⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.09.2013)
გაუქმებულია:

საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2011
ძალის დაკარგვა 24.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110315022, 18/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,328 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2011 მიღება
24.09.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 49.6pt 49.65pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №40 2011 წლის 1 4 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შე საბამისად, ვ ბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №150 ბრძანება (სსმ III, 28.04.2009, № 51 მუხ. 574). მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . ხ. კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებებს, ფუნქციებს, ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას. 2. სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახდენს სწრაფ რეაგირებას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას მასობრივი არეულობების, თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართლდარღვევათა აღკვეთის მიზნით. 3. სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შემდგომში – თავმჯდომარე), ასევე ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში მის საქმიანობას წარმართავს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 4. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი , მშენებელთა №60 . სამსახურს აქვს საკუთარი ბეჭედი და შტამპი.     მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს დაწესებულებებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის ადგილებში, ბადრაგირებისას, მასობრივი არეულობების, თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას სწრაფი რეაგირება სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით; ბ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანები. 2. სამსახური დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) მოიპოვებს და აანალიზებს მონაცემებს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე;  ბ) ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე; გ ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას; დ ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, თავმჯდომარის განკარგულებით, ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი თანხებისა და ტვირთების დაცვა- გაცილებას, დახმარებას უწევს დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის ღონისძიებებში; ე ) შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ ) შეიმუშავებს ტაქტიკურ- ტექნიკურ მოთხოვნებს საინჟინრო- ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; ზ ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; თ ) ორგანიზებას უწევს სამსახურებრივი ძაღლების წვრთნას, გამოყენებას და ვეტერინარულ დახმარებას; ი ) შეიმუშავებს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო-მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას; კ ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით; ლ ) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს; მ ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს; ნ ) ამზადებს და თავმჯდომარეს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს; ო ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. 2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად ექვემდებარება თავმჯდომარეს და დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 3. სამსახურის ხელმღვანელობას წარმოადგენენ: ა) სამსახურის უფროსი; ბ) სამსახურის უფროსის მოადგილე; გ) შტაბის უფროსი;  დ) განყოფილების უფროსი;     მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი არის სამსახურის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე. 2. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია: ა) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან; ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე; გ) წარადგინოს წინადადებები სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანადებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; დ) განიხილოს მოქალექეებისა და მოსამსახურეების განცხადებები და წინადადებები; ე) განახორციელოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 3. სამსახურის უფროსი ვალდებულია: ა) გაანაწილოს ფუნქციები დაქვემდებარებულ განყოფილებებსა და მოსამსახურეებს შორის; ბ) ორგანიზაცია გაუკეთოს სამსახურის საქმიანობას და წარმართოს სტრუქტურული ერთეულების მუშაობა; გ) შეიმუშაოს ან მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; დ) გაა ანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებები; ე) უზრუნველყოს მოსამსახურეთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული მომზადება, მათ მიერ კანონმდებლობისა და სამსახურებრივი დისციპლინის მოთხოვნათა დაცვა; ვ) შეასრულოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებუ ლი სხვა მოვალეობები. 4. სამსახურის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს შტაბის უფროსი.     მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) წარმართავს და უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობას; ბ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, სამსახურის უფროსის დავალებებს.     მუხლი 6🔗. შტაბის უფროსი შტაბის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. შტაბის უფროსი ორგანიზებას უწევს სამსახურის საქმიანობას, აკონტროლებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას და აანალიზებს მათ მიერ გაწეულ საქმიანობას.      მუხლი 7🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. 2. სამსახურის სტრუქტურაშია: ა) შტაბი; ბ ) № 1 საბრძოლო განყოფილება; გ ) № 2 საბრძოლო განყოფილება; დ ) № 3 საბრძოლო განყოფილება; ე ) № 4 საბრძოლო განყოფილება; ვ) №5 საბრძოლო განყოფილება ზ) დასავლეთის განყოფილება. 3. შტაბი ხელ მძღვანელობს მოსამსახურეთა პროფესიულ (სპეციალურ) და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, შეიმუშავებს წვრთნის პროგრამებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს შეკრებებსა და მეცადინეობებს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებებისა და საგანგებო სიტუაციებში საბრძოლო ოპერაციების მომზადებასა და ჩატარებაში, აწესრიგებს კავშირგაბმულობის საკითხებს, წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით. 4. საბრძოლო განყოფილებები უშუალოდ ასრულებენ საბრძოლო დავალებებს. 5. დასავლეთის განყოფილება ასრულებს სამსახურის ფუნქციებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. 6. საჭიროების შემთხვევაში სამსახურის განყოფილება ვალდებულია აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს.     მუხლი 8🔗. განყოფილების მართვა განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სამსახურის უფროსს და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.     მუხლი 9🔗. სამსახურის დაკომპლექტება 1. მოსამსახურეთა კანდიდატურების შერჩევა ხდება კანონმდებლობით დადენილი წესით. 2. ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შერჩევა, დასანიშნად წარდგენამდე გაივლიან ერთთვიან მოსამზადებელ კურსებს.     მუხლი 10🔗. მოსამსახურის უფლება -მოვალეობები 1. სამსახუ რებრივი მოვალეობების შესრულების დროს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები; ბ) ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი-საშტატო იარაღი დ ა სხვა სპეციალური საშუალებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივი-საშტატო იარაღის გამოყენების შემთხვევაში ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.