„საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულების თაობაზე
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 17.07.2003
ძალის დაკარგვა 16.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010240050.12(0).059.000059
გამოქვეყნების წყარო სსმ, 74, 24/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.03.2011
დოკუმენტის ტექსტი
„საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Chveulebrivi TD";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Chveulebrivi TD","serif";} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 55.3pt 80.9pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 01024005012005959
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (საქტექზედამხედველობა) უფროსის
ბრძანება №20
2003 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულების თაობაზე
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში დამუშავდა დებულება „საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ”.
ამასთან დაკავშირებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ”;
2. დებულება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ა. ბეჟანიშვილი
დებულება
საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. ეს დებულება შემუშავებულია „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. ის განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (შემდგომში – ტექზედამხედველობა) სპეციალისტებისათვის და ადგენს საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარებასთან და ექსპერტიზის დასკვნის გაფორმებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზას ექვემდებარება:
ა) საშიში საწარმოო ობიექტის გაფართოების, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღების, მშენებლობის პროექტები;
ბ) სამთო სამუშაოების წლიური განვითარების გეგმები, სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების პროექტები და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემები;
გ) მიწისქვეშა ნაგებობების (რომელიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან) მშენებლობის პროექტები;
დ) გაზმომარაგების სისტემების, მაგისტრალური გაზ-, ნავთობ- და პროდუქტსადენების მშენებლობის პროექტები;
ე) მუშაობის ნორმატიული ვადის გასვლის შემდეგ საზედამხედველო ტექნიკური მოწყობილობა, მისი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით;
ვ) საშიშ საწარმოო ობიექტზე ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებული შენობები და ნაგებობები;
ზ) საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია.
3. საექსპერტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული განაკვეთები, მათი გადახდევინების წესი და ვადები დგინდება „სახელმწიფო საექპერტიზო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზას დაქვემდებარებული საშიში საწარმოო ობიექტების და საზედამხედველო ტექნიკური მოწყობილობის ჩამონათვალი მოცემულია დანართის სახით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა (შემდგომში– ექსპერტიზა) – ექსპერტიზის ობიექტის შესაბამისობის შეფასება ტექნიკური უსაფრთხოების მოქმედ მოთხოვნებთან, რომლის შედეგია დასკვნა.
2. ექსპერტიზის ობიექტი – საპროექტო დოკუმენტაცია, საშიში საწარმოო ობიექტი, ობიექტზე გამოყენებული და განთავსებული საფრთხის შემცველი საზედამხედველო მოწყობილობა, მანქანა და დანადგარი, ტექნოლოგიური პროცესები და მათთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია.
3. საექსპერტო ორგანიზაცია – კანონის საფუძველზე ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე ორგანიზაცია.
4. საექსპერტო დასკვნა-დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ექსპერტიზის ობიექტის შესაბამისობის ან შეუსაბამობის შესახებ დასაბუთებულ დასკვნას ტექნიკური უსაფრთხოების მოქმედ მოთხოვნებთან.
მუხლი 3🔗. ძირითადი ვალდებულებანი, უფლებები და პასუხისმგებლობა
1. ტექზედამხედველობა ვალდებულია შეუქმნას თავის სპეციალისტებს მუშაობის სათანადო პირობები, უზრუნველყოს მათი დასკვნის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.
2. ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ტექზედამხედველობის სპეციალისტი ხელმძღვანელობს ამ დებულებით, უსაფრთხოების ტექნიკის შესაბამისი წესებით, მეთოდური მითითებებით და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით.
3. სპეციალისტი ვალდებულია:
ა) საფუძვლიანად ერკვეოდეს საპროექტო საქმეში, კარგად იცოდეს ტიპური საპროექტო გადაწყვეტა, გამოსაკვლევი მოწყობილობა, დანადგარი, ტექნოლოგია, წარმოება, მათი სუსტი მხარეები და შესაძლო საფრთხე, უსაფრთხოების ტექნიკის მოქმედი წესები და ნორმატიული დოკუმენტები, მეთოდური მითითებები;
ბ) ფლობდეს გამოსაკვლევი ობიექტის ანალოგებთან დაკავშირებული ავარიების, უბედური შემთხვევებისა და მათი მიზეზების ინფორმაციას;
გ) დამოუკიდებლად ჩაატაროს ან ორგანიზაცია გაუწიოს შესაფასებელი ობიექტის საექსპერტო გამოკვლევას;
დ) საექსპერტო გამოკვლევის ჩატარების შედეგების საფუძველზე გააფორმოს საექსპერტო დასკვნა გამოვლენილი ნაკლოვანებების მითითებით;
ე) საექსპერტო გამოკვლევის დამთავრებიდან სამი დღის ვადაში ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინოს თავის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად.
4. სპეციალისტს უფლება აქვს:
ა) მოთხოვოს ობიექტის მფლობელს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტები და განმარტებები;
ბ) მოთხოვოს თავის ხელმძღვანელობას ექსპერტიზის ჩატარების ამოცანების გაფართოება და ტექზედამხედველობის სხვა სპეციალისტების მოწვევა ექსპერტიზის პროცესში წარმოქმნილი დამატებითი საკითხების გამოკვლევის მიზნით, რომლებიც გავლენას ახდენენ ობიექტის უსაფრთხოებაზე;
გ) ექსპერტიზის ჩატარების პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების გამოვლენისას ობიექტის მფლობელს მისცეს წინადადება ტექნიკური მოწყობილობის, მანქანისა და დანადგარის, შენობისა და ნაგებობის ექსპლუატაციის ან სამუშაოთა წარმოების გაჩერების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ავარია, მომსახურე პერსონალის ტრამვირება ან მატერიალური ზარალი და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის ხელმძღვანელს.
5. სპეციალისტი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია:
ა) ამ დებულებაში მოცემული ვალდებულებების შესრულებაზე;
ბ) საექსპერტო გამოკვლევის სისრულეზე და სისწორეზე;
გ) საექსპერტო დასკვნის ობიექტურობაზე.
მუხლი 4🔗. მოთხოვნები ექსპერტიზის ჩატარების და დასკვნის შესახებ
1. ექსპერტიზის ჩატარების პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) საწყისი ეტაპი;
ბ) ექსპერტიზის პროცესი;
გ) ექსპერტიზის დასკვნის გაცემა.
2. საწყის ეტაპზე განისაზღვრება ექსპერტიზის ობიექტები და ექსპერტიზის ჩატარების ვადები, კეთდება იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია ექპერტიზის ჩასატარებლად მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ექსპერტიზის ჩატარების ვადა განისაზღვრება ექსპერტიზის ობიექტის სირთულის მიხედვით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
4. ექსპერტიზის პროცესი მოიცავს ობიექტის ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელი მასალების და დოკუმენტების შერჩევას, სპეციალისტების დანიშვნას და ექსპერტიზის ჩატარებას.
5. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ექსპერტიზის სახეობის შესაბამისად, ექსპერტიზის ჩასატარებლად ობიექტის მფლობელმა ტექზედამხედველობის სპეციალისტს უნდა წარუდგინოს:
ა) საპროექტო, საკონსტრუქტორო, საექსპლუატაციო, სარემონტო დოკუმენტაცია, ტექნიკური მოწყობილობის პასპორტები, ინსტრუქციები, ტექნოლოგიური რეგლამენტები და სხვა დოკუმენტაცია;
ბ) გამოცდის აქტები, სერტიფიკატები, მათ შორის, თუ აუცილებელია, მაკომპლექტებელ ნაწილებზე, გათვლები სიმტკიცეზე და სხვა მონაცემები.
6. სპეციალისტთა დანიშვნა, მათი უფლებამოსილების განსაზღვრა ხდება საექსპერტო ორგანიზაციის მიერ. ექსპერტიზის ჩასატარებლად ინიშნება ერთი ან რამდენიმე სპეციალისტი. სპეციალისტთა ჯგუფის შემთხვევაში ინიშნება ჯგუფის მუშაობის შედეგებზე პასუხისმგებელი პირი.
7. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ სპეციალისტი ადგენს დასკვნას ექსპერტიზის შედეგის შესახებ.
8. სპეციალისტთა ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის პროექტის მოსამზადებლად სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები ფორმდება თითოეული მათგანის მიერ ანგარიშის სახით. ანგარიშებს პასუხისმგებელი პირი განაზოგადებს და აფორმებს ექსპერტიზის დასკვნის სახით, რომლის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება უარყოფითი ან დადებითი დასკვნის შესახებ.
9. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში აისახება ის ობიექტები, რომლებზეც ვრცელდება ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისი პირობებით ან მათ გარეშე.
10. ექსპლუატაციაში მყოფი ობიექტისათვის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სპეციალისტი დაუყოვნებლივ აცნობებს ტექზედამხედველობის ხელმძღვანელობას ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ ოპერატიული ზომების მისაღებად.
11. ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სპეციალისტის ან პასუხისმგებელი პირის მიერ დასკვნაში უნდა აისახოს დასაბუთებული შედეგები ექსპერტიზის ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციის დაუშვებლობის შესახებ.
12. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს უფლება აქვს ექსპერტიზის ჩატარების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების შემდგომ ხელმეორედ წარადგინოს სათანადო მასალები დასკვნის მისაღებად.
13. ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ვადა (ან დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილების მიღება) არ უნდა აღემატებოდეს ექსპერტიზის დასკვნის მიღებიდან 5 დღეს.
14. ექსპერტიზის დასკვნა მტკიცდება (ან არ მტკიცდება) ტექზედამხედველობის დარგობრივი სამმართველოს უფროსის მიერ.
დანართი
ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზას დაქვემდებარებული საშიში საწარმოო ობიექტების და საზედამხედველო ტექნიკური მოწყობილობის
ჩამონათვალი
I. საშიში საწარმოო ობიექტის გაფართოების, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღების და მშენებლობის პროექტების ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზას ექვემდებარება
1. ნავთობისა და გაზის მრეწველობაში:
1.1. ნავთობის, გაზის და თერმული წყლების სადაზვერვო და საექსპლუატაციო ჭაბურღილები.
1.2. გაზის მიწისქვეშა საცავები.
1.3. ნავთობის შახტები.
1.4. ნავთობის, გაზის, კონდენსატისა და წყლის მოპოვებისა და კომპლექსური მომზადების ობიექტები.
1.5. ნავთობ- და გაზგადამამუშავებელი ობიექტები.
1.6. მილსადენების მაგისტრალური სისტემები.
1.7. სატუმბო და საკომპრესორო სადგურები.
1.8. სარეზერვუარო პარკები.
1.9. ნავთობისა და გაზის საბადოების გაშენების ობიექტები.
2. ქიმიური, ნავთობქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობაში:
2.1. არაორგანული ნივთიერებების წარმოება.
2.2. ამიაკის, მინერალური სასუქების და მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოება.
2.3. ქიმიურ-ფარმაცევტული, მიკრობიოლოგიური წარმოება.
2.4. ქიმიური ბოჭკოს, პოლიმერული მასალების, პლასტმასების და სხვა მაღალმოლეკულური ნაერთების და ნაკეთობის წარმოება.
2.5. ქაღალდისა და ცელულოზის წარმოება.
2.6. კაუჩუკის, საბურავების და რეზინოტექნიკური ნაკეთობის წარმოება.
2.7. წყლის ელექტროლიზის მეთოდით წყალბადისა და ჟანგბადის წარმოება.
2.8. ფეთქებადხანძარსაშიში სითხეების და წვადი თხევადი გაზების, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვის, გადმოსხმის, ჩასხმის ობიექტები.
2.9. ტოქსიკური სითხეების და თხევადი გაზების შენახვის, გადმოსხმის და ჩასხმის ობიექტები.
2.10. ობიექტები, სადაც შეიძლება წარმოიქმნას მტვერჰაერიანი და ორთქლაირიანი ფეთქებადი გარემო.
2.11. საღებავების და ლაქსაღებავი მასალების ობიექტები.
2.12. საშიში ქიმიური ნივთიერებების საწყობები.
3. მეტალურგიულ და კოქსოქიმიურ მრეწველობაში:
3.1. რკინამადანის ნედლეულის წარმოება.
3.2. კოქსის წარმოება.
3.3. ფოლადის, თუჯის, ფეროშენადნობის წარმოება.
3.4. მილების და ნაგლინის ცხელი და ცივი წარმოება.
3.5. მეტიზების წარმოება.
3.6. შავი და ფერადი ლითონების სხმულების წარმოება.
3.7. გაზის მეურნეობა.
3.8. გაზის გამწმენდი, გაზმტვერდამჭერი, ასპირაციული და სავენტილაციო სისტემები.
4. გაზმომარაგების ობიექტები, რომლებიც იყენებენ ბუნებრივ და თხევად ნახშირწყალბადიან აირებს:
4.1. ქალაქების, დასახლებული პუნქტების გარე აირსადენები.
4.2. აირის მარეგულირებელი პუნქტები.
4.3. სამრეწველო საწარმოების გაზსადენები.
4.4. გაზსავსები სადგურები და პუნქტები.
4.5. აირბალონიანი ავტომობილების გაზის დამტენი სადგურები.
5. მარცვლეულის შენახვისა და გადამუშავების ობიექტები.
6. სამთო მრეწველობაში:
6.1. შახტები.
6.2. მაღაროები, კარიერები, ჭრილები.
6.3. მამდიდრებელი, ნახშირმამდიდრებელი, აგლომერაციული საწარმოები.
6.4. სამსხვრევ-სახარისხებელი საწარმოები.
6.5. ოქროს მოპოვების ობიექტები.
6.6. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საწარმოები.
6.7. სამთო-ტექნიკური რეკულტივაციის ობიექტები.
6.8. მიწისქვეშა ჰიდროსადგურები, წყალგამტარი სადერიფიკაციო და საავტომობილო გვირაბები.
6.9. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამზადებასთან, გამოყენებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ობიექტები და საწარმოები.
7. რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვის ობიექტები:
7.1. რკინიგზის მისასვლელი გზები.
7.2. საშიში ტვირთების დატვირთვის და გადმოტვირთვის პუნქტები.
7.3. საშიში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მოძრავი შემადგენლობის მომზადების პუნქტები.
II. საზედამხედველო ტექნიკური მოწყობილობის მუშაობის ნორმატიული ვადის გასვლის შემდეგ ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზას ექვემდებარება
1. ამწე დანადგარები.
2. ორთქლისა და წყალგამაცხელებელი ქვაბები.
3. ორთქლისა და ცხელი წყლის მილგაყვანილობა.
4. მაღალ წნევაზე მომუშავე დანადგარები.
5. ფეთქებადდაცული და მაღაროს ელექტროდანადგარები.
6. სამთო-მომპოვებელი და სამთო-მამდიდრებელი წარმოების და მიწისქვეშა ობიექტების ტექნიკური მოწყობილობა.
7. ფეთქებადი სამუშაოების დროს გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობა.
8. გაზის მოწყობილობის ქვაბები, ტექნოლოგიური ხაზები და აგრეგატები, მოცულობითი და გამდინარე წყალგამაცხელებლები, აპარატები და სამრეწველო ღუმლები.
9. მილსადენების სისტემები.
10. ნავთობგაზმომპოვებელი წარმოების ტექნიკური მოწყობილობა.
11. თხევადი გაზის სარეზერვუარო დანადგარები.
12. ქიმიურ, ნავთობქიმიურ, ნავთობგადამამუშავებელ და სხვა საშიშ ობიექტებზე ფეთქებადხანძარსაშიშ, ტოქსიკურ და აგრესიულ გარემოში მომუშავე ტექნიკური მოწყობილობა.
13. ხორბლის შენახვისა და გადამუშავების ობიექტების ტექნიკური მოწყობილობა.
14. სამსხმელო წარმოებისათვის ტექნოლოგიური დანადგარები.
15. შავი და ფერადი მეტალურგიის დანადგარები.
16. შავი და ფერადი მეტალურგიისათვის განკუთვნილი ელექტროღუმლების და ელექტროშედუღების დანადგარები.
17. ღუმლებისა და აგრეგატებისათვის განკუთვნილი ცეცხლგამძლე ნაკეთობები.
18. ავტომატიზაციის საშუალებები და ხელსაწყოები.
19. თხევადი და ვაკუუმის ტუმბოები, სატუმბი დანადგარები, ჰაერისა და გაზის კომპრესორები.
20. შახტებისა და მარცვლეულის საფქვავი საწარმოების ვენტილატორები.
21. ფოლადის ბაგირები.
22. ამიაკის სამაცივრო დანადგარები.
III. ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებული შენობების და ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარება
1. ნავთობისა და გაზის მრეწველობის ობიექტებზე.
2. ქიმიური, ნავთობქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის და ფეთქებადხანძარსაშიშ, ტოქსიკურ და აგრესიულ გარემოში მომუშავე ობიექტებზე.
3. მეტალურგიული და კოქსოქიმიური მრეწველობის ობიექტებზე.
4. გაზმომარაგების ობიექტებზე.
5. ხორბლის შენახვის და გადამუშავების საწარმოებში და ობიექტებზე.
6. სამთო ობიექტებზე.
7. წიაღის გამოყენების მიზნით იმ საწარმოებში და ობიექტებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან.
8. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამუშავებასთან, დამზადებასთან, გამოცდასთან, შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ საწარმოებში და ობიექტებზე.
9. მაგისტრალური მილსადენების სისტემებზე.
10. სატუმბ და საკომპრესორო სადგურებში.
11. სარეზერვუარო პარკებში.
12. რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვის ობიექტებზე.