„საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების თაობაზე

მიღების თარიღი 17.07.2003
ძალის დაკარგვა 16.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე
გამოქვეყნების წყარო სსმ, 74, 24/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,999 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.07.2003 მიღება
16.03.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
6. აწარმოებენ სამთო, მიწისქვეშა და მეტალურგიულ-გადამამუშავებელ სამუშაოებს. 8
9. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარება 3
11. სახელმწიფო დაკვეთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით საშიში ტვირთების ტრანსპორტირება 5
12. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვა 6
13. საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა 7
17. ტელეფონი 18. ფაქსი
ხელმოწერა თარიღი
nimuSi nimuSi
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Chveulebrivi TD";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Chveulebrivi TD","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.9pt 46.3pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 01024005012005960 საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (საქტექზედამხედველობა) უფროსის ბრძანება №22 2003 წლის 17 ივლისი ქ. თბილისი „საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების თაობაზე „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 14​1 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში შემუშავებული იქნა „დებულება საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის წესის შესახებ”. ამასთან დაკავშირებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „დებულება საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის წესის შესახებ”. 2. დამტკიცდეს საშიში საწარმოო ობიექტის სააღრიცხვო ბარათის ფორმა (დანართი 1). 3. დამტკიცდეს საშიში საწარმოო ობიექტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმა (დანართი 2). 4. დებულება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. ა. ბეჟანიშვილი დებულება „საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის წესის შესახებ”     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება შემუშავებულია „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და ადგენს საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნებს. 2. საშიში საწარმოო ობიექტების სახელმწიფო რეგისტრაციასა და ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში – ტექზედამხედველობა). 3. სახელმწიფო რეესტრში საშიში საწარმოო ობიექტის რეგისტრაცია ხორციელდება მისი და მისი ექსპლუატაციის განმხორციელებელი ორგანიზაციის (შემდგომში – ორგანიზაცია) აღრიცხვის მიზნით. 4. სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება კანონით განსაზღვრული ყველა საშიში საწარმოო ობიექტი. 5. ერთიანი სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს ახალი ან ექსპლუატაციაში არსებული საშიში საწარმოო ობიექტების, აგრეთვე მათ საქმიანობაზე კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვების შესახებ საინფორმაციო მონაცემთა სისტემას.     მუხლი 2🔗. ძირითადი ცნებები 1. საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ სრული ინფორმაციის შემცველი ერთიან მეთოდოლოგიურ პრინციპზე დაფუძნებული საინფორმაციო მონაცემთა ერთიანი სისტემა. 2. სახელმწიფო რეესტრში ობიექტის რეგისტრაცია – რეესტრის მონაცემთა ბანკში მოქმედი საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ მონაცემების შეტანა, მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება, რეგისტრაციის შესახებ მოწმობის გაცემა. 3. სახელმწიფო რეესტრის წარმოება – რეესტრის მონაცემთა ბანკში მოქმედი საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ მონაცემების დაგროვება, მასში საჭირო ცვლილებების შეტანა და რეგისტრირებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შენახვა. 4. სახელმწიფო რეესტრიდან ობიექტის ამოღება – რეესტრის მონაცემთა ბანკში მონაცემების შეტანა რეესტრიდან საშიში საწარმოო ობიექტის ამოღების შესახებ მისი ლიკვიდაციის, ექსპლუატაციიდან გამოყვანის (ბალანსიდან ჩამოწერა) ან საქმიანობის პროფილის შეცვლისას, რის გამოც საშიში საწარმოო ობიექტს აღარ გააჩნია საშიშროების ნიშანი. 5. სახელმწიფო რეესტრში ცვლილების შეტანა – ცვლილება რეესტრის მონაცემთა ბანკში, გამოწვეული საშიში საწარმოო ობიექტის ან ორგანიზაციის შესახებ მონაცემების ცვლილებით. 6. საშიში საწარმოო ობიექტის იდენტიფიკაცია – ობიექტისათვის საშიში საწარმოო ობიექტის კატეგორიის მიკუთვნება და მისი საშიშროების ყველა ნიშნის განსაზღვრა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 3🔗. საერთო მოთხოვნები საშიში საწარმოო ბიექტის იდენტიფიკაციის მიმართ 1. საშიში საწარმოო ობიექტის იდენტიფიკაცია სახელმწიფო რეესტრში მისი რეგისტრაციისათვის ტარდება ამ ობიექტის გამოვლენის მიზნით. 2. საშიში საწარმოო ობიექტის იდენტიფიკაციას ახორციელებს ტექზედამხედველობა. 3. საშიში საწარმოო ობიექტის იდენტიფიკაციის შედეგს მისი სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარმოადგენს საშიში საწარმოო ობიექტის სააღრიცხვო ბარათი (შემდგომში – სააღრიცხვო ბარათი), რომელსაც ავსებენ ტექზედამხედველობის შესაბამისი სამმართველოები (შემდეგში სამმართველო) თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი 1). 4. სააღრიცხვო ბარათის შედგენისას მის პირველ, მე-2, მე-14 ...მე-20 პუნქტებში ივსება მარჯვენა თავისუფალი სვეტი. ბარათის მე-3... მე-13 პუნქტების მარჯვენა სვეტში შემოიხაზება საშიში საწარმოო ობიექტის საშიშროების როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ნიშანი, აგრეთვე იმ საქმიანობის სახეები, რომელთა განსახორციელებლად ორგანიზაციას, კანონის შესაბამისად ტექზედამხედველობისგან მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა. 5. სააღრიცხვო ბარათს ხელს აწერს შესაბამისი სამმართველოს უფროსი და წარადგენს ტექზედამხედველობის ტექნიკურ სამმართველოში. 6. იდენტიფიკაციის პროცესში აუცილებელია გამოვლინდეს ყველა საშიში საწარმოო ობიექტი და საშიშროების ყველა ნიშანი ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. 7. საშიში საწარმოო ობიექტის იდენტიფიკაციის დროს გამაერთიანებელ ნიშნად გამოყენებულ უნდა იქნეს საწარმოო მოედანი ან საწარმოო შენობა (ნაგებობა), რომელზეც (რომელშიც) ხორციელდება კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა. 8. საშიშ საწარმოო ობიექტად ითვლება არა ცალკეული დანადგარი, მექანიზმი, მოცულობა საშიში ნივთიერებით, არამედ საწარმო, სადაც გამოიყენება ასეთი ტექნიკური მოწყობილობა ან ასეთი ნივთიერება. საშიში საწარმოო ობიექტის სახით განხილულ უნდა იქნეს ერთ საწარმოო მოედანზე განთავსებული საწარმო (ან მისი უბანი, საამქრო და სხვა). 9. თუ საწარმოში ექსპლუატაციას განიცდის რამდენიმე ობიექტი და მხოლოდ ერთ მათგანს გააჩნია საშიშროების ნიშნები, მაშინ საშიშ საწარმოო ობიექტად განიხილება ეს უკანასკნელი და არა საწარმო მთლიანად.     მუხლი 4🔗. მოთხოვნები საშიში საწარმოო ობიექტის რეგისტრაციისათვის 1. საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრში შეტანის საფუძველია სამმართველოს მიერ ობიექტის იდენტიფიკაციის შედეგად მისთვის საშიში საწარმოო ობიექტის კატეგორიის მიკუთვნება. 2. სამმართველო საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანამდე ხუთი დღით ადრე ტექნიკურ სამმართველოს წარუდგენს სააღრიცხვო ბარათს. 3. ტექნიკური სამმართველო 3 დღის ვადაში: ა) თითოეულ საშიშ საწარმოო ობიექტს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს სახელმწიფო რეესტრში; ბ) ობიექტის სააღრიცხვო ბარათში შეაქვს მონაცემები რეგისტრაციის და ობიექტის სარეგისტრაციო ნომრის შესახებ; გ) აფორმებს მოწმობას ობიექტის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ თანდართული ფორმის (დანართი 2) მიხედვით, ადასტურებს მას ბეჭდით, შეაქვს ჩანაწერი მოწმობის აღრიცხვის წიგნში და გასცემს რეგისტრაციის მოწმობას. 4. რეგისტრაციის მოწმობაში ან სააღრიცხვო ბარათში მონაცემების ცვლილების გამო სახელმწიფო რეესტრში ცვლილების შესატანად სამმართველო ტექნიკურ სამმართველოს წარუდგენს შესაბამის განაცხადს. 5. ტექნიკური სამმართველო 3 დღის ვადაში: ა) თითოეულ ხელახალ დარეგისტრირებულ საშიშ საწარმოო ობიექტს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს სახელმწიფო რეესტრში; ბ) საშიში საწარმოო ობიექტის სააღრიცხვო ბარათში შეაქვს მონაცემები რეგისტრაციის და ობიექტის სარეგისტრაციო ნომრის შესახებ და ამოწმებს მას ბეჭდით; გ) თუ სააღრიცხვო ბარათში შეტანილი ცვლილებები ეხება რეგისტრაციის შესახებ მოწმობის შინაარსს, მაშინ აფორმებს ახალ მოწმობას ობიექტის რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო რეესტრში, ამოწმებს მას ბეჭდით, შეაქვს ჩანაწერი სააღრიცხვო წიგნში მოწმობის გაცემის შესახებ და გასცემს რეგისტრაციის მოწმობას; დ) თუ სააღრიცხვო ბარათში შეტანილი ცვლილება არ ეხება რეგისტრაციის შესახებ მოწმობის შინაარსს, მაშინ რეგისტრაციის მოწმობა არ გაიცემა. 6. ცვლილების შეტანის დროს ადრე რეგისტრირებული საშიში საწარმოო ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი არ იცვლება. 7. საშიში საწარმოო ობიექტის საქმიანობის ცვლილების, მისი ლიკვიდაციის, ექსპლუატაციიდან გამოყვანის (ბალანსიდან ჩამოწერა) გამო ან როდესაც ობიექტმა ცვლილების შედეგად დაკარგა საშიშროების ნიშანი, სამმართველო ტექნიკურ სამმართველოში წარადგენს ობიექტის ლიკვიდაციის ან ექსპლუატაციიდან გამოყვანის (ბალანსიდან ჩამოწერა) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს და სახელმწიფო რეესტრიდან ამოსაღები ობიექტის სააღრიცხვო ბარათს. 8. იმ შემთხვევაში, როდესაც საშიშ საწარმოო ობიექტს საქმიანობის ცვლილების გამო აღარ გააჩნია საშიშროების ნიშანი, რეესტრიდან მის ამოსაღებად სავალდებულოა აღნიშნული ცვლილების მითითება. 9. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებული საშიში საწარმოო ობიექტის გარდა რეესტრში რეგისტრირებულია სხვა საშიში საწარმოო ობიექტები, რომლებსაც ექსპლუატაციას უწევს ორგანიზაცია, მაშინ ტექნიკური სამმართველო სამი დღის ვადაში აფორმებს ახალ მოწმობას სახელმწიფო რეესტრში საშიში საწარმოო ობიექტის რეგისტრაციის შესახებ, შეაქვს ჩანაწერი სააღრიცხვო წიგნში მოწმობის გაცემის შესახებ და გასცემს რეგისტრაციის მოწმობას.     მუხლი 5🔗. მოთხოვნები სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებისა და რეგისტრაციის მოწმობის გაფორმებისათვის 1. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის დროს თითოეულ საშიშ საწარმოო ობიექტს ეძლევა სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს, ობიექტის ექსპლუატაციის განმახორციელებელი ორგანიზაციის და თვით ობიექტის იდენტიფიკატორს. სარეგისტრაციო ნომერი შედგება ნიშნების სამი ჯგუფისაგან, გამოყოფილი ერთმანეთისაგან ტირეთი, XX–XXXX–XXX სახით. ნიშნების პირველი ორი ჯგუფი იმეორებს რეგისტრაციის მოწმობის ნომერს, ამასთანავე ნიშნების პირველი ჯგუფი აღნიშნავს მარეგისტრირებელ ორგანოს – ტექზედამხედველობის შესაბამის დარგობრივ ქვედანაყოფს. ნიშნების მეორე ჯგუფი არის იმ ორგანიზაციის აღმნიშვნელი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს საშიშ საწარმოო ობიექტს, ხოლო მესამე – თვით საშიში საწარმოო ობიექტის აღმნიშვნელი. 2. ნიშნების პირველი ჯგუფი წარმოადგენს ციფრობრივს და აღნიშნავს მარეგისტრირებელ ორგანოს, ტექზედამხედველობის მიერ დადგენილი სარეგისტრაციო ინდექსის შესაბამისად. 3. ნიშნების მეორე ჯგუფი წარმოადგენს ციფრობრივს და შეიცავს რიცხვებს 0001-დან 9999-მდე. მასში თითოეულ რეგისტრირებულ ორგანიზაციას ეძლევა ორგანიზაციის აღმნიშვნელი რიცხვი. 4. ნიშნების მესამე ჯგუფი ასევე წარმოადგენს ციფრობრივს და შეიცავს რიცხვებს 001-დან 999-მდე. მასში თითოეულ რეგისტრირებულ საშიშ საწარმოო ობიექტს, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს ორგანიზაცია, ეძლევა ობიექტის აღმნიშვნელი რიცხვი. 5. ორგანიზაციის მიერ ახალი საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის დროს, როდესაც ორგანიზაციას სახელმწიფო რეესტრში გააჩნია რეგისტრირებული ობიექტები, ახალ საშიშ საწარმოო ობიექტს ეძლევა რიგითობის მიხედვით შემდეგი რიცხვი. 6. ექსპლუატაციაში მყოფი საშიში საწარმოო ობიექტის მონაცემების ცვლილების შედეგად სახელმწიფო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დროს ამ ორგანიზაციის და ობიექტის აღმნიშვნელი რიცხვები რჩება უცვლელი. როგორც წესი, ისინი უცვლელი რჩებიან ორგანიზაციის შესახებ შეცვლილი მონაცემების დროსაც, იურიდიული პირის (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის გამონაკლისის გარდა. 7. სახელმწიფო რეესტრში საშიში საწარმოო ობიექტის პირველადი რეგისტრაციის თარიღი, შეტანილი სააღრიცხვო ბარათში და რეგისტრაციის მოწმობაში რჩება უცვლელი საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ მონაცემების შეცვლის დროს.     მუხლი 6🔗. მოთხოვნები სახელმწიფო რეესტრის მონაცემების ფორმირებისა და წარმოებისათვის 1. ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს ტექზედამხედველობის ტექნიკური სამმართველო, ტექზედამხედველობის ქვედანაყოფების მიერ დარგობრივი პრინციპით რეგისტრირებული საშიში საწარმოო ობიექტის მონაცემთა ბაზის საფუძველზე. 2. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეტანა ან ცვლილებების განხორციელება ხდება როგორც რეგისტრაციის მოწმობის და სააღრიცხვო ბარათის გაცემამდე, ასევე გაცემის შემდეგაც. 3. სახელმწიფო რეესტრში მონაცემების ფორმირების შესახებ ფუნქციის შესრულებისას ტექნიკური სამმართველო უზრუნველყოფს: ა) ტექზედამხედველობის ქვედანაყოფებიდან დარგობრივი მონაცემების მიღებას, მათ მიერ რეგისტრირებული საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ; ბ) სახელმწიფო რეესტრის ერთიან მონაცემთა ბაზის წარმოებას; გ) არსებული წესის თანახმად აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას. „საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის შესახებ“ დებულების                                    დანართი 1 საშიში საწარმოო ობიექტის სააღრიცხვო ბარათი I. საშიში საწარმოო ობიექტი 1. ობიექტის სრული დასახელება 2. მისამართი, ტელეფონი, ფაქსი II. ობიექტის საშიშროების ნიშნები (მარჯვენა სვეტში შემოიხაზება საჭირო ნიშნები) 3. მიიღება, გამოიყენება, გადამუშავდება, წარმოიქმნება, ინახება, ტრანსპორტირდება, ნადგურდება საშიში ნივთიერებები: ა) აალებადი ნივთიერებები – აირები, რომლებიც ნორმალური წნევის პირობებში ჰაერთან შეხებისას აალებადნი ხდებიან; 1 ბ) მჟანგველი ნივთიერებები – ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ან იწვევენ სხვა ნივთიერებების აალებას ან წვას; 2 გ) წვადი ნივთიერებები – სითხეები, აირები, მტვერი, რომლებიც თვითაალებადია, აალდებიან გარეშე წყაროსაგან და აგრძელებენ წვას წყაროს მოშორების შემდეგაც; 3 დ) ფეთქებადი ნივთიერებები – ნივთიერებები, რომლებსაც გარკვეული სახის გარე ზემოქმედებისას უნარი აქვთ თვითგავრცელდნენ და განიცადონ ძალზე სწრაფი ქიმიური გარდაქმნა სითბოსა და აირის გამოყოფით; 4 ე) ტოქსიკური ნივთიერებები, მათი მინერალები ან შენაერთების ნარევი, რომლებსაც თავიანთი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით შეუძლია მავნე ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობაზე. 5 4. გამოიყენება მაღალ წნევაზე და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობები (ორთქლისა და წყალგამაცხელებელი ქვაბები, წნევაზე მომუშავე ჭურჭლები, ორთქლისა და ცხელი წყლის მილგაყვანილობა). 6 5. გამოიყენება ტვირთამწე მექანიზმები (ამწეები, სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, ესკალატორები, კიდული საბაგირო გზები, ფუნიკულიორები). 7 6. აწარმოებენ სამთო, მიწისქვეშა და მეტალურგიულ-გადამამუშავებელ სამუშაოებს. 8 III. საქმიანობის სახეები, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა ობიექტის ექსპლუატაციის ნებართვები (მარჯვენა სვეტში შემოიხაზება საქმიანობის საჭირო სახეობა) „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 7. საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაცია, კონსტრუირება, გაუქმება, ექსპლუატაციის შეწყვეტა და კონსერვაცია 1 8. საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის დამზადება და მონტაჟი, მომსახურება და რემონტი 2 9. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარება 3 10. მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენება (გარდა ნავთობისა და გაზის სფეროებისა) 4 11. სახელმწიფო დაკვეთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით საშიში ტვირთების ტრანსპორტირება 5 12. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვა 6 13. საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა 7 IV. ორგანიზაცია, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ობიექტს 14. ორგანიზაციის სრული დასახელება 15. მისამართი 16. ორგანიზაციის კოდი 17. ტელეფონი 18. ფაქსი ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი, გვარი V. მონაცემები ობიექტის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ (ივსება ტექნიკური სამმართველოს მიერ) 19. რეგისტრაციის ნომერი 20. რეგისტრაციის თარიღი რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა თარიღი ბ.ა. „საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის შესახებ“ დებულების                                    დანართი 2 nimuSi საქართველოს ტექნიკური  ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია საშიში საწარმოო ობიექტის რეგისტრაციის მოწმობა № აღნიშნული მოწმობა გაცემულია: ​(თარიღი) ​(ორგანიზაციის დასახელება, მისამართი) იმის შესახებ, რომ საშიში საწარმოო ობიექტები, რომლებსაც ექსპლუატაციას უწევს აღნიშნული ორგანიზაცია, საქართველოს კანონის `საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ~ შესაბამისად რეგისტრირებული არიან საშიში საწარმოო ობიექტის სახელმწიფო რეესტრში 1. (ობიექტის დასახელება)  რეგისტრაციის №            თარიღი ინსპექციის უფროსი ბ.ა.                                          000001