.
რამდენი მუხლისგან შედგება “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1-1/363, 14.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 040230000.22.024.016048 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1236478/